... (Q-261), XVII ს.

1177. ღ~თნ: ქნას: შინა: მოვიდეს: ძე: ჩემი: გამარჯვებული: მე: დავახვედრო: ისი: მზე: დამისთვის: დამზადებული: მან: ათქუმევინოს: ნუთუ: რა: ჩვენცა: ვცნათ: გაცხადებული: მუნამდის: მთვარე: შუქკრთომით: ჯდეს: მზისა: მოშორვებული:

1178. ჴელმწიფისა: შვილსა: გითხრობ: კარგსა: ყმასა: გულოვანსა: უებროსა: ზნედ: და: თვალად: შვენიერსა: პირსა: ტანსა: მაშინ: ლაშქარს: წასრულ: იყო: მუნ: დაჰყოფდა: დიდსა: ხანსა: მამა: მისთვის: ამზადებდა: მას: მნათობთა: დასაგვანსა:

1179. მოიღეს: ტანსა: ჩააცვეს: შესამოსელი: ქალისა: მას: ზედა: შუქი: მრავალი: ჩნდა: მნათობისა: თვალისა: მუნ: ვარდსა: ფერი: აშვენებს: ბროლისა: გამჭვირვალისა: დაადგეს: თავსა: გუირგუინი: ერთობილისა: ლალისა:

1180. მეფემან: ბრძანა: მოჰკაზმეთ: საწოლი: უფლისწულისა: დაუდგეს: ტახტი: ოქროსა: წითლისა: მაღრიბულისა: ადგა: თვით: დიდი: ჴელმწიფე: პატრონი: სრისა: სრულისა: მას: ზედა: დასვეს: იგი: მზე: ლხინი: მჭვრეტელთა: გულისა:

1181. უბრძანა: ცხრათა: ხადუმთა: დადგომლად: მცველად: კარისად: ჴელმწიფე: დაჯდა: ნადიმად: მგზავსად: მათისა: გვარისად: უბოძა: უსენს: უზომო: მუქფად: მის: მზის: დარისად: სცემდეს: ბუკსა: და: ტაბლაკსა: მოსამატებლად: ზარისად:

1182. გააგრძელეს: ნადიმობა: სმა: შეიქნა: მეტად: გრძელი: ქალი: პირმზე: ბედსა: სწყევლის: რა: ბედი: მიც: ჩემი: მკულელი: სადაური: სად: მოსულ: ვარ: ვის: მივხვდები: ვისთვის: ხელი: რა: ვჰქნა: რა: ვყო: რა: მერგების: სიცოცხლე: მჭირს: მეტად: ძნელი:

1183. კულაც: ვიტყუის: ნუ: დავაჭკნობ: შვენებასა: ვარდთა: ფერსა: ვეცადო: რას: ნუთუ: ღ~თნ: მომარიოს: ჩემსა: მტერსა: სიკუდილამდის: ვის: მოუკლავს: თავი: კაცსა: მეცნიერსა: მაშინ: უნდან: გონებანი: რა: მისჭირდეს: გონიერსა:

1184. ხადუმნი: უჴმნა: უბრძანა: ისმინეთ: მოდით: ცნობასა: მოღორებულხართ: დამცდარხართ: თქუენ: ჩემსა: პატრონობასა: დამცდარა: თქუენი: ჴელმწიფე: ჩემსა: თუ: ლამის: სძლობასა: ჩემთვის: ბუკსა: და: ტაბლაკსა: ცუდად: გლახ: იცემს: ნობასა:

1185. არ: ვარგ: ვარ: თქუენად: დედოფლად: ჩემი: გზა: კიდეგანია: სხვასა: არად: გნუკეთ: საქმესა: ჩემნი: საქმენი: სხვანია: მაშოროს: ღმერთმან: მამაცი: პირად: მზე: სარო: ტანია: თქუენთანა: ჩემი: სიცოცხლე: არ: ჩემი: შესაგვანია:

1186. უცილოდ: თავსა: მოვიკლავ: გულსა: დავიცემ: დანასა: თქუენ: დაგჴოცს: თქუენი: პატრონი: სოფელს: ვერ: დაჰყოფთ: ხანასა: ესე: სჯობს: მოგცე: საჭურჭლე: მძიმე: მარტყია: ტანასა: მე: გამაპარეთ: გამიშვით: თუარა: დავიწყებთ: ნანასა:

1187. შემოიხსნა: მარგალიტი: შემოერტყა: რაცა: თვალი: მოიხადა: გვირგვინიცა: გამჭვირვალი: ერთობ: ლალი: მისცა: უთხრა: გამომიღეთ: გეაჯები: გულმხურვალი: მე: გამიშვით: ღმერთსა: თქუენსა: მიავალეთ: თქუენი: ვალი:

1188. მონათა: მიხუდა: სიხარბე: მის: საჭურჭლისა: მძიმისა: დავიწყდა: შიში: მეფისა: ვითა: ერთისა: გზირისა: გამოპარება: დაასკუნეს: მის: უებროსა: პირისა: ნახეთ: თუ: ოქრო: რასა: იქს: კუერთხი: ეშმაკთა: ძირისა:

1189. რა: ოქრო: მისთა: მოყუასთა: აროდეს: მისცემს: ლხენასა: დღე: სიკუდილამდის: სიხარბე: შეაქნევს: კბილთა: ღრჭენასა: შეზდის: და: გაზდის: აკლია: ემდურვის: ეტლთა: რბენასა: კულა: აქა: სულსა: დააბამს: დაუშლის: აღმაფრენასა:

1190. რა: ხადუმთა: აუსრულეს: საქმე: მისი: საწადელი: ერთმან: ტანსა: აიხადა: მისცა: მისი: ჩასაცმელი: სხვანი: კარნი: გამოარნეს: იჯარვოდა: დარბაზს: მსმელი: დარჩა: მთვარე: გავსებული: გუელისაგან: ჩასანთქმელი:

1191. მონანიცა: გარდეხუეწნეს: გაიპარნეს: მასვე: თანა: ქალმან: კარსა: დამირეკა: ფატმანობა: ჩემი: ბრძანა: გაველ: ვიცან: მოვეხვიე: გამიკვირდა: მეცა: განა: შინა: ყოლე: არ: შემომყუა: რად: მაწვევო: შემანანა:

1192. მიბრძანა: თავი: ვიყიდე: მოცემულითა: შენითა: მუქაფა: ღმერთმან: შემოგზღოს: მოწყალებითა: ზენითა: ვეღარ: დამმალავ: გამიშვი: ფიცხლად: გამგზავნე: ცხენითა: ვირემდის: სცნობდეს: ჴელმწიფე: კაცთა: მომწევდეს: რბენითა:

1193. შეველ: ფიცხლად: საჯინიბოს: ავხსენ: ცხენი: უკეთესი: შეუკაზმე: ზედა: შევსვი: მხიარული: არ: მომკუნესი: ჰგვანდა: ოდეს: ლომსა: შეჯდეს: მზე: მნათობთა: უკეთესი: წაჴდა: ჩემი: ჭირნახული: ვერ: მოვიმკი: რაცა: ვსთესი:

1194. დღე: წაიყარა: ჴმა: გაჴდა: მოვიდა: მისი: მდევარი: მოიცვეს: შიგან: ქალაქი: შეიქმნა: მოსაწევარი: მე: მკითხეს: ვარქვი: თუ: ჰპოოთ: მუნ: სახლსა: სადა: მე: ვარი: მეფეთა: ვიყო: შემცოდე: და: მათთა: სისხლთა: მზღვევარი:

1195. მონახეს: ვერა: შეიგნეს: შეიქცეს: დაწბილებულნი: მას: აქათ: იგლოვს: ჴელმწიფე: და: ყოვლნი: მისნი: ხლებულნი: დახედენ: დარბაზის: ერთა: შევლენ: ისფრითა: ღებულნი: მზე: მოგვეშორა: მას: აქათ: ჩუენ: ვართ: სინათლე: კლებულნი:

1196. მას: მთუარისა: სადაობა: კულავ: გიამბო: საქმე: კვლაცი: აწ: უწინვე: ესე: გითხრა: რას: მექადდა: ისი: კაცი: მე: გლახ: ვიყავ: მისი: ნეზვი: იგი: იყო: ჩემი: ვაცი: კაცსა: დასურის: უგულობა: და: დიაცსა: ბოზი: ნაცი: