... (Q-261), XVII ს.

1138. შინა: შევიდი: მას: წინა: ედგის: ცრემლისა: გუბები: შიგან: სისხლისა: მორევსა: ეყრდნის: გიშრის: შუბები: მელნისა: ტბათათ: იღვრების: სავსე: სათისა: რუბები: შუა: ძოწსა: და: აყიყსა: სჭვირს: მარგალიტი: ტყუბები:

1139. ჟამი: ვერ: ვჰპოვე: კითხვისა: ნიადაგ: ცრემლთა: ღვრისაგან: თუმცა: მეკითხა: ვინა: ხარ: და: ეგრე: გასრული: რისაგან: მჩქეფრად: სისხლისა: ნაკადი: მოსდის: ალვისა: ხისაგან: მას: ჴორციელი: არ: გასძლებს: სხვა: კიდეგანი: ქუისაგან:

1140. არად: უნდის: საბურავი: არცა: წოლა: საგებლითა: მიწყივ: იყვის: რიდითა: და: მით: ერთითა: ყაბაჩითა: მკლავი: მისი: სასთაულად: მიიდვის: და: მიწვის: მითა: ძლივ: ვაჭამი: ცოტა: რამე: ათასითა: შეხვეწითა:

1141. სხვა: გიამბო: საკუირველი: რიდისა: და: ყაბაჩისა: ვარ: მნახავი: ყოვლისავე: უცხოსა: და: ძვირფასისა: მაგრამ: მისი: არა: ვიცი: ქნილი: იყო: რაგვარ: რისა: სილბო: ჰქონდა: ნაქსოვისა: და: სიმტკიცე: ნაჭედისა:

1142. მან: ტურფამან: სახლსა: ჩემსა: ეგრე: დაყო: ხანი: დიდი: ვერ: გავანდევ: ქმარსა: ჩემსა: შესმენისა: მქონდა: რიდი: ვთქუი: თუ: უთხრობ: ვიცი: დარბაზს: გამამჟღავნებს: ისი: ფლიდი: ესე: მეყო: საგონებლად: კულავ: შევიდი: თუ: გამოვიდი:

1143. ვთქუი: თუ: არ: ვუთხრა: რა: უყო: ჩემგან: რა: მოეგვარების: არა: არ: ვიცი: რა: უნდა: რა: ვისგან: მოეჴმარების: ქმარი: რა: მიგრძნობს: მოცამკლავს: ვერღარა: მომეფარების: ვით: გლახ: დავმალო: ნათელი: ვინ: მზესა: დაედარების:

1144. მე: გლახ: მარტომან: რა: უყო: მიმატებს: ცეცხლთა: დებასა: მო: და: გავანდო: ნუ: შევალ: უსენის: შეცოდებასა: არ: გამამჟღავნოს: ვაფიცო: თუ: მომცემს: იმედებასა: სულსა: ვერ: წასწყმედს: ვერა: იქს: ფიცისა: გაცუდებასა:

1145. მიველ: მარტო: ქმარსა: ჩემსა: ველაღობე: ველაციცე: მერმე: უთხარ: გითხრობ: რასმე: მაგრა: პირველ: შემომფიცე: არვის: უთხრა: სულიერსა: საფიცარი: მამეც: მტკიცე: ფიცი: ფიცა: საშინელი: თავიცაო: კლდეთა: ვიცე:

1146. რაცა: მითხრა: სიკუდილამდის: არვის: უთხრა: სულიერსა: არა: ბერსა: არა: ყმასა: მოყუარესა: არცა: მტერსა: მერე: უთხარ: ყუელაკაი: უსენს: კაცსა: მლმობიერსა: მოდი: მამყევ: აქა: სამე: მე: გიჩუენებ: მზისა: ფერსა:

1147. ადგა: ამომყუა: და: წავედით: შევლენით: კარნი: სრისანი: უსენ: გაჰკუირდა: გაცაჰკრთა: რა: შუქნი: ნახნა: მზისანი: თქუა: რა: მიჩვენე: რა: ვნახე: რანია: ნეტარ: რისანი: თუ: ჴორციელი: არისცა: თვალნიმცა: რისხვენ: ღმრთისანი:

1148. ვთქუი: თუ: არცა: რა: მე: ვიცი: ამისი: ჴორციელობა: რაცა: არ: გითხარ: მის: მეტი: მაქუს: არა: მეცნიერობა: მე: და: შენ: ვჰკითხოთ: ვინ: არის: ვისგან: სჭირს: ისი: ხელობა: ნუთუ: რა: გვითხრას: ვეაჯნეთ: ქნას: დიდი: ლმობიერობა:

1149. მივედით: გუქონდა: ორთავე: კრძალვა: მისისა: კრძალისა: ვჰკადრეთ: თუ: მზეო: სახმილი: გვედების: შენგან: ალისა: გუითხარ: რა: არის: წამალი: მთვარისა: შუქ: ნამკრთალისა: რას: შეუქნიხარ: ზაფრანად: შენ: ფერად: მგზავსი: ლალისა:

1150. რაცა: ვჰკითხეთ: არა: ვიცი: ესმა: ანუ: არ: ისმენდა: ვარდი: ერთგან: შეეწება: მარგალიტსა: არ: აჩენდა: გველნი: მოშლით: მოეკეცნეს: ბაღი: შეღმა: შერაშენდა: მზე: ვეშაპსა: დაებნელა: რამცა: ვითღა: გაგვითენდა:

1151. ვერა: დავჰყარეთ: პასუხი: ჩვენ: საუბრითა: ჩვენითა: ვეფხი: ავაზა: პირქუშად: ზის: წყრომა: ვერ: უგრძენითა: კულაცა: ვაწყინეთ: ატირდა: მჩქეფრად: ცრემლისა: დენითა: არა: ვიციო: მიმიშუი: ეს: ოდენ: გვითხრა: ენითა:

1152. დავსხედით: და: მის: თანავე: ვიტირეთ: და: ცრემლი: ვლამეთ: რაცა: გვეთქვა: შევინანეთ: სხვამცა: რაღა: შევიწამეთ: ძლივ: ვიაჯეთ: დადუმება: დავადუმეთ: დავაამეთ: ჩვენ: მივართუით: ხილი: რამე: მაგრა: ვერა: ვერ: ვაჭამეთ:

1153. უსენ: იტყუის: ბევრ: ათასნი: ჭირნი: ამან: ამიჴოცნეს: ესე: ღაწუნი: მზისად: კმანან: კაცთაგანმცა: ვით: იკოცნეს: უმართლეა: ვერ: მჭურეტელმან: თუ: პატიჟნი: იასოცნეს: მე: თუ: შვილნი: მირჩევნიან: ღმერთმან: იგი: დამიხოცნეს:

1154. მას: უჭურიტეთ: დიდი: ხანი: წამოვედით: სულთქმით: ახით: შეყრა: გვიჩნდის: სიხარულად: გაყრა: დიდად: ვივაგლახით: ვაჭრობისა: საქმისაგან: მოვიცალით: იგი: ვნახით: გული: ჩუენი: გაუშვებლად: დაეტყვევნეს: მისით: მახით:

უსენისაგან გამჟღავნება ნესტან დარეჯანისა წინაშე მეფის:

1155. რა: გამოჰხდა: ხანი: რამე: გამოვიდა: ღამე: დღენი: უსენ: მითხრა: არ: მინახავს: ძოღანდიდგან: მეფე: ჩვენი: მივაზირებ: წავალ: ვნახავ: უდარბაზო: უძღვნა: ძღვენი: მოვახსენე: დია: ღ~ო: ბრძანებაა: ეგე: თქუენი:

1156. უსენ: ტაბაკსა: დააწყო: მარგალიტი: და: თვალები: დავვედრე: დარბაზს: დაგხვდების: დარბაზის: ერი: მთვრალები: ამა: ქალისა: საქმესა: მამკალ: თუ: არ: ეკრძალები კულავ: შემომფიცა: არ: ვიტყვი: თავსაცა: მეცეს: ჴმალები