... (Q-261), XVII ს.

1236. მას: ღამით: ფატმან: იამა: ავთანდილ: თანა: წოლითა: ყმა: უნდოგუარად: ეხუევის: ყელსა: ყელითა: ბროლითა: ჰკლავს: თინათინის: გონება: ძრწის: იდუმლითა: ძრწოლითა: გული: ხელქმნილი: გასჭრია: მჴეცთავე: თანა: რბოლითა:

1237. ავთანდილ: მალვით: ცრემლსა: სწვავს: დენად: სისხლ: ნართავისად: შიგან: მელნისა: მორევსა: ცურავს: გიშრისა: ნავი: სად: იტყუის: თუ: მნახეთ: მიჯნურნო: იგი: ვინ: ვარდია: ვისად: უმისოდ: ნეხუთა: ზედა: ვზი: ბულბული: მგზავსად: ყუავისად:

1238. მუნ: ცრემლნი: მისგან: ნადენნი: ქუათაცა: დასალბონია: გიშრისა: ტევრსა: აგუბებს: ვარდისა: ველსა: ფონია: ფატმან: მას: ზედა: იხარებს: მართ: ვითა: იადონია: თუ: ყუავი: ვარდთა: იშოვნის: თავი: ბულბული: ჰგონია:

1239. გათენდა: ბანად: წავიდა: მზე: სოფელს: შუქნაკიდები: დიაცმან: უძღუნა: მრავალი: კაბა: ყაბაჩა: რიდები: მრავალი: ფერი: სულნელი: ტურფა: პერანგი: წმიდები: რაცა: გწადდესო: ჩაიცვი: მე: ნურას: ნუ: მერიდები:

1240. ავთანდილ: თქუა: საქმე: ჩემი: გავაცხადო: ამა: დღესა: სამოსისა: ვაჭრულისა: ცმა: აქამდის: დაეწესა: მას: დღეს: ყოვლი: საჭაბუკო: შეიმოსა: ტანსა: მხნესა: მოიმატა: დაშვენება: დაემგზავსა: ლომი: მზესა:

1241. ფატმანს: პური: შეეკაზმა: ავთანდილის: საწვეველად: ყმა: შევიდა: მოკაზმული: მხიარულად: არ: პირბნელად: ფატმან: ნახა: გაუკუირდა: ვაჭრულისა: უმოსელად: შემოსცინნა: აგრე: სჯობსო: შენთვის: ხელთა: სასურველად:

1242. [......]ან: მისსა: შვენებასა: მეტის: მეტად: ჰკვირდებოდა: [............]სუხი: არა: გასცა: თავისწინა: ღიმდებოდა: [...........]ების: არ: მიცნობსო: რა: რეგვანდა: რა: გვარ: ჰჴმობდა: [......]: რასმე: იფერებდა: მეტი: არა: გავიდოდა:

1243. პური: ჭამეს: გაიყარნეს: ყმა: მივიდა: მისსა: შინა: ღვინო: სმული: მხიარული: დაწვა: ამოდ: დაიძინა: საღამო: ჟამს: გაიღუიძნა: შუქი: ველთა: მოაფინა: ფატმან: უჴმო: მოდი: მნახე: მარტო: ვარო: თავისწინა:

1244. ფატმან: მივიდა: ავთანდილს: ჴმა: ესმა: მისგან: ოხისა: იტყოდა: მომკლავს: უცილოდ: ტანი: ალვისა: მოხისა: გვერცა: დაისვა: ბალიში: მისცა: მისისა: ნოხისა: ვარდისა: ბაღსა: უჩრდილობს: ჩრდილი: წამწამთა: ქოხისა:

1245. ავთანდილ: ბრძანა: ჰე: ფატმან: ვიცი: ეს: საქმე: შენია: დაჰკრთები: ამა: ამბავსა: მართ: ვითა: გველ: ნაკბენია: მაგრა: აქამდის: მართალი: შენ: ჩემი: არა: გსმენია: ჩემნი: მომკლველნი: წამწამნი: შავნი: გიშრისა: ხენია:

1246. გგონივარ: ვინმე: ვაჭარი: პატრონი: ქარავანისა: მე: ვარ: სპასპეტი: მაღლისა: მეფისა: როსტევანისა: თავადი: სპისა: დიდისა: მათისა: შესაგუანისა: მაქუს: პატრონობა: მრავალი: საჭურჭლე: ზარადხანისა:

1247. შენ: გიცან: კარგი: მოყვარე: ერთგული: მისანდობელი: მათ: უვის: ერთი: ასული: მზე: ჴმელთა: მანათობელი: იგია: ჩემი: დამწველი: და: ჩემი: დამადნობელი: მან: გამომგზავნა: დავაგდე: პატრონი: მათი: მშობელი:

1248. რომე: შენ: ქალი: გყოლია: მე: ძებნად: მისვე: ქალისად: მივლია: ყოვლი: ქუეყანა: მის: მზისა: მონაცვალისად: მისთვის: გაჭრილი: მინახავს: წევს: ლომი: ფერ: ნამკრთალი: სად: გამცუდებელად: თავისად: მის: გულისა: და: ძალისად:

1249. ავთანდილ: ფატმანს: ყოველი: უთხრა: ამბავი: თავისა: ამბავი: ტარიელისი: შემოსვა: ვეფხის: ტყავისა: უბრძანა: შენ: ხარ: წამალი: ჯერთ: შენგან: უნახავისა: ღონე: წამწმისა: ჴშირისა: ყორნის: ფრთებ: ნაფუშავისა:

1250. მოდი: და: ფატმან: მეწიე: ვეცადნეთ: მისსა: რგებასა: უშველოთ: იგი: მნათობნი: ნუთუ: მიეცნენ: შვებასა: ვინცა: სცნობს: კაცი: ყველაი: ჩვენსა: დაიწყებს: ქებასა: ნუთუ: კულავ: მიხუდენ: მიჯნურნი: ერთმანერთისა: ხლებასა:

1251. მომგვარე: ქაჯეთს: გავგზავნოთ: იგივე: მონა: გრძნეული: ქალსა: ვაცნობოთ: ყველაი: ამბავი: ჩუენგან: ცნეული: მანცა: გვაცნობოს: მართალი: ვქნათ: მისი: გამორჩეული: ღთ~ნ: ქნას: ქაჯთა: სამეფო: მოგესმას: ჩვენგან: ძლეული:

1252. ფატმან: თქუა: ღ~თსა: დიდება: საქმენი: მომხუდეს: მორანი: დღეს: რომე: მესმნეს: ამბავი: უკვდავებისა: სწორანი: მოჰგუარა: მონა: გრძნეული: შავი: მართ: ვითა: ყორანი: უბრძანა: ქაჯეთს: გაგზავნი: წა: გზანი: გისხენ: შორანი:

1253. აწ: გამოჩნდების: საჴმრობა: ჩემთუის: შენისა: გრძნებისა: ფიცხლად: დამივსე: საჴმილი: შენ: ჩემთა: ცეცხლთა: გზნებისა: მას: მზესა: ჰკადრე: მიზეზი: მისისა: განკურნებისა: მან: უთხრა: ხვალე: მოგართვა: ყოვლი: ამბავი: ნებისა:

წიგნი ფატმანისა ნესტან დარეჯანის წინაშე:

1254. ფატმან: სწერს: აჰა: მნათობო: სოფლისა: მზეო: ზენაო: შენთა: შორს: მყოფთა: ყოველთა: დამწველო: ამაზრზენაო: სიტყუა: მჭევრო: და: წყლიანო: ტურფაო: ლამაზენაო: ბროლო: და: ლალო: ოროვე: კულავ: ერთგან: შენათხზენაო: