ვეფხის - ტყაოსანი (Q-799), XIX ს.

1484. ტარიელ კაცი გაგზავნა წინაშე როსტან მეფესა჻ შესთვალა გკადრებ მეფეო სურვილთა სიიეფესა჻ მე მოვალ მეფე ინდოთა დარბაზსა თქუენსა სეფესა჻ გიჩვენებ ვარდსა კოკობსა უფრჭკუელ მოუკრეფელსა჻

1485. მაშინ თქვენ ჩემი გეწყინა ნახვა მიწისა შენისა჻ ცდა შეპყრობისა ავი ქენ შემოტევება ცხენისა჻ მე შენთა სპათა ვაჩვენე ნიშანი რამე წყენისა჻ დავხოცე მონა მრავალი მსახურნი სრისა თქუენისა჻

1486. აწ ამად მოვალ წინაშე დავყარენ ჩემნი გზანია჻ შემინდოთ რაცა შეგცოდეთ ქნეთ გაწყრომისა კმანია჻ ძღვენი არა გვაქვს გმოწმობენ ფრიდონ და მისნი ყმანია჻ ოდენ ძღვნად თქუენი ავთანდილ მე თქუენთვის მამიტანია჻

1487. რა მიუვიდა მეფესა მახარობელი ჟამისა჻ ვით გაეხარნეს ვერ იტყვის ენა ერთისა წამისა჻ თინათინს ღაწვთა ემატა ელვა შუქისა სამისა჻ ბროლსა და ლალსა აშვენებს მუნ ჩრდილი წარბ წამწამისა჻

1488. ტაბლაკსა კრეს და გაისმა სიცილი თქართქარებისა჻ ლაშქარნი რბოდეს მი და მო ქნა სწადდა მათკენ რბენისა჻ დაიწყეს მოსხმა ცხენისა მოღება უნაგრებისა჻ შესხდა სიმრავლე მოყმისა მკლავ ფიცხელ გულ მაგრებისა჻

1489. მეფე შეჯდა გაეგებნეს თავადნი და სრულად სპანი჻ ვისცა ესმის მოვიდიან მას წინაშე სხვაგნით სხვანი჻ ყველაკაი ღ~თსა მადლობს გაამაღლნეს მათნი ჴმანი჻ თქვეს ბოროტსა უმყოფოა კეთილნია შენთვის მზანი჻

1490. რა ერთმანერთი აუჩნდა მისაგებ მოსაგებავი჻ ავთანდილ ეტყვის ტარიელს სიტყვათა დანაზებავთა჻ აიგერა ხედავთ მინდორთა მტვერითა შენაღებავთა჻ ამად მედების სახმილი გულსა ეცხება ებავთა჻

1491. ისია ჩემი გამზრდელი და თქვენდა მოგებებულა჻ იქი ვერ მივალ მრცხვენიან გულსა სახმილი დებულა჻ ჩემად არაკად სულდგმული კაცი არ გაწბილებულა჻ რასაცა მიზამთ თქვენ იცით ფრიდონ თქვენადვე ხლებულა჻

1492. ტარიელ უთხრა კარგსა იქ შენ პატრონისა კრძალვასა჻ აწ დადეგ იქი ნუ მოხვალ იქმცა უჩემოდ ხალვასა჻ მე მივალ უთხრობ მეფესა შენგან თავისა მალვასა჻ ვეჭვ ღ~თითა ადრე შეგყარო მზესა მას ტანად ალვასა჻

1493. მუნ დადგა ლომი ავთანდილ დაიდგა მცირე კარავი჻ ნესტან დარეჯან მუნვე დგას იგია მჭვრეტთა მზარავი჻ მისთა წამწამთა ნიავი ქრის ვითა ქარი არავი჻ წავიდა მეფე ინდოთა მისრული მიუპარავი჻

1494. ტარიელცა თაყუანისცა მივა კოცნად სასალამოდ჻ მეფე ყელსა აკოცებდა მართ ბაგისა დასაამოდ჻ გაკვირვებით ეუბნების არის მისგან სათამამოდ჻ შენ მზე ხარო შენი გაყრა არის დღისა და საღამოდ჻

1495. გაეკვირვა მეფე მისსა თვალადობა სიტურფესა჻ პირსა უჭვრეტს გაკვირვებით უქებს მკლავთა სიალფესა჻ კვლავ ფრიდონცა უსალამა თაყვანისცა მან მეფესა჻ მას მეფესა ავთანდილის ნახვისათვის მოსწრაფესა჻

1496. მეფე ტარიას ქებასა დაკრთების დაეღონების჻ ტარიელ ეტყვის მეფეო აწ გული შენ გემონების჻ მიკვირს თუ ეგრე სიკეთე თქვენ ჩემი რად გეგონების჻ რადგან ავთანდილ შენია სხვა რად ვინ მოგეწონების჻

1497. ნუ გიკვირს მისი ვერ ნახვა და დაყოვნება ხანისა჻ მოდი და დავსხდეთ მეფეო ამოა კორდი მწვანისა჻ გკადრო მიზეზი მისისა თქვენს წინა ვერ მოტანისა჻ ვიაჯი რასმე მე მართებს მოთხოვა აწ ფარმანისა჻

1498. დასხდეს მეფენი მოადგა გარე სიმრავლე რაზმისა჻ ტარიელს პირსა ციმციმი ადგს უნათლესი ბაზმისა჻ ჭვრეტა ახელებს მჭვრეტელთა ყოფა ქცევისა და ზმისა჻ დაუწყო თხრობა მეფესა სიტყვისა ბრძნად ნაკაზმისა჻

1499. მეფეო თავი მემცრობის მე მისად მოსახსენებლად჻ მაგრამ მოსრული თქვენს წინა ვარ შემამხვეწლად მქენებლად჻ თვით იგი იაჯს რომელი ჩანს მზეებრ შუქთა მფენელად჻ ვინ არის ჩემად სინათლედ და ჩემად გამათენებლად჻

1500. აწ ამას გკადრებთ ორნივე ხვეწით და შემუდარებით჻ ავთანდილ დამდვა წამალი მისგან თავისა დარებით჻ დავიწყდეს რომე პატიჟნი სჭირდეს ჩვენთანა დარებით჻ არ გაწყენ გრძელი ამბავი არს ჩვენგან მიუმხვდარებით჻

1501. თქვენთა უყვარს ერთმანერთი ქალი მას და იგი ქალსა჻ მით ვიგონებ საბრალოსა მტირალსა და ფერ ნამკრთალსა჻ მუხლ მოყრილი გიაჯები ნუღარ აწვევ იმათ ალსა჻ რომე მისცე ქალი თქვენი მკლავ მაგარსა გულ ფიქალსა჻

1502. ამის მეტსა არას გკადრებ არ მოკლესა არცა გრძელსა჻ ამოიღო ჴელმანდილი მოინასკვა ზედან ყელსა჻ ადგა მუჴლნი დაუყარნა იაჯების ვითა მზრდელსა჻ გაუკვირდა ყოვლსა კაცსა მის ამბისა მამსმენელსა჻

1503. რა ტარიელ მუჴლ მოყრილი ნახა მეფე შეუზარდა჻ შორს უკუდგა თაყვანისცა ქვე მიწამდის დაუარდა჻ მოახსენა ჴელმწიფეო ლხინი ყოვლი გამიქარდა჻ თქვენმან აგრე სიმდაბლემან ნახვა თქუენი ჩამადარდა჻