... (S-1727), 1837 წ.

1194. ესე ამბავი მასთანა: ვთქვი დიაცურად ჴელურად჻ ჩემსავე მოსლვა მის მზისა: და გაპარება მელურად჻ გამჟღავნებასა მექადდა: არ მოყვარულად მტერულად჻ აწ ისრე მკვდარსა ვიგონებ: იშ თავი ვიხსენ მე სრულად჻

1195. დამექადის რაზომჯერცა: წავიკიდნით თავის წინა჻ ოდეს მეხმე არ მეგონა: მე იმისი ყოფა შინა჻ მოსრულ იყო მოსლვა ეთქხა: შენცა მოხველ შემეშინა჻ ამად გკადრე ნუ მოხვალო: მოგაგებე მონა წინა჻

1196. აღარ დაბრუნდით მოხვედით: შუქნი თქვენ ჩემთვის არენით჻ შეიყარენით ორნივე: ჩემზედან დაიჯარენით჻ ამად შევშინდი ღონენი: ვეღარა მოვაგვარენით჻ იმას გლახ ჩემი სიკუდილი: გულითა სწადდა არ ენით჻

1197. თუმცა ისი არ მოგეკლა: მისრულიყო დარბაზს მითა჻ შემასმენდა ჯავრიანი: გული ედვა ცეცხლებრ წვითა჻ მეფე მწყრალი გარდასწმენდდა: სახლსა ჩემსა გარდაგვითა჻ შვილთა ღ~თო დამაჭმევდა: დამქოლვიდა მერმე ქვითა჻

1198. მუქაფა ღ~თნ შემოგზღოს: მადლსა გკადრებდე მე რასა჻ რომელმან დამხსენ მშვიდობით: ამა გველისა მზერასა჻ აწ ამას იქით ვნატრიდე: ჩემსა ეტლსა და წერასა჻ აღარ ვიშიშვი სიკვდილისა ჰაი ჰაი ჩავიჭერ რასა჻

1199. ავთანდილ უთხრა ნუ გეშის: წიგნსაცა აგრე სწერია჻ მოყვარე მტერი ყოვლისა: მტრისაგანც უფრო მტერია჻ არ მიენდობის გულითა: თუ კაცი მეცნიერია჻ ნუღარ იშიშვი იმისგან: აწ იგი მკვდართა ფერია჻

1200. იგივე მითხარ მას აქათ: ქალი გაგზავნე შენ ოდეს჻ რაცაღა გეცნას ამბავი: ანუ რა მისი გსმენოდეს჻ კვლავ იტყჳს ფატმან ტირილით: კვლავ თვალთა ცრემლი სდენოდეს჻ წახდაო შუქი რომელი: მზისაებრ ველთა ჰფენოდეს჻

ამბავი ნესტან დარეჯანისა ქაჯთაგან შეპყრობისა ფატმანისაგან მბობა ავთანდილთანა჻

1201. ვაჲ საწუთროო სიცრუვით: თავი სატანას ადარე჻ შენი ვერავინ ვერა ცნას: შენი სიმუხთლე სად არე჻ პირი მზისაებრ საჩინო: სად უჩინო ჰყავ სად არე჻ მით ვხედავ ბოლოდ სოფელსა: ოხრად ჩანს ყოვლი სადარე჻

1202. ფატმან იტყვის მამეშორა: მზე მნათობი სრულად ჴმელთა჻ სიცოცხლე და სულდგმულობა: მონაგები ჩემთა ჴელთა჻ მას უკანით გაუწყვეტლად: დება მჭირდის ცეცხლთა ცხელთა჻ ვერ გავაჴმე წყარო ცრემლთა: თვალთა ჩემთა გარდმომღვრელთა჻

1203. სახლი და შვილნი მამძულდა: ვჯდი უგულოსა გულითა჻ მას ვიგონებდი მღვიძარე: რა მიმეძინის ლულითა჻ უსენ გამტეხი ფიცისა: მიჩნს უსჯულოთა სჯულითა჻ ვერ მიმიახლოს საახლოდ: კრულმან პირითა კრულითა჻

1204. დღესა ერთსა საღამო ჟამ: ჩასლვა იყო ოდენ მზისა჻ წავდეგ წინა დარიჯაგთა: კარი მიჩნდა ხანაგისა჻ ვიგონებდი სევდა მკვლიდა: მისისავე გონებისა჻ ვთქვი კრულია ზენაარი: ყოვლისამცა მამაცისა჻

1205. მოვიდა სითმე ღარიბი: მონა მოყუსითა სამითა჻ მონა მონურად მოსილი: სხვანი მგზავრულად ხამითა჻ სასმელ საჭმელი მოიღეს: ქალაქს ნასყიდი დრამითა჻ სმიდეს სჭამდეს და უბნობდეს: სხდეს მხიარულნი ამითა჻

1206. მე უყურებდი უჭურეტდი: თქუეს ამოდ გავიხარენით჻ მაგრა ჩვენ აქა მოყვასნი: უცხონი შევიყარენით჻ არცა რა ვიცით ვინ ვინა: ანუ სით მოვიარენით჻ ხამს ერთმანერთსა ამბავი: ჩვენიცა უთხრათ ბარ ენით჻

1207. მათ სხვათა მათი ამბავი: თქუეს ვითა მგზავრთა წესია჻ მონამან უთხრა ჱე ძმანო: განგება რამე ზესია჻ მე მარგალიტსა მოვიმკი: თქვენ ქვრიმა დაგითესია჻ ჩემი ამბავი ამბავთა: თქვენთაგან უკეთესია჻

1208. მე ვარო მონა მეფისა: მაღლისა ქაჯთა მფლობლისა჻ მათ მიხვდა ცემა სენისა: მათისა დამამხობლისა჻ მოგვიკვდა შემწე ქვრივისა: შემწყნარებელი ობლისა჻ აწ შვილთა მისთა და მისი: ზრდის უმჯობესად მშობლისა჻

1209. დულარდუხტ არის დიაცი: მაგრა კლდე ვითა ლოდია჻ ვისცა არ დაჰკოდს ყმა მისი: ვერავის დაუკოდია჻ მას უსხენ წვრილნი ძმის წულნი: როსან და ერთი როდია჻ აწ იგი ქაჯეთს ჴელმწიფედ: ქვე ზის მორჭმული წოდია჻

1210. გვესმა ამბავი ზღვათ იქით: სიკუდილი დისა მათისა჻ შეიჭირვებდეს ვეზირნი: დაშალეს ქნეს მუნ ხალვათისა჻ ვითა ვკადროთო დავსება: პირისა ხმელთა მნათისა჻ როშაქ მონაა თავადი: მონისა ბევრ ათასისა჻

1211. როშაქ ბრძანა მოცავინ მკლავს: მე ტირილსა არ დავხვდები჻ მინდორს წავალ ვიმეკობრებ: ალაფითა ავივსები჻ შინა მოვალ შოებული: ადრე ზედა მოვესწრები჻ მეფე დისა სატირებად: წავიდოდეს წაცავყვები჻

1212. გვითხრა მისთა ჴელისათა: წავალ თანა წამომყევით჻ წაგვიტანა მონა ასი: ყუელაკაი მისგან რჩევით჻ დღისით მზისით ვმეკობრობდით: ღამეთაცა ვიყვით თევით჻ დია ვლეწეთ ქარავანი: ლარი ჩვენკენ გარდმოვდევით჻