... (Q-261), XVII ს.

1562. მამკალ: ქალსა: თავ: მოჴდილსა: თუ: მზე: ვითა: ეურჩოსა: სული: ვარდსა: დავამსგავსე: თავშიშველი: ყაყაჩოსა: თუ: ბრძენნიცა: მაქებარი: მისი: იჴმობს: ვირებ: ჩოსა: გავს: თუ: ტყუბი: მარგალიტი: ზის: ბროლისა: ჴარჴანჩოსა:

1563. ქალი: საბრალოდ: მამასა: სტირს: ბულბულისა: მსგავსია: თმა: გაიგლიჯა: გაყარა: თვალნი: ცრემლითა: ავსია: ვარდი: შექნილა: ზაფრანად: ლალი: მართ: ვითა: მხავსია: მზესა: ღრუბელი: ეფარვის: ამად: ნათელი: დავსია:

1564. იხოჭს: და: იგლეჯს: ზახილით: ტირს: სიტყუა: ჴაფი: უარე: სისხლი: და: წყალი: თვალთაგან: სდის: ცრემლი: გარე: უარე: მოვჰჴეო: შენთვის: მამაო: შვილი: ყოველთა: უარე: ვერა: გმსახურე: ასულმან: ვერცა: რა: შეგაგუარე:

1565. ჩემთვის: ბნელქმნილო: მამაო: ნათელო: თვალთა: ჩემთაო: ჩემთა: რა: გაცნევს: ამბავსა: გულისა: მონაცემთაო: მზეო: რად: ღა: გაქვს: სინათლე: რადღა: ანათობ: თემთაო: რად: არ: დაიქეც: ქუეყანავ: რადღა: მართიხარ: ზე: მთაო:

1566. ტარიელ: მოსთქუამს: გამზრდელო: ჰაი: ჰაი: რა: საქმე: მსმენია: მიკუირს: თუ: მზეღა: რად: ჰნათობს: რად: არა: დაუჩენია: მზე: მოჰკუე: ყოვლთა: სულდგმულთა: სოფელი: აღარ: შენია: ღ~თსა: მიმადლე: შემინდევ: რაცა: შენ: ჩემგან: გწყენია:

1567. მაშინ: დაჴდეს: ყველაკანი: მტირალად: და: ცრემლთა: მღურელად: დიდი: ხანი: მოიტირეს: თავისთავის: გაუყრელად: ავთანდილ: და: ფრიდონ: ტირან: გულსადაგად: არ: თუ: ჭრელად: მაგრა: ექმნნეს: სულსა: მღებელ: კათოლიკოს: მაწყუერელად:

1568. ზე: ადგეს: და: მოაჴსენეს: ჰე: მნათობნო: ცისა: მზენო: დასთმეთ: გული: დაიწყნარეთ: ქენით: რაცა: მოგახსენო: იგი: ღ~თნ: გაამაღლა: ვითა: ორბი: მისნო: ფრთენო: აქ: ყოვნა: არა: გუმართებს: არცაღა: გუცალს: გლოვად: ჩვენო:

1569. მადლი: უბრძანეს: აწუივნეს: ქუე: დასხეს: ზე: ადგომილნი: მუნვე: დგეს: იგი: ვაჭარნი: პირსა: ფერ: ჰაერ: კრთომილნი: გაკუირვებულნი: საბრალოდ: მართ: ვერას: ვერ: მიხდომილნი: უბრძანეს: ძმაო: რა: გიკუირს: ჩუენ: იგი: ვართ: წაჴდომილნი:

1570. კულავ: უბრძანებდეს: გუიამბეთ: ამბავი: დანარჩომია: მათ: მოახსენეს: პატრონო: ინდოეთს: დიდი: ომია: მოსულა: ხატაელთ: ლაშქარი: ქალაქსა: შემოსდგომია: რამაზ: არს: ვინმე: ჴელმწიფე: მათად: პატრონად: მჯდომია:

1571. ჯერთ: დედოფალი: ცოცხალა: მკუდართაგან: უფრო: მკუდარია: იბრძვის: ლაშქარი: ინდოთა: თუც: იმედ: გარდამწყდარია: გარეთ: ციხენი: წაუხვმან: ყუელაი: გარდამჴდარია: მზეო: თქუენ: შუქნი: მიჰფინეთ: ჰაი: ჰაი: რა: ავი: დარია:

1572. მუნა: მყოფსა: ყუელაკასა: შეეკერა: ჩუენცა: შავი: რამაზს: წინა: გამოვედით: მისრულად: ვთქუით: ჩვენი: თავი: მეფე: ჩუენი: დიდი: არის: მათ: ეწადა: მისი: ზავი: გამოგუიშვა: წაედითო: არა: გვიყო: ყოლა: ავი:

1573. რა: ტარიელს: ესე: ესმა: მეტად: ფიცხლად: აიყარა: ეჯი: სამდღე: წასავალი: ერთსა: დღესა: წაიარა: დროშა: მისი: აიმართა: წინა: არა: მოიფარა: აწ: ნახეთ: თუ: გოლიათი: გული: ვითა: ამაგარა:

ტარიელისაგან ინდოეთს მისულა და ხატაელთა: დამორჩილება:

1574. ინდოეთს: ზედა: წაადგა: მუნ: მთა: და: დიდი: ქედია: აჩნდა: ლაშქარი: უსახო: მესაკუირველა: ჰე: დია: ტარიელ: ბრძანა: მოყმენო: აწ: თქუენგან: რა: იმედია: ადრე: მოვიცლი: ჩემთაგან: ღ~თი: და: ჩემი: ბედია:

1575. ამა: ლაშქართა: უნახვან: კულავ: ჴრმალთა: ჩემითა: კუეთანი: ერთხელ: შემებნეს: დავჰჴოცენ: შევქნენ: აბჯართა: ფეთანი: ავთანდილ: ჰკადრა: რად: უნდა: თქმანი: სიტყუათა: მძლეთანი: მართ: ვითა: მტუერთა: წავიხუამთ: მიხუდეს: ფერჴითა: ცუეთანი:

1576. დაეკაზმნეს: საომარად: გაამაყდეს: გაჩაუქდეს: ცხენთა: შესხდეს: უკეთესთა: საჴედარნი: ასუბუქდეს: ერთმანერთსა: აჯობინეს: მჭურეტელთაგან: არ: გაუქდეს: იგი: ქედი: ჩაიქროლეს: ბუქისაცა: უფრო: ბუქდეს:

1577. წინ: მავალნი: დარაჯათა: მათთა: ზედა: გარდეკიდეს: ტარიასთა: გააქცივნეს: მიეწივნეს: ჩამოჰყრიდეს: მოაგებნეს: მჴარდაკრულნი: მათ: წინაშე: მოასხმიდეს: აიზიდნეს: ვისნი: ხართო: ჰკითხეს: ხანსა: დარეზმიდეს:

1578. მათ: მოახსენეს: მეფეო: ჩუენ: ცუდად: დაღორებულნი: რამაზის: ჴელმწიფისანი: აქა: დარაჯად: რებულნი: უბრძანა: წადით: რეგუენნო: თქუენ: ჩუენგან: გაფიცხებულნი: აცნობეთ: თქუენსა: პატრონსა: მოვლენ: გულითა: ქებულნი:

1579. უთხარით: ბრძანებს: ტარიელ: მეფე: ლაღი: და: ჯანია: იგი: ჴელმწიფე: მაღალი: მებრძოლთა: მემაჯანია: ჩემსა: ამბავსა: გაცნევენ: შენნივე: დარაჯანია: შიში: ვერ: გიჴსნის: სიკუდილსა: ცუდნიღა: დაღრეჯანია:

1580. აწ: დაემზადე: მოპარვა: მე: თქუენი: არა: მწადიან: შემები: რაზმი: გარდმაწყევ: წინასვე: გამიცხადიან: პირბოზო: ჩემი: მორევნა: რა: დია: გაგიქადიან: მე: ჩაბალახად: გაჴმარნე: რაცა: გიმუზარადიან»: