... (Q-261), XVII ს.

1255. თუცა: თუ: შენი: ამბავი: შენ: არა: მომასმენიე: მე: ეგრეცა: ვცან: მართალი: მით: გულსა: შენთვის: ველიე შენთვის: ხელქმნილსა: ტარიელს: ამბითა: მოალხენიე: ორნივე: მიხუდეთ: წადილსა: იგი: ვარდობდეს: შენ: იე:

1256. მოსრულა: შენად: საძებრად: მისი: ძმად: შეფიცებული: ავთანდილ: მოყმე: არაბი: არაბეთს: შიგან: ქებული: სპასპეტი: როსტენ: მეფისა: ვერვისგან: დაწუნებული: შენ: სწერდი: შენსა: ამბავსა: ლაღი: ბრძნად: გაგონებული:

1257. ჩუენ: ამისთვის: ესე: მონა: გამოვგზავნეთ: თქუენსა: წინა: ვცნათ: ამბავი: ქაჯეთისა: მოსრულანცა: ქაჯნი: შინა: მანდაურთა: მეომართა: ანგარიში: ჩვენცა: გვინა: ვინ: არიან: მცველნი: შენნი: ან: თავადი: მათი: ვინა:

1258. რაცა: იცი: მანდაური: მოგუიწერე: გაამჟღავნე: მერმე: შენსა: საყუარელსა: ნიშანი: რა: გაუგზავნე: შენი: ყუელა: აქამდისი: ჭირი: ლხინსა: გაათავნე: ღ~თსა: უნდეს: მოყუარენი: შესაფერნი: შეგაზავნე:

1259. წადი: უსტარო: ისწრაფე: თუ: მუჴლი: ჰქონდეს: მალები: დაგნატრი: მიხვალ: დაგხუდების: ბროლი: სათი: და: ლალები: ბედად: შენ: მჯობ: ხარ: უსტარო: გნახვენ: დამწველის: თვალები: შენს: უკან: ჩემი: სიცოცხლე: თუ: გესმის: არ: გებრალები:

წიგნი ნესტან დარეჯანისა საყვარელსა თანა მიწერილი:

1260. აწ: საყუარელსა: მიუწერს: გულ: ამოსკუნილი: მტირალი: მისმანვე: ცრემლმან: დაუვსის: ვის: ედებოდა: ვის: ალი: დაწერა: წიგნი: მსმენელთა: გულისა: გასაგმირალი: ვარდი: გააპნის: გამოჩნდის: მუნ: ბროლი: გამომჭვირვალი:

1261. ჰე: ჩემო: ესე: უსტარი: არს: ჩემგან: მონაღვაწები: ტანი: კალმად: მაქუს: კალამი: ნაღველსა: ამონაწები: მე: გული: შენი: ქაღალდად: გულსავე: ჩემსა: ვაწები: გულო: შავგულო: დაბმულხარ: ნუ: აეჴსნები: აწ: ები:

1262. ხედავცა: ჩემო: სოფელი: რათა: საქმეთა: მქმნელია: რაზომცა: ნათობს: სინათლე: ჩემთვის: ეგრეცა: ბნელია: ბრძენნი: იცნობენ: სწუნობენ: მით: მათგან: საწუნელია: უშენოდ: ჩემი: სიცოცხლე: ვაიმე: რა: დიდი: ძნელია:

1263. ხედავ: ჩემო: ვით: გაგუყარნა: სოფელმან: და: ჟამმან: კრულმან: ვეღარ: გნახე: საყუარელი: მხიარული: მხიარულმან: ნეტარ: რა: ქნას: უშენომან: გულმან: შენგან: დალახრულმან: გაგიცხადა: დამალული: გონებამან: დაფარულმან:

1264. შენმან: მზემან: აქანამდის: შენ: ცოცხალ: არ: მეგონე: ჩემი: მეთქუა: გარდასრულდა: სიცოცხლე: და: ყოვლი: ღონე: აწ: რა: მესმა: შემოქმედი: ვადიდე: და: ღმერთსა: ვმონე: ჩემი: ყუელა: აქანამდისი: ჭირი: ლხინსა: შევაწონე:

1265. შენი: სიცოცხლე: მეყოფის: ჩემად: იმედად: გულისად: გულისა: ერთობ: წყლულისა: და: ასრე: დადაგულისად: მომიგონებდი: გახსოვდე: მე: შენთვის: დაკარგული: სად: ვზი: მზრდელი: სიყუარულისა: მის: ჩემგან: დანერგულისად:

1266. სხვად: ჩემო: ჩემი: ამბავი: ჩემგან: არ: მოგეწერების: ენა: დაშურების: მოსმენით: არვისგან: დაიჯერების: ფატმან: წამგვარა: გრძნეულთა: ღმერთიმცა: მას: ეტერების: აწ: კულა: ქნა: იგი: სოფელმან: რაცა: მას: შეეფერების:

1267. აწ: სოფელმან: უარესი: ჭირი: ჭირსა: მომისართა: არ: დასჯერდა: ბედი: ჩემი: მას: პატიჟთა: მრავალ: გვართა: კულაცა: მიმცა: შესაპყრობლად: ქაჯთა: ძნელად: საომართა: ბედმან: გუიყო: ყუელაკაი: ჩემო: რაცა: დაგუემართა

1268. ციხეს: ვზი: ეგზომ: მაღალსა: თვალნი: ძლივ: გარდასწვდებიან: გზა: გვირაბითა: შემოვა: მცველნი: მუნ: ზედა: დგებიან: დღისით: და: ღამით: მოყმენი: ნობათსა: არ: დასცდებიან: მათთა: შემბმელთა: დაჰჴოცენ: მართ: ცეცხლად: მოედებიან:

1269. ნუთუ: ესენი: გეგონნეს: სხვათა: მებრძოლთა: წესითა: ნუცა: მე: მამკლავ: ჭირითა: ამისგან: უარესითა: შენ: მკუდარსა: გნახავ: დავიწვი: ვითა: აბედი: კუესითა: მოგშორდი: დამთმე: გულითა: კლდისაცა: უმაგრესითა:

1270. შენ: საყუარელო: ნუ: სჭმუნავ: ჭმუნვითა: ამისთანითა: ჩემი: თქუა: სხვათა: მიხუდების: იგი: ალვისა: ტანითა: არამ: სიცოცხლე: უშენოდ: ვარ: აქამდისცა: ნანითა: ან: თავსა: კლდეთა: ჩავიქცევ: ანუ: მოვიკლავ: დანითა:

1271. შენმან: მზემან: უშენოსა: ვერვის: მიხუდეს: მთვარე: შენი: შენმან: მზემან: ვერვის: მიხვდეს: მოცავიდენ: სამნი: მზენი: აქა: თავსა: გარდავიქცევ: ახლოს: მახლვან: დიდნი: კლდენი: სული: ჩემი: შეივედრე: ზეცით: მამხუდენ: ნუთუ: ფრთენი:

1272. ღ~თსა: შემვედრე: ნუთუ: კულა: დამხსნა: სოფლისა: შრომასა: ცეცხლსა: წყალსა: და: მიწასა: ჰაერთა: თანა: ძრომასა: მომცნეს: ფრთენი: და: აღვფრინდე: მივხუდე: მას: ჩემსა: ნდომასა: დღისით: და: ღამით: ვხედვიდე: მზისა: ელვათა: კრთომასა:

1273. მზე: უშენოდ: ვერ: იქნების: რადგან: შენ: ხარ: მისი: წილი: გაღანამცა: მას: იახელ: მისი: ეტლი: არ: თუ: წბილი: მუნა: გნახო: მანდვე: გსახო: განმინათლო: გული: ჩრდილი: თუ: სიცოცხლე: მწარე: მქონდა: სიკუდილიმცა: მქონდა: ტკბილი: