... (Q-261), XVII ს.

1157. მოვიდა: უსენ: ჴელმწიფე: დახვდა: ნადიმად: მჯდომელი: წინა: მიისუა: შეიძღვნა: ძღვენი: მიართვა: რომელი: უსენ: არიფი: მეფისა: მეფეა: მისი: მდომელი: აწ: ნახეთ: მთვრალი: ვაჭარი: ცქაფი: უწრფელი: რომელი:

1158. რა: მეფემან: უსენს: წინა: სვა: მრავალი: დოსტაქანი: კულავ: შესვეს: და: კვლა: აივსნეს: სხვა: ფარჩნი: და: სხვა: ჭიქანი: დაავიწყდა: იგი: ფიცი: რა: მუსაფნი: რა: მაქანი: მართლად: თქმულა: არა: მართებს: ყუავსა: ვარდი: ვირსა: რქანი

1159. უთხრა: დიდმან: ჴელმწიფემან: უჭკვოსა: უსენ: მთურალსა: დია: მიკუირს: საძღვნოდ: ჩვენად: სით: მოიღებ: ამა: თვალსა: მარგალიტსა: დიდროანსა: უმგზავსოსა: ჰპოებ: ლალსა: ვერ: გარდვიხდი: თავმან: ჩემმან: ძღვენთა: შენთა: ნაათალსა:

1160. თაყუანი: სცა: უსენ: ჰკადრა: ჰე: მაღალო: ჴელმწიფეო: ზეცით: შუქთა: მომფენელო: მარჩენელო: არსთა: მზეო: რაცა: სხვა: მაქუს: ვისი: არის: ოქრო: თუნდა: საჭურჭლეო: დედის: მუცლით: რა: გამამყუა: მბოძებია: თქუენგან: მეო:

1161. ამას: გკადრებ: თავმან: თქუენმან: არა: გმართებს: მადლი: ძღვნისა: სხვა: რამე: მითქს: სასძლო: თქუენი: შესართავი: თქუენის: ძისა: მას: უცილოდ: დამიმადლებთ: ოდეს: ნახოთ: მგზავსი: მზისა: მაშინ: მეტად: გაამრავლოთ: თქუენ: ბრძანება: ნეტარძისა

1162. რას: ვაგრძელებდე: გატეხა: ფიცი: სიმტკიცე: სჯულისა: უამბო: პოვნა: ქალისა: მჭურეტთაგან: მზედ: სახულისა: მეფესა: მეტად: იამა: მიეცა: ლხინი: გულისა: უბრძანა: დარბაზს: მოყუანა: სრულქმნა: უსენის: თქმულისა:

1163. მე: აქა: ჩემსა: ამოდ: ვჯე: მუნამდის: არ: მიკუნესია: შემოდგა: კარსა: მეფისა: მონათა: უხუცესია: თანა: ჰყუა: მონა: სამოცი: ვით: ჴელმწიფეთა: წესია: მოვიდეს: დია: გავჰკუირდი: ვთქუი: რამე: საქმე: ზესია:

1164. მისალამეს: ფატმან: მითხრეს: ბრძანებაა: მზისა: სწორთა: დღეს: რომელი: უსენ: შესძღვნა: ქალი: მზგავსი: მზეთა: ორთა: აწ: მოგვგვარე: წავიყვანოთ: ვლა: არ: გვინდა: გზათა: შორთა: ესე: მესმა: დამტყდეს: ცანი: რისხვით: ეცა: გორთა:

1165. მე: გაკუირვებით: კულა: ვკითხე: რა: ქალი: გინდა: რომელი მათ: მითხრეს: უსენ: შემოსძღვნა: პირი: ელვათა: მკრთომელი არას: მარგებდა: დაესკუნა: დღე: ჩემი: სულთა: მჴდომელი: ავთრთოლდი: ავდეგ: ვეღარა: ვერცა: ქვე: ვიყავ: მჯდომელი:

1166. შეველ: ვნახე: იგი: ტურფა: მტირალად: და: ცრემლ: დასხმულად: ვჰკადრე: მზეო: ბედმან: შავმან: ვით: მიმუხთლა: ხედავ: რულად: ცა: მობრუნდა: რისხვით: ჩემკენ: იავარმყო: ამფხურა: სრულად: შემასმინეს: მეფე: გითხოვს: ვარ: ამისთვის: გულმოკლულად:

1167. მან: მითხრა: დაო: ნუ: გიკვირს: ეგე: რაზომცა: ძნელია: ბედი: უბედო: ჩემზედა: მიწყივ: ავისა: მქნელია: სხვადასხვა: ჭირი: ჩემზედა: არ: ახალია: ძველია: კარგი: რამ: მჭირდეს: გიკვირდეს: ავი: რა: საკვირველია:

1168. თვალთათ: ვითა: მარგალიტი: გარდმოყარა: ცრემლი: ჴშირი: ადგა: ასე: გულ: უშიშრად: ვეფხი: იყო: ანუ: გმირი: ლხინი: ლხინად: არად: უჩნდა: მართ: აგრევე: ჭირად: ჭირი: მთხოვა: გარე: აჯაღითა: მოიბურა: ტანი: პირი:

1169. შეველ: საჭურჭლეს: რომელსა: ფასი: არ: დაედებოდა: თვალ: მარგალიტი: ავიღე: რაც: ოდენ: ამეღებოდა: თვითო: და: თვითო: თვითოსა: ქალაქსა: ეფასებოდა: მიველ: მას: წელთა: შევარტყი: შავგული: ვისთვუის: კუდებოდა:

1170. ვარქვი: ჩემო: განღა: სადმე: გეჴმარების: ესე: გვარი: მათ: მონათა: ჴელთა: მივეც: იგი: პირი: მზისა: დასადარი: ცნა: მეფემან: მოეგება: სცეს: ტაბლაკსა: გაჰჴდა: ზარი: იგი: მივა: თავმოდრეკით: წყნარი: არას: მოუბარი:

1171. ზედა: მოატყდა: მჭურეტელი: გაჰხდა: ზათქი: და: ზარები: ვერ: იჭირვებდეს: სარანგნი: მუნ: იყო: არ: სიწყნარები: იგი: რა: ნახა: მეფემან: საროსა: მზგავსი: ნარები: გაკრთომით: უთხრა: ჰე: მზეო: აქა: ვით: მოიგვარები:

1172. ვით: მზემან: მისნი: მჭვრეტელნი: შექნნა: თვალისა: მფახველად: მეფემან: ბრძანა: გამხადა: ნახული: მე: უნახველად: ღ~თისაგანმც: კიდე: ვინ: იყო: კაცი: ამისად: მსახველად: მართებს: ამისთა: მიჯნურსა: ხელი: თუ: რბოდეს: ახ: ველად:

1173. გვერდსა: დაისვა: ეუბნა: ტკბილითა: საუბარითა: მითხარო: ვინ: ხარ: ვისი: ხარ: მოსრული: ვისთა: გვარითა მან: არა: გასცა: პასუხი: პირითა: მზისა: დარითა: თავ: მოდრეკილი: დაღრეჯით: ქუე: ზის: ცნობითა: წყნარითა:

1174. არ: ისმენდა: მეფისასა: რასა: გინდა: უბრძანებდა: სხვაგან: იყო: გული: მისი: სხვასა: რასმე: იგონებდა: ვარდი: ერთგან: შეეწება: მარგალიტსა: არ: აღებდა: მჭურეტნი: მისნი: გააკვირვნა: რასამცა: ვინ: იაზრებდა:

1175. მეფე: ბრძანებს: რა: შევიგნათ: გული: ჩვენი: რათ: იჴსნების: ამ: ორთა: კიდეგანთა: აზრი: არა: არ: იქნების: ან: ვისიმე: მიჯნურია: სიყუარული: ეგონების: მისგან: კიდე: არვისად: სცალს: ვეღარცა: ვის: ეუბნების:

1176. ანუ: არის: ბრძენი: ვინმე: მაღალი: და: მაღლად: მხედი: არცა: ლხინი: ლხინად: უჩანს: არცა: ჭირი: ზედა: ზედი: ვით: ზღაპარი: ასრე: ესმის: უბედობა: თუნდა: ბედი: სხვაგან: არის: სხვაგან: ფრინავს: გონება: უც: ვითა: ტრედი: