... (Q-261), XVII ს.

1504. მეფე: კოცნასა: ლამობდა: აღარა: ცრემლნი: სდენიან: ავთანდილ: ფერჴთა: ეხუევის: შუქნი: ქუე: დაუფენიან: უბრძანა: ადეგ: ნუ: ირცხვი: შენ: ზნენი: გამოგჩენიან: რადგან: მერჩიო: ნუ: მერცხუი: გაე: რასაღა: გრცხუენიან:

1505. მოეხუია: გარდაჰკოცნა: მან: პირისა: არემარე: დამივსეო: ცეცხლი: ცხელი: მაგრა: წყალი: არე: მარე: ვინ: გიშერი: დააჯოგა: და: წამწმისა: არემა: რე: გვალე: შეგყრი: ლომო: მზესა: თავი: მისკენ: არე: მარე:

1506. მეფე: ყელსა: ეხუეოდა: მას: ლომსა: და: ვითა: გმირსა: ახლოს: უზის: ეუბნების: აკოცებს: და: უჭურეტს: პირსა: იგი: მზეა: ჴელმწიფობა: ასრე: მიხვდა: ვითა: ღირსა: მაშინ: ლხინი: ამო: არის: რა: გარდიჴდის: კაცი: ჭირსა:

1507. ყმა: მეფესა: მოახსენებს: მიკვირს: სხვასა: რად: რას: ბრძანებ: რად: არ: გინდა: ნახუა: მზისა: ანუ: რადღა: აგვიანებ: მიეგებვი: მხიარული: სახლსა: თქუენსა: მოიყვანებ: შემოიმოს: შუქთა: მისთა: ნათლად: გარე: მოივანებ:

1508. ტარიელსცა: მოახსენა: შესხდეს: ქალსა: მიეგებნეს: მათ: სამთავე: გოლიათთა: მზისა: ფერად: ღაწვნი: ღებნეს: მიხუდეს: მათსა: საწადელსა: იგი: პოვეს: რაცა: ძებნეს: ჴელი: ჴადეს: ჴმალთა: მათთა: არა: ცუდად: წელთა: ებნეს:

1509. მეფემან: ქალს: უსალამა: მან: შორით: გარდახდომილმან: დაუყუნა: თვალნი: ელვამან: მისთა: ღაწვთაგან: კრთომილმან: გამოეგება: აკოცა: კუბოსა: შიგან: მჯდომილმან: დაუწყო: ქება: მეფემან: თვით: ვერას: ვერ: მიხვდომილმან:

1510. ეტყუის: მზეო: ვითა: გაქო: ნათელო: და: დარიანო: შენთვის: ჴელნი: გონებანი: არა: ცუდად: არიანო: მზიანო: და: მთვარიანო: ეტლად: რაო: და: რიანო: თქუენ: საჭურეტლად: აღარ: მინდით: არ: ვარდნო: და: არ: იანო:

1511. გაჰკუირდეს: ყოვლნი: მხედველნი: მისთა: ელვათა: ფენასა: ვით: მზემან: დაყუნა: მჭვრეტელთა: თვალნი: ნათლისა: ჩენასა: სითცა: გამოჩნდის: იქმოდეს: ჯარნი: მუნითკენ: რბენასა: მისგან: დამწვარნი: მისცნიან: გულნი: ჭვრეტითა: ლხენასა

1512. შინა: წავიდეს: ყველანი: შინა: თავისა: მარებად: ჰქონდეს: შვიდნივე: მნათობნი: მის: მზისა: დასადარებად: არ: მიიხდომვის: სიტურფე: არს: მათგან: მიუხუდარებად: ადრე: მივიდეს: მეფისა: სახლად: სამყოფად: არებად:

1513. შევიდეს: ნახეს: თინათინ: მჭურეტთა: მიმცემი: ჭირისა: სკიპტროსან: გვირგვინოსანსა: შვენოდა: ცმა: პორფირისა: მისრულთა: პირსა: შეადგა: ელვა: მისისა: პირისა: შევიდა: მეფე: ინდოთა: იგი: მზე: მგზავსი: გმირისა:

1514. ტარიელ: და: ცოლმან: მისმან: ქალსა: მდაბლად: უსალამეს: მოეგება: აკოცეს: და: საუბარი: დააამეს: იგი: სახლი: გაანათლეს: არ: ნათელი: შეაღამეს: ბროლ: ბალახში: გააღაწვეს: და: გიშერი: აწამწამეს:

1515. თინათინ: ტახტსა: აწუივა: ზედან: მეფეთა: ზეთასა: ტარიელ: უთხრა: შენ: დაჯე: სწადიან: ბრჭესა: ბრჭეთასა: დღეს: ტახტი: შენი: შენ: გმართებს: მეტად: ყოველთა: დღეთასა: მე: ლომი: ლომთა: დაგისვამ: გვერდსა: შენ: მზესა: მზეთასა:

1516. ორთავე: ჴელი: მოჰკიდეს: და: დასვეს: ტახტსა: თავისსა: გვერდსა: დაუსვეს: ავთანდილ: სურვილსა: მოეკლა: ვისსა: უნახავსა: და: ნახულსა: სჯობს: ყოვლსა: სანახავისსა: ნუ: ეჭუთ: მიჯნურად: მათებრსა: ნუმცა: თუ: რამინს: და: ვისსა:

1517. ქალსა: შესწბა: გაუკუირდა: ავთანდილის: გვერდსა: ჯდომა: ფერი: ჰკრთა: და: გაუფიცხა: შე: და: გამო: გულმან: კრთომა: მეფე: ეტყუის: შვილო: ჩემგან: გაქუს: სირცხუილი: თუ: რა: ზომა: ბრძენთა: უთქუამს: სიყუარული: ბოლოდ: მისი: არ: წახდომა:

1518. აწ: შვილო: ღ~თნ: თქუენ: მოგცეს: ათას: წელ: დღეთა: გრძელობა: სვე: სვიანობა: დიდობა: კულა: ჭირთა: გარდუხდელობა: ცამცა: ნუ: შეგცვლის: მოგხვდების: თვით: მისებრ: შეუცვლელობა: თქუენის: ჴელითა: მეღირსოს: მიწათა: შემომყრელობა:

1519. მართ: მეფემან: სპათა: ბრძანა: ავთანდილის: თაყუანება: ესეაო: მეფე: თქუენი: ასრე: იქნა: ღ~თისა: ნება: დღეს: ამას: აქუს: ტახტი: ჩემი: მე: სიბერე: ვითა: სნება: ჩემად: სწორად: მსახურებდით: დაიჭირეთ: ჩემი: ცნება:

1520. ლაშქარნი: და: დიდებულნი: დადრკეს: მდაბლად: ეთაყუანნეს: მოახსენეს: მიწად: ვექმენით: ვინცა: მიწად: მიგვიყვანნეს: მორჩილქმნილნი: დაგუადიდნეს: ურჩნი: მკუდართა: დაგვაგვანნეს: მტერთა: მკლავნი: შეაძუტნეს: გულნი: ჩვენნი: აგულვანნეს:

1521. ტარიელცა: უთხრა: ქებით: იმედისა: გათავება: ქალსა: ეტყუის: შემიყრიხართ: აღარა: გწვავს: ცეცხლთა: დება: ქმარი: შენი: ძმა: ჩემია: მწადს: ეგრევე: თქუენი: დება: ორგულთა: და: შემცილეთა: შენთა: მე: ვქნა: გაფლიდება:

ქორწილი ავთანდილისა და თინათინისა:

1522. მას: დღე: ავთანდილ: ჴელმწიფედ: ზის: და: ჴელმწიფე: ზენია: მასთანა: მჯდომსა: ტარიელს: შვენიან: სინაზენია: ნესტანჯარ: ახლავს: თინათინს: ვინ: მჭურეტთა: ამაზრზენია: ჰგავს: თუ: ცა: მოდრკა: ქუეყანად: შეყრილან: ორნი: მზენია: