... (S-1727), 1837 წ.

1097. რა ესე ესმა ავთანდილს: ლაღსა ბუნება ზიარსა჻ ადგა და ლახტი აიღო: რა ტურფა რამე მხნე არსა჻ ამა საქმისა ვერ ცნობა: თქვა ჩემი სიძუნტე არსა჻ ნუ ეჭვ სულ დგმულსა მისებრსა: სხვა არცა მისებრი არსა჻

1098. ფატმანს უთხრა კაცი მომეც: მასწავლელად წინამძღვარად჻ გზასა მართლად წამიყვანოს: თვარა მეშვლად მინდა არად჻ იმა კაცსა ვერა ვხედავ: მეომრად და ჩემად დარად჻ რაცა უყო მოგახსენებ: მამიცადე იყავ წყნარად჻

1099. მას მისცა მონა დიაცმან: წინამძღვრად და წაცამყვანებლად჻ კვლავე შეჰყივლა ვინათგან: ცეცხლია ცხელი აწ ნელად჻ თუ მოვითაჰკლა იგი ყმა: ჩემად გულისა მფხანელად჻ ბეჭედი ჩემი აცვია: მას გვედრებ მოსატანელად჻

1100. ავთანდილ გავლო ქალაქი: მით უებროთა ტანითა჻ ზღვის პირსა სახლი ნაგები: დგა ქვითა წითელ მწვანითა჻ ქვეშეთკენ სრითა ტურფითა: კვლავ ზედათ ბანის ბანითა჻ დიდროვანითა ტურფითა: მრავლითა თანის თანითა჻

1101. მუნ მიჰყავს პირმზე ავთანდილ: მას მისსა წინამძღომელსა჻ ჴმა მდაბლად ჰკადრებს ისია: სრა მისი ეძებ რომელსა჻ უჩვენებს ეტყვის ხედაო: ბანსა ზედა ქვე მდგომელსა჻ იქი წევს ძილად იცოდი: ანუ ქვე ჰპოვებ მჯდომელსა჻

1102. კარსა წინა დარაჯანი: ორნი უწვეს მას გლახ ყმასა჻ ყმა გავიდა გაეპარა: დააგდებდეს ვირე ხმასა჻ თითო ჴელი ყელსