... (Q-261), XVII ს.

1293. ესე: უსტარი: დაწერა: შეკრა: და: წაცახვია: მან: მისცა: ფრიდონის: მონათა: ვარდმან: და: ვითა: იამან: შესთვალა: ზეპირ: რაც: ხამდა: სრულად: მართ: ვითა: ღია: მან: მათ: მარგალიტი: უჩვენის: ძოწისა: კარმან: ღიამან:

1294. მოქარავნეთა: უბრძანა: საქმე: მიც: გითხარ: განაო: კარგად: მომიხდა: მოყუსობა: მე: თქუენი: მესვიანაო: რაცა: გინდოდა: ყუელაი: ვქენ: ღთ~ნ: მაგულვანაო: აწ: აღარა: მცალს: ბადრაგა: სხვა: წაიტანეთ: თანაო:

1295. მონახა: ჰპოა: ავთანდილ: ნავი: მისისა: მხარისა: გამოემართა: იგი: მზე: პირითა: სავსე: მთვარისა: მაგრა: დაგდება: უმძიმდა: ფატმანის: გულმწუხარისა: მისთა: გამყრელთა: ნაკადი: ჩასდის: სისხლისა: ღვარისა:

1296. ფატმან: უსენ: და: მონანი: ტირან: ცრემლითა: ცხელითა: იტყუიან: მზეო: რა: გვიყავ: დაგუწვენ: ცეცხლითა: მწველითა: რად: დაგუაბნელენ: შენისა: მოშორვებისა: ბნელითა: დაცაგუმარხენო: ჴელითა: ჩვენისა: დამმარხველითა:

ავთანდილისაგან გულანშაროთ წასულა ტარიელის შეყრა:

1297. გამოვლნა: ზღვანი: ავთანდილ: მგზავრითა: რითმე: ნავითა: პირმხიარული: აცორვებს: მართ: ოდენ: მარტო: თავითა: მას: შეყრა: ტარიელისი: უხარის: მით: ამბავითა: ჴელ: განმპყრობილი: გულითა: არს: ღ~თისა: საესავითა:

1298. მოწურვილ: იყო: ზაფხული: ქუეყნით: ამოსლვა: მწუანისა: ვარდის: ფურცლობის: ნიშანი: დრო: მათის: პაემანისა: ეტლის: ცვალება: მზისაგან: შეჯდომა: საროსტანისა: სულთქნა: რა: ნახის: ყუავილი: მან: უნახავმან: ხანისა:

1299. აგრგუინდა: ცა: და: ღრუბელნი: ცროდეს: ბროლისა: ცვარითა: ვარდთა: აკოცა: ბაგითა: მითვე: ვარდისა: დარითა: უბრძანა: გიჭურეტ: თვალითა: გულტკბილად: შემხედვარითა: მისად: სანაცვლოდ: მოვილხენ: თქუენთანა: საუბარითა:

1300. რა: მოეგონის: მოყვარე: სდინდიან: ცრემლნი: მწარენი: ტარიელისკენ: იარნა: მან: გზანი: საწყინარენი: უდაბურნი: და: უგზონი: უცხონი: რამე: არენი: სადაცა: ნახის: დაჴოცის: ლომ: ვეფხნი: მოშამბნარენი:

1301. ქუაბნი: გამოჩნდეს: იამა: იცნა: თქუა: იგი: კლდენია: სადაცა: ჩემი: მოყვარე: და: ვისთვის: ცრემლი: მდენია: ღირს: ვარმცა: ვნახო: პირისპირ: უამბო: რაცა: მსმენია: არ: მოსრულ: იყოს: რაღა: ვქნა: ცუდ: ჩემი: განავლენია:

1302. თუ: მოსრულა: უღონიოდ: შინა: ხანსა: არ: დაზმიდა: მინდორს: სადმე: წავიდოდა: მჴეცისაებრ: ველთა: ვლიდა: სჯობს: თუ: შამბშამბ: წავიარო: იგონებდა: იხედვიდა: ესე: თქუა: და: მიუქცია: მინდორთაკე: წამოვიდა:

1303. მიაცურვებს: და: იმღერის: მხიარულითა: გულითა: მართ: სახელდებით: უყივის: ჴმითა: მით: სიხარულითა: ცოტაი: წავლო: გამოჩნდა: მზე: სინათლითა: სრულითა: შამბისა: პირსა: ტარიელ: დგას: ჴმლითა: მომახულითა:

1304. ტარიელს: ლომი: მოეკლა: მით: ჴმალსა: სისხლი: სცხებოდა: შამბისა: პირსა: ქუეითი: დგა: ცხენი: არა: ხლებოდა: ყივილი: ავთანდილისა: ესმოდა: ეოცებოდა: შეხედნა: იცნა: გაიქცა: მისკენ: მირბოდა: ხლტებოდა:

1305. ჴმალი: გასტყორცა: ტარიელ: მიმართა: მისსა: ძმობილსა: ყმა: ცხენისაგან: გარდიჭრა: ჰგვანდა: ეტლისა: სწრობილსა: მათ: ერთმანერთსა: აკოცეს: ჰგვანან: ყელ: გარდაჭდობილსა: ჴმა: შაქრის: ფერად: გაუჴდა: ვარდსა: ხშირ: ხშირად: პობილსა:

1306. ტარიელ: მოთქუა: ტირილით: სიტყუა: ნატიფი: მჭევრები: სისხლისა: ღვარმან: შეღება: წითლად: გიშრისა: ტევრები: ალვისა: წყარო: ცრემლისა: მორწყავს: ნაკადი: ბევრები: რადგან: შენ: გნახე: რა: მგამა: პატიჟი: მჭირდეს: ბევრები:

1307. ტარიელ: ტირს: და: ავთანდილ: სიცილით: ეუბნებოდა: გაღიმდის: ძოწი: გააპის: კბილთაგან: ელვა: ჰკრთებოდა: ეტყოდა: ვცანო: ამბავი: შენ: რომე: გიამებოდა: აწ: გაახლდების: ყუავილი: ვარდი: აქამდის: ჭკნებოდა:

1308. ტარიელ: უთხრა: ჰე: ძმაო: კმა: არს: დღეს: რაცა: მლხენია: ყოველი: ჩემი: სალხინო: მინახავს: ნახვა: შენია: სხვად: ნუ: ყოს: ღთ~ნ: წამალი: არცა: რა: მოგისმენია: კაცმანმცა: სოფელს: ვით: პოვა: რაცა: რა: საქმე: ზენია:

1309. რა: ტარიელ: არ: შესჯერდა: ავთანდილცა: არ: დასწყნარდა: მის: ამბისა: დაყოვნება: ვეღარ: გასძლო: აუჩქარდა: გამოიღო: რიდე: მისი: ვინ: ბაგეთა: ვარდი: ვარდა: რა: ტარიელ: ნახა: იცნა: გამოუღო: შემოვარდა:

1310. წიგნი: და: კიდე: რიდისა: იცნა: და: გაცაშალა: მან: პირსა: დაიდვა: დაეცა: ვარდმან: ფერითა: მკრთალამან: სულნი: გაიქცნეს: მოდრიკა: თავი: გიშრისა: ტალამან: მისნი: ვერ: გასძლნეს: პატიჟნი: ვერ: კაენ: ვერცა: სალამან:

1311. ავთანდილ: უჭურეტს: ტარიელს: უსულოდ: ქუემდებარესა: შეჰფრინდა: შუელად: მიმართა: მას: ტკბილად: მოუბარესა: ვერა: ვერ: არგო: დამწუარსა: სრულად: ცეცხლნადებარესა: მისთა: ნიშანთა: სიცოცხლე: მათ: მისი: მიებარესა: