... (Q-261), XVII ს.

1197. მით: არ: ჯერ: ვარ: ქმარსა: ჩემსა: მჭლე: არის: და: თვალად: ნასი: ისი: კაცი: ჩაშნაგირი: დარბაზს: იყო: მეტად: ხასი: ჩვენ: გვიყვარდა: ერთმანერთი: არ: მაცვია: თუცა: ფლასი: ნეტარძი: ვინ: სისხლი: მისი: შემახურიტა: ერთი: თასი:

1198. ესე: ამბავი: მასთანა: ვთქუი: დიაცურად: ხელურად: ჩემსავე: მოსლვა: მის: მზისა: და: გაპარება: მელურად: გამჟღავნებასა: მექადდა: არ: მოყუარულად: მტერულად: აწ: ისრე: მკუდარსა: ვიგონებ: იშ: თავი: ვიხსენ: მე: რულად:

1199. დამექადის: რაზომჯერცა: წავიკიდნით: თავისწინა: ოდეს: გიჴმე: არ: მეგონა: მე: იმისი: ყოფა: შინა: მოსრულ: იყო: მოსულა: ეთქვა: შენცა: მოხველ: შემეშინა: ამად: გკადრე: ნუ: მოხვალო: მოგაგებე: მონა: წინა:

1200. აღარ: დაბრუნდით: მოხვედით: შუქნი: თქუენ: ჩემთვის: არენით: შეიყარენით: ორნივე: ჩემ: ზედა: დაიჯარენით: ამად: შევშინდი: ღონენი: ვეღარა: მოვაგვარენით: იმას: გლახ: ჩემი: სიკუდილი: გულითა: სწადდა: არ: ენით:

1201. თუმცა: ისი: არ: მოგეკლა: მისრულიყო: დარბაზს: ვითა: შემასმენდა: ჯავრიანი: გული: ედვა: ცეცხლებრ: სწვითა: მეფე: მწყრალი: გარდასწმედდა: სახლსა: ჩემსა: გარდაგვითა: შვილთა: კბილთა: დამაჭმევდა: დამქოლვიდა: მერმე: ქვითა:

1202. მუქაფა: ღთ~ნ: შემოგზღოს: მადლსა: გკადრებდე: მე: რასა რომელმან: დამჴსენ: მშვიდობით: იმა: გველისა: მზერასა: აწ: ამას: იქით: ვნატრიდე: ჩემსა: ეტლსა: და: წერასა: აღარ: ვიშიშვი: სიკუდილისა: აჰა: ქუე: ჩავიჭერ: მე: რასა:

1203. ავთანდილ: უთხრა: ნუ: გეშის: წიგნსაცა: აგრე: სწერია: მოყუარე: მტერი: ყოვლისა: მტრისაგან: უფრო: მტერია: არ: მიენდობის: გულითა: თუ: კაცი: მეცნიერია: ნუღარ: იშიშვი: იმისგან: აწ: იგი: მკუდართა: ფერია:

1204. იგივე: მითხარ: მას: აქათ: ქალი: გაგზავნე: შენ: ოდეს: რაცაღა: გეცნას: ამბავი: ანუ: რა: მისი: გსმენოდეს: კულავ: იტყუის: ფატმან: ტირილით: კულავ: თვალთა: ცრემლი: სდენოდეს: ვაი: წაჴდესო: შუქნი: რომელნი: მზისაებრ: ველთა: ჰფენოდეს:

ამბავი ნესტან დარეჯანისა ქაჯთაგან შეპყრობისა:

1205. ვაი: საწუთროო: სიცრუვით: თავი: სატანას: ადარე: შენი: ვერავინ: ვერა: ცნა: შენი: სიმუხთლე: სად: არე: პირი: მზისაებრ: საჩინო: სად: უჩინო: ჰყავ: სად: არე: მით: ვხედავ: ბოლოდ: სოფელსა: ოჴრად: ჩანს: ყოვლი: სად: არე:

1206. ფატმან: იტყუის: მომეშორა: მზე: მნათობი: სრულად: ჴმელთა: სიცოცხლე: და: სულდგმულობა: მონაგები: ჩემთა: ჴელთა: მას: უკანით: გაუწყვედლად: დება: მჭირდის: ცეცხლთა: ცხელთა: ვერ: გავაჴმე: წყარო: ცრემლთა: თვალთა: ჩემთა: გადამღვრელთა:

1207. სახლი: და: შვილი: მამძულდეს: ვჯდი: უგულოთა: გულითა: მას: ვიგონებდი: მღუიძარე: რა: მიმეძინის: ლულითა: უსენ: გამტეხი: ფიცისა: მიჩნდის: უსჯულოთა: სჯულითა: ვერ: მიმიახლოს: საახლოდ: კრულმან: პირითა: კრულითა:

1208. დღესა: ერთსა: საღამო: ჟამ: ჩასლუა: იყო: ოდენ: მზისა წავდეგ: წინა: დარიჯაგთა: კარი: მიჩნდა: ხანაგისა: ვიგონებდი: სევდა: მკლვიდა: მისისავე: გონებისა: ვთქუი: კრულია: ზენაარი: ყოვლისამცა: მამაცისა:

1209. მოსაითმევიდა: ღარიბი: მონა: მოყუსითა: სამითა: ერთი: მონურად: მოსილი: სხვანი: მგზავრულად: ხამითა: სასმელ: საჭმელი: მოიღეს: ქალაქს: ნასყიდი: დრამითა: სვემდეს: ჭამდეს: და: უბნობდეს: სხდეს: მხიარულნი: ამითა:

1210. მე: უყურებდი: უჭვრეტდი: თქვეს: ამოდ: გავიხარენით: მაგრა: ჩუენ: აქა: მოყვასნი: უცხონი: შევიყარენით: არა: ვიცითო: ვინ: ვინ: ვართ: ანუ: სით: მოვიარენით: ჴამს: ერთმანერთსა: ამბავი: ჩუენიცა: უთხრათ: ბარ: ენით:

1211. მათ: სხვათა: მათი: ამბავი: თქუეს: ვითა: მგზავრთა: წესია: მონამან: უთხრა: ჰე: ძმანო: განგება: რამე: ზესია: მე: მარგალიტსა: მოგიმკი: თქვენ: ქვრიმი: დაგითესია: ჩემი: ამბავი: ამბავთა: თქვენთაგან: უკეთესია:

1212. მე: ვარო: მონა: მეფისა: მაღლისა: ქაჯთა: მფლობლისა: მათ: მიხუდა: ცემა: სენისა: მათისა: დამამხობლისა: მოგუიკვდა: შემწე: ქვრივისა: შემწყნარებელი: ობლისა აწ: შვილთა: მისთა: და: მისი: ზრდის: უკეთესი: მშობლისა:

1213. დულარდუხტ: არის: დიაცი: მაგრა: კლდე: ვითა: ლოდია: ვისცა: არ: დაჰკოდს: ჴმა: მისი: ვერავის: დაუკოდია: მას: უსხენ: წურილნი: ძმისწულნი: როსან: და: ერთი: როდია: აწ: იგი: ქაჯეთს: ჴელმწიფედ: ქუე: ზის: მორჭმული: წოდია:

1214. გვესმა: ამბავი: ზღვათ: იქით: სიკუდილი: დისა: მათისა: შეიჭირვებდეს: ვეზირნი: დაშალეს: ქნეს: მუნ: ხალვათისა: ვითა: ვჰკადროთო: დავსება: პირისა: თემთა: მნათისა: როშაქ: მონაა: თავადი: მონისა: ბევრ: ათასისა:

1215. როშაქ: ბრძანა: მოცავინ: მკლავს: მე: ტირილსა: არ: დავხვდები: წავალ: მინდორს: ვიმეკობრებ: ალაფითა: ავივსები: შინა: მოვალ: შოებული: ადრე: ზედა: მოვესწრები: მეფე: დისა: დატირებად: წავიდოდეს: წაცავჰყვები: