... (Q-261), XVII ს.

1216. გვითხრა: მისთა: ხელისათა: წავალ: თანა: წამომყევით: წაგვიტანა: მონა: ასი: ყუელაკაი: შიგან: რჩევით: დღისით: მზისით: ვმეკობრობდით: ღამეთაცა: ვიყვნით: თევით: დია: ვლეწეთ: ქარავანი: ლარი: ჩვენკე: გარდმოვდევით:

1217. მინდორ: მინდორ: მოვდიოდით: ჩუენ: ღამესა: დია: ბნელსა: დიდნი: რამე: სინათლენი: გამოგვიჩნდეს: შუა: ველსა: ვთქუით: თუ: მზეა: ნუთუ: ზეცით: ჩამოჭრილა: ზედან: ჴმელსა: დაბნეულნი: მივეცენით: გონებასა: ჩვენსა: მსჯელსა:

1218. ზოგთა: თქუეს: არის: ცისკარი: ზოგთა: თქვეს: არის: მთვარეო: მას: დარაზმულთა: მივმართეთ: ახლოსმცა: ვნახეთ: ბარეო: შორს: მოუარეთ: მივედით: შემოვადეგით: გარეო: მით: ნათლიდაღმა: გარდაჴდა: ჴმა: ჩვენი: მოუბარეო:

1219. გვითხრა: ვინ: ხართ: ცხენოსანნო: თქუენ: სახელნი: თქუენი: თქუენით: გულანშაროთ: მოციქული: ქაჯეთს: მივალ: მერიდენით: ესე: გვესმა: მოვადეგით: ალყად: გარე: მოვერტყენით: პირმზე: რამე: ცხენოსანი: გავიცადეთ: თვალით: ჩუენით:

1220. უჭურიტეთ: პირსა: მნათობსა: ელვათა: მაელვარებსა: მისი: ციმციმი: მზისაებრ: ეფინებოდა: არებსა: ძვირ: ძვირად: გვეუბნებოდა: სიტყუასა: რასმე: წყნარებსა: კბილთაგან: შუქი: შეადგა: ზედან: გიშრისა: სარებსა:

1221. კულა: ვეუბენით: მას: მზესა: ტკბილ: მოუბრითა: ენითა: არ: მონა: იყო: ტყუოდა: ჩუენ: ესე: შევიგენითა: როშაქ: შეატყო: ქალობა: გვერდსა: წაუდგა: ცხენითა: აღარ: გაუშვით: დაჭირვა: ვჰკადრეთ: ენითა: ჩვენითა:

1222. კულა: ვჰკითხეთ: გვითხარ: მართალი: საქმე: შენ: მზებრ: ნათელისა: ვისი: ხარ: ვინ: ხარ: სით: მოხვალ: მანათობელი: ბნელისა: მან: არა: გვითხრა: გაუშვა: წყარო: ცრემლისა: ცხელისა: რა: საბრალოა: გავსილი: მთვარე: ჩანთქმული: გუელისა:

1223. არცა: რა: ცხადი: ამბავი: არცა: რა: დასამალავი: არა: არ: გვითხრა: ვინ: იყო: ან: ვისგან: ნამუხთალავი: ქუშ: ქუშად: გვეუბნებოდა: კუშტი: თავისა: მკრძალავი: ვითა: ასპიტი: მჭვრეტელთა: მისით: თვალითა: მლალავი:

1224. როშაქ: გვიბრძანა: ნუ: ჰკითხავთ: აწ: თურე: არ: სათქმელია: ამისა: საქმე: უცხოა: საამბობლადცა: ძნელია: ბედი: მეფისა: ჩუენისა: არსთაგან: სანატრელია: მით: რომე: ღ~თი: მას: მისცემს: რაც: უფრო: საკუირველია:

1225. ესე: მისთვის: მისაგვრელად: ღ~თსა: ჩვენთვის: მოუცდია: მიუტანოთ: არმაღანად: დაგუიმადლებს: მეტად: დია: თუ: დავმალავთ: გავმჟღავნდებით: მეფე: ჩვენი: ამაყია: პირველ: მათი: შეცოდება: მერმე: დიდი: აუგია:

1226. მივემოწმენით: თათბირნი: არ: კიდე: გავაკიდენით: დავბრუნდით: ქაჯეთს: მივმართეთ: მას: წინა: მოვეკიდენით: არცა: რა: ვჰკადრეთ: ჴელდაჴელ: არცა: თუ: წავეკიდენით: იგი: ტირს: ღაწუსა: გულმდუღრად: ჩარცხის: ცრემლისა: კი: დენით:

1227. გვირაბის: კარსა: ნიადაგ: მოყმე: სცავს: არ: პირნასები: ათი: ათასი: ჭაბუკი: დგას: ყუელაკაი: ხასები: ქალაქის: კართა: სამთავე: სამათას: სამათასები: გულო: გაგსაჯა: სოფელმან: არ: ვიცი: და: გლახ: რას: ები:

1228. ესე: ამბავი: ავთანდილ: პირმზემან: მაგარ: ვადამან: რა: მოისმინა: იამა: სხვად: არად: გააცხადა: მან: შესწირა: ღ~თსა: მადლობა: ტურფამან: დანაბადამან: ამბავი: ჩემი: სალხინო: მითხარო: ვისმანღა: დამან:

1229. ფატმანს: უთხრა: საყუარელო: კმა: ხარ: ჩემთვის: სასურველად: მე: ამბავი: სანატრელი: მომასმინე: არ: პირბნელად: მაგრა: საქმე: ქაჯეთისა: გამაგონე: უფრო: მრთელად: ქაჯნი: ყუელა: უჴორცოა: რამან: შექმნა: ჴორციელად:

1230. მის: ქალისა: სიბრალული: ამანთებს: და: მიდებს: ალსა: მაგრა: ქაჯნი: უჴორცონი: რას: აქნევენ: მიკვირს: ქალსა: ფატმან: უთხრა: მამისმინე: მართლად: გხედავ: მისთვი: მკრთალსა: არ: ქაჯნია: კაცნიაო: მინდობიან: კლდესა: სალსა:

1231. ქაჯნი: სახელად: მით: ჰქუიან: არიან: ერთად: კრებულნი: კაცნი: გრძნებისა: მცოდნენი: ზედა: გაჴელოვნებულნი: ყოველთა: კაცთა: მავნებნი: იგი: ვერვისგან: ვნებულნი: მათნი: შემბმელნი: წამოვლენ: დამბრმალნი: დაწბილებულნი:

1232. იქმენ: რასმე: საკუირველსა: მტერსა: თვალთა: დაუბრმობენ: ქართა: აღსძვრენ: საშინელთა: ნავსა: ზღვა: ზღვა: დაამხობენ: ვითა: ჴმელსა: გაირბენენ: წყალსა: წმიდად: დააშრობენ: სწადდეს: დღესა: ბნელად: იქმენ: სწადდეს: ბნელსა: ანათობენ:

1233. ამისთუის: ქაჯად: უჴმობენ: გარეშემონი: ყუელანი: თუარა: იგიცა: კაცნია: ჩვენებრვე: ჴორციელანი: ავთანდილ: მადლი: უბრძანა: ცეცხლნი: დამივსენ: ცხელანი: დიდად: მიამნეს: ამბავნი: სიტყუანი: აწინდელანი:

1234. გულითა: ღ~თსა: ადიდებს: ავთანდილ: ცრემლთა: მდენელი: თქუა: ღ~თო: გმადლობ: რომელი: ხარ: ჭირთა: მომალხენელი: ყოფილი: მყოფი: უთქუმელი: ყურთაგან: მოუსმენელი: წყალობა: თქუენი: იჩქითად: არს: ჩვენი: გარ: მომფენელი:

1235. მის: ამბისა: ცნობისათვის: ცრემლით: ღმერთსა: ადიდებდა: ფატმან: ეჭუდა: თავისათვის: ამად: ცეცხლსა: კულავ: იდებდა: ყმა: ნამუსსა: ინახევდა: სიყვარულსა: იფერებდა: ფატმან: ყელსა: ეხვეოდა: პირსა: მზესა: აკოცებდა: