... (Q-261), XVII ს.

1543. მათდავე: სახედ: რომელსა: ესენი: დაუბადიან: იგივე: გაჰყრის: სიშორე: არა: თუ: ნებით: სწადიან: ვარდსა: სწებვენ: და: აპობენ: ტირან: და: ცრემლნი: ჩასდიან: მათთა: გამყრელთა: ყუელთა: სიცოცხლე: არ: იქადიან:

1544. ნესტანდარეჯან: თქუა: ნეტამც: ყოლე: არ: შემოგცნებოდი: მზისა: გამყრელი: გაყრითა: აწ: ასრე: არ: დავდნებოდი: ამბავსა: სცნევდი: მამცნევდი: წიგნითა: მეუბნებოდი: ვითა: შენთუის: დამწვარვარ: აგრე: შენ: ჩემთვის: კუდებოდი

1545. თინათინ: უთხრა: ჰე: მზეო: შენთა: მჭურეტელთა: ლხინებო: რადმცა: გაგწირე: თუ: ვითა: გაყრასა: მოვითმინებო: ღ~თისაგან: დღეთა: თხოვისა: ნაცულად: სიკუდილი: ვინებო: აგრემცა: მივი: რაზომსა: მე: ცრემლსა: დავიდინებო:

1546. კულავ: აკოცეს: ერთმანერთსა: გაიყარნეს: იგი: ქალნი: ქუე: დამდგომმან: წამავალსა: ვერ: მოსწყვიტნა: ყოლა: თვალნი: იგი: იჭურეტს: უკუღმავე: ედებოდეს: ამით: ალნი: რომე: მწადდეს: ვერ: დავსწერენ: მე: სიტყუანი: ნაათალნი:

1547. როსტან: მათითა: გაყრითა: ხელთაგან: უფრო: ხელდების: ათასჯერ: იტყუის: ვაგლახსა: არ: სულთქმა: უერთხელდების: ცხელი: სდის: წყარო: ცრემლისა: მართ: ვითა: ქუაბი: ცხელდების: ტარიელ: არის: დაღრეჯით: ფიფქი: ნასდების: თხელდების:

1548. ტარიელს: ვარდსა: დაუტყლეჟს: მეფე: ხვევნით: და: კოცებით: იტყუის: თუ: თქვენი: სიახლე: მიჩს: აქამდისცა: ოცებით: რადგან: მოგშორდი: დავრჩები: პატიჟთა: გაასოცებით: შენგან: მოგვეცა: სიცოცხლე: შენგანვე: დავიჴოცებით:

1549. ტარიელ: შეჯდა: მეფისა: გამყრელი: გამომსალამე: სრულად: ლაშქართა: სდიოდა: ცრემლი: მინდორთა: სალამე: მზე: შენ: გელმისო: საომრად: და: თავი: შენ: მას: ალამე: უბრძანა: თქუენთვის: მტირალსა: ყოლა: არ: მიჩნდეს: სალა: მე:

1550. გაემართნეს: და: წავიდეს: დია: სპითა: და: ბარგითა: ტარიელ: ფრიდონ: ავთანდილ: თავითა: მეტად: კარგითა: კაცი: ორმოცი: ათასი: ჰყავს: ცხენებითა: ვარგითა: მივლენ: სამნივე: გულითა: ერთმანერთისა: მარგითა:

1551. სამ: თვე: ვლეს: ღთ~ნ: მათებრ: სხვა: ნურა: ნუ: დაბადოსა: მოეგებნიან: მტერობა: ვერავინ: დაიქადოსა: მინდორსა: შიგან: სადილად: გარდაჴდეს: უდელადოსა: ვითა: მართებდათ: პურობდეს: ღვინოსა: სმიდეს: არ: დოსა:

ტარიელისაგან ინდოთა მეფისა სიკვდილის ცნობა:

1552. ქედსა: ზედა: გარდამოდგა: მეტად: დიდი: ქარავანი: კაცები: და: საჴედრები: ერთობ: იყო: შაოსანი: გარეშემო: მოეკვეცნეს: უკანამო: დალალანი: მეფე: ბრძანებს: მოასხითო: ჩვენ: დავჰყოვნოთ: აქა: ხანი:

1553. მოასხნეს: იგი: ვაჭარნი: და: მათი: უხუცესია: უბრძანა: ვინ: ხართ: შავითა: რად: ტანნი: შეგიბლესია: მათ: მოახსენეს: სით: მოვალთ: იქ: ასრე: დანაწესია: ინდოეთს: ნისრით: მოსრულთა: გუივლია: გზა: უგრძესია:

1554. გაეხარნეს: მათ: ვაჭართა: ჰინდოეთით: მომავლობა: მაგრა: თავი: უმეცარ: ყუეს: არა: მისცეს: ყოლა: გრძნობა: უცხოურად: ეუბნების: მათ: ვერა: ცნეს: მათი: ცნობა: არ: ესმოდა: ჰინდოური: არაბულად: ქნეს: უბნობა:

1555. უბრძანეს: გუითხარ: ვაჭარნო: ამბავი: ინდოეთისა: მათ: ჰკადრეს: ზეცით: მოსრულა: ინდოეთს: რისხვა: ზეცისა: დიდსა: და: წურილსა: ყუელასა: ცრემლი: სდის: მსგავსი: წუეთისა: მუნ: შიგან: მყოფსა: ბრძენსაცა: ცნობა: აქვს: ვითა: შეთისა:

1556. თვით: მათვე: მათსა: ამბავსა: უამბობს: არის: წყლიანი: ფარსადან: მეფე: ინდოთა: იყო: ჴელმწიფე: სვიანი: მას: ესვა: ქალი: მნათობი: მზისაცა: უფრო: მზიანი: კბილ: მარგალიტი: ტან: ალვა: ღაწუ: ბადახშ: ყორან: თმიანი:

1557. მას: ქალსა: და: ამირბარსა: ერთმანერთი: შეუყვარდა: ამირბარმან: სიძე: მოკლა: ჴმა: მეფესა: დაუვარდა: იგი: ქალი: პატარაი: მამის: დასა: გაეზარდა: ბუქთა: მისგან: მონაქროლთა: ჰინდოეთი: გარდაჰქარდა:

1558. მამიდაი: ქაჯი: იყო: გრძნეულობა: იცის: კარგა: მით: შემართა: საშინელი: მზე: ჴმელეთსა: დაუკარგა: თუითცა: მოკუდა: უბედური: მართ: საცოცხლოდ: არას: ვარგა: იგი: ქალი: დაიკარგა: ალვა: მორჩი: სხუაგან: დარგა:

1559. ცნა: ამირბარმან: წავიდა: ლომი: მის: მზისა: მძებნელად: იგიც: წაჴდა: ინდოეთს: გაჴდა: მთუარე: და: მზე: ბნელად: ორნივე: წაჴდეს: პოვნაღა: მათი: არს: აწ: საგებნელად: მეფემან: ბრძანა: ჰე: ღ~თო: რად: ცეცხლსა: მომიდებ: ნელად:

1560. მეფე: გაშმაგდა: მათისა: უღონოქმნილი: ძებნისა: შავად: შეიცვალა: ინდოეთს: ჴმა: წინწილისა: ებნისა: ცოტასა: ხანსა: გავესძლო: დება: სახმილთა: გზნებისა: აწ: თვითცა: მოკუდა: შეექნა: ბოლო: სრისა: და: ტკებნისა:

1561. რა: ვაჭარმან: ესე: სიტყუა: თქუა: საქმენი: გააკვლადნა: ქალმან: დიდნი: დაიკივლნა: ფიცხლა: თავსა: მოიჴადნა: ტარიელცა: დაიზახნა: დაფარულნი: გააცხადნა: ნარგისთაგან: ნაწუიმარი: ღვარი: ადგა: თოვლი: გადნა: