... (Q-261), XVII ს.

1407. ქალი: ფატმანს: ეხვეოდა: ტკბილად: იტყუის: არ: გამწყრალი: ღ~თნ: გული: გამინათლა: გახეთქილი: გაცამწკრალი: აწ: აგრე: ვარ: გავსებული: წინას: ვიყავ: ვითა: მცხრალი: მზემან: შუქნი: შემომადგნა: ვარდი: ვით: ვჩან: არდამზრალი:

1408. ზღვათა: მეფე: გარდაიხდის: მუნ: ქორწილსა: მეტად: დიდსა: ქაჯეთიცა: დაუმადლა: არ: გაუშვა: დღესა: შვიდსა: უხვად: გასცემს: საბოძვარსა: საჭურჭლესა: ანაკიდსა: პერპერასა: დაპანტულსა: ზედან: სცვეთენ: ვითა: ჴიდსა:

1409. მუნ: იდვის: გორი: ლარისა: სტავრისა: და: ატლასისა: ტარიელს: უძღუნა: გუირგუინი: ვერ: დანადები: ფასისა: იაგუნდისა: მრთელისა: ყვითლისა: მეტად: ხასისა: კულა: ერთი: ტახტი: ოქროსი: წითლისა: მართ: ახლითა:

1410. ნესტანდარეჯანს: ყაბაჩა: უძღუნა: შემკული: თვალითა: იაგუნდითა: წითლითა: ბადახშითა: და: ლალითა: დასხდეს: ორნივე: ქალყმანი: პირითა: ელვა: მკრთალითა: მათნი: მჭურეტელნი: დაიწვნეს: ცეცხლითა: მართ: ახალითა:

1411. ავთანდილს: და: ფრიდონს: უძღუნა: უსაზომო: დიდი: ძღვენი: ძვირფასისა: უნაგირი: უკეთესი: თვითო: ცხენი: თვითო: კაბა: თვალიანი: უცხო: ფერთა: შუქთა: მფენი: მოახსენეს: მადლი: რა: ვქნათ: სვიანმცაა: დავლა: თქვენი:

1412. ტარიელ: მადლსა: გარდიჴდის: ტურფა: სიტყუითა: ენითა: დიდად: ვიამე: მეფეო: პირველ: ნახვითა: თქუენითა: მერმე: აგუავსენ: მრავლითა: ტურფა: ფერითა: ძღვენითა: ვიცი: შორი: შორ: არ: ჩავლა: ჩუენ: თქუენი: კარგად: ვქენითა:

1413. ზღვათა: მეფე: მოახსენებს: ჴელმწიფეო: ლომო: ქუელო: მოახლეთა: სიცოცხლეო: ვერ: მჭურეტელთა: შორით: მკლუელო: მგზავსი: თქუენი: რამცა: მეძღვნა: შვენიერო: სანახველო: რა: მოგშორდე: რა: მერგების: საჭურეტელად: სასურველო:

1414. ტარელ: ფატმანს: უბრძანა: მე: თავი: შენი: მიდია: დავ: ვალი: შენი: ჩემზედა: გარდაუხდელი: დიდია: აწ: რაცა: ქაჯთა: საჭურჭლე: ქაჯეთით: ამიკიდია: მამიცემია: წაიღე: არ: კიდე: მომიყიდია:

1415. ფატმან: ხათუნ: თაყვანისსცა: ჰკადრებს: მადლსა: მეტის: მეტსა: მემეფეო: შენი: ნახვა: მიდებს: ცეცხლსა: დაუშრეტსა: რა: მოგშორდე: რა: ვიქნები: მე: დამაგდებ: ვითა: რეტსა: ახ: ნეტარძი: მოახლეთა: ვაგლახ: თქუენსა: ვერა: მჭურეტსა:

1416. ზღვათა: მეფესა: ეტყუიან: ორნივე: შუქთა: მაფენი: კბილნი: ბროლნი: და: ბაგენი: სადაფთა: მოსადაფენი: უშენოდ: მყოფსა: არ: გვინდა: ნიშანნი: საჩანგდაფენი: მაგრა: გაგვიშვენ: ჟამია: წავიდეთ: ვართ: მოსწრაფენი:

