ვეფხის - ტყაოსანი (Q-799), XIX ს.

1524. აწ შვილნო ღ~თნ თქვენ მოგცეს ათას წელ დღეთა გრძელობა჻ სვე სვიანობა დიდობა კვლავ ჭირთა გარდუხდელობა჻ ცამცა ნუ შეგცვლის მოგხვდების თვით მისებრ შეუცვლელობა჻ თქვენით ხელითა მეღირსოს მიწათა შემომყრელობა჻

1525. მართ მეფემან სპათა ბრძანა ავთანდილის თაყუანება჻ ესეაო მეფე თქვენი ასრე იქმნა ღ~თისა ნება჻ დღეს ამას აქვს ტახტი ჩემი მე სიბერე ვითა სნება჻ ჩემად სწორად მსახურებდით დაიჭირეთ ჩემი მცნება჻

1526. ლაშქარნი და დიდებულნი მოდრკეს მდაბლად ეთაყვანნეს჻ მოახსენეს მიწად ვექმნეთ ვინცა მიწად მიგვიყვანნეს჻ მორჩილ ქმნილნი დაგვადიდნეს ურჩნი მკვდართა დაგვაგვანნეს჻ მტერთა მკლავნი შეაძუნტნეს გულნი ჩვენნი აგულოვნნეს჻

1527. ტარიელც უთხრა ქებითა იმედისა გათავება჻ ქალსა ეტყვის შემიყრიხართ აღარა გწვავს ცეცხლთა დება჻ ქმარი შენი ძმაა ჩემი მწადს აგრევე თქვენი დება჻ ორგულთა და შემცილეთა შენთა მე ვქნა გაფლიდება჻

აქა ქორწილი ავთანდილისა და თინათინისა არაბთ მეფისაგან჻

1528. მას დღე ავთანდილ ჴელმწიფე ზის და ჴელმწიფე ზენია჻ მასთანა მჯდომსა ტარიელს შვენიან სინაზენია჻ ნესტანჯარს ახლავს თინათინს ვინ მჭვრეტთა ამაზრზენია჻ გავს თუ ცა მოდრკა ქვეყანად შეყრილან ოთხნი მზენია჻

1529. დაიწყეს მორთმა პურისა ლაშქართა მის მესავსისა჻ ზროხა და ცხვარი დაკლული არს უმრავლესი ხავსისა჻ შეიქმნა ზღვნობა ძღვენისა მათისა შესამგზავსისა჻ მათ ყოვლთა შუქი ანათობს პირისა მზისა მსგავსისა჻

1530. იაგუნდისა ჯამები იყვის ლალისა ჭიქები჻ კვლავ უცხო ფერთა ჭურჭელთა სხდის უცხო უცხო სიქები჻ მის ქორწილისა მაქები კაცი ბრძენთაგან იქები჻ მჭვრეტელო გულსა ეტყოდი ნუ აეხსნები იქ ები჻

1531. მუტრიბნი მოდგეს ყოველგნით ისმოდის ხმა წინწილისა჻ შეყრით ძეს გორი ოქროთა და ბალახშისა თლილისა჻ მსმელთათვის წყარო ღვინისა ასგან სდის მსგავსი მილისა჻ ბინდით ცისკრამდის სმა იყო გარდაჴდა ჟამი დილისა჻

1532. არა დარჩა უსაბოძვრო არ კოჭლი და არ საპყარი჻ მოდიოდა მარგალიტი მოფანტული მონაყარი჻ გაბედითდა წასაღებლად ატლასი და ოქრო მყარი჻ სამ დღე იყო ინდოთ მეფე ავთანდილის ვით მაყარი჻

1533. ხვალისა მეფე არაბთა კვლავ პურობს არ ღაფალია჻ ტარიელს უთხრა შენი მზე საჭვრეტლად სატურფალია჻ მეფე ხარ ყოვლთა მეფეთა და ეგე დედოფალია჻ ჴამს ყურსა გვეგდოს საყურლად ჩვენ თქვენი ნატერფალია჻

1534. აწ მეფეო არ ეგების ჩვენი სხდომა თქუენად სწორად჻ საჴელმწიფო საჯდომი და სხვა დაუდგა ტახტი შორად჻ [.........] დასხნა ავთანდილ და მისი ცოლი მათად სწორად჻ [...........] ძღვენი ტარიასთვის მოიღიან იდვის გორად჻

1535. [.....] მეფე მასპინძლობს იქს ოდენ მასპინძლობასა჻ ზოგჯერ მათ ახლავს ზოგჯერ მათ არ იხმობს ჴელმწიფობასა჻ გასცემს და უქებს ყველაი უხობა იეფობასა჻ ფრიდონ ზის ახლოს ავთანდილს ჩუეული ვით მეფობასა჻

1536. მეფესა ქმრითურთ პატივი ქონდა ინდოთა ქალისა჻ სიყუარული და ჩუქება ვით სიძისა და სძალისა჻ რომე სძღვნა არა ეგების თქმა არცა ნაათალისა჻ თვითო სკიპტრა და პორფირი და გვირგვინები თვალისა჻

1537. კვლავ უძღვნა ძღვენი ორთავე მზგავსი მათისა ბედისა჻ ათასი თვალი ნაშობი რომანულისა დედისა჻ კვლავ მარგალიტი ათასი მართ ვითა კვერცხი ბატისა჻ ათასი ცხენი ტაიჭი სიდიდით მსგავსი ქედისა჻

1538. ფრიდონს უძღვნა ცხრა ტაბაკი მარგალიტი თავ შედგმული჻ ცხრა ტაიჭი ძვირ ფასისა უნაგრითა შეკაზმული჻ ინდოთ მეფე თაყვანისცემს ლაღი ბრძენი არ მახმული჻ მადლი კადრა ფხიზელურად თუცა იყო ღვინო სმული჻

1539. [...] [....]რძელებდე გარდახდეს დღენი ერთისა თვისანი჻ თამაშობდიან არ იყვნეს ყოლა გაყრანი სმისანი჻ ტარიელს სძღვნიან უცხონი თვალნი ლალისა ქვისანი჻ მათ ყოვლთა მათნი ელვანი ფარვენ მართ ვითა მზისანი჻

1540. ტარიელ გვანდის ვარდსა და იყვის ფიფქისა მთოელად჻ ავთანდილ როსტანს წინაშე გაგზავნა დასათხოველად჻ შესთვალა შენი სიახლე კმა ჩემად ლხინად ყოველად჻ მტერთა აქუს ჩემი სამეფო ვიცი მუნ შიგან მძოველად჻

1541. უცებნი მოსრნის მცოდნელთა ცოდნამან ჴელოვნებამან჻ ვეჭუ მოქცეს თქვენცა დაღრეჯა ჩემმან რასაცა ვნებამან჻ წავიდე ავი არ მიყოს მე აქა დაყოვნებამან჻ ადრე კვლავ ვნახენ მორჭმულნი ინებოს ღ~თისა ნებამან჻

1542. როსტევან კადრა მეფეო რად ხართ რასაცა რიდითა჻ რაცა გიჯობდეს იქმოდით გასჭვრეტდით გაიცდიდითა჻ ავთანდილ თანა წამოგყუეს წადით ლაშქრითა დიდითა჻ თქუენთა მტერთა და ორგულთა დაფრეწდით დაცასჭრიდითა჻