1417. შენ: იყავ: ჩვენი: მშობელი: და: ჩვენგან: საესავიო: მაგრამ: ამასცა: ვიაჯით: გვიბოძო: ერთი: ნავიო: მეფემან: ბრძანა: არა: მშურს: სამიწოდ: თქუენად: თავიო: რადგან: ისწრაფი: რა: გკადრო: წა: გიწინამძღვრდეს: მკლავიო:

1418. მეფემან: ნავი: ხომალდი: მოჰკაზმა: ზღვისა: კიდესა: გამოემართა: ტარიელ: გამყრელნი: ცრემლსა: ღვრიდესა: თავსა: იცემდეს: იგლეჯდეს: თმაწუერსა: გაიყრიდესა: ფატმანის: ცრემლთა: შედენით: თვით: ზღვაცა: გაადიდესა:

ტარიელისაგან ზღვათა მეფის გაყრა და ფრიდონისას მისვლა:

1419. გამოვლნეს: ზღვანი: სამთავე: ერთგან: ძმად: შენაფიცართა: კულავ: ამტკიცებდეს: სიტყუათა: მათ: პირველ: დანამტკიცართა: შვენის: მღერა: და: სიცილი: მათ: მისთა: არუვიცართა: ბაგეთათ: შუქი: შეადგის: ზედან: ბროლისა: ფიცართა:

1420. მუნით: კაცი: ასმათს: თანა: მათ: გაგზავნეს: მახარობლად: კულა: ფრიდონის: თავადთასა: ნაომართა: მათთა: მთხრობლად: მანდა: მოვა: მოიმაღლებს: მზე: მნათობთა: მამაგრობლად: ჩუენ: დაზრაულნი: აქანამდის: აწ: გავხედით: დაუზრობლად:

1421. იგი: მზე: შესვეს: კუბოსა: იარეს: გზა: ზღუის: პირისა: მიყმაწვილობდეს: უხარის: მათ: გარდახდომა: ჭირისა: მივიდეს: სადა: ქუეყანა: იყო: ნურადინ: გმირისა: მოეგებნიან: ისმოდის: ჴმა: სიმღერისა: ხშირისა:

1422. მუნ: მიეგება: ყოველი: ფრიდონის: დიდებულები: ასმათი: სავსე: ლხინითა: ყოლ: აღარ: აჩნდა: წყლულები: ნესტანდარიჯს: მოიჭდნვა: რომე: ვერ: გაჰყრის: ცულები: აწ: გაუსრულა: ყოველი: მან: მისი: ნაერთგულები:

1423. ნესტანდარეჯან: ეხვევის: პირსა: აკოცებს: პირითა: უბრძანა: ჩემო: ვაგლახ: მე: შენცა: აგავსე: ჭირითა: აწ: ღ~თნ: მოგუცა: წყალობა: ვცან: მისი: არსიძვირითა: მე: გულსა: შენსა: ეზომსა: არ: ვიცი: გარდვიხდი: რითა:

1424. ასმათ: ჰკადრა: მადლი: ღ~თსა: ვარდნი: ვნახენ: არდაზრულნი: ბოლოდ: ასრე: გააცხადნა: გონებამან: დაფარულნი: სიკუდილიცა: სიცოცხლედ: მჩანს: ოდეს: გნახენ: მხიარულნი: სჯობან: ყოვლთა: მოყუარულთა: პატრონყმანი: მოყუარულნი:

1425. დიდებულთა: თაყუანისსცეს: მოახსენეს: დიდი: ქება: რომე: ღ~თნ: გაგვახარნა: კურთხეულა: მისი: ღმრთება: ჩვენ: გვიჩვენნა: პირი: თქვენი: აღარა: გვწვავს: ცეცხლთა: დება: წყლულსა: მისგან: დაკოდილსა: მასვე: ძალუც: განკურნება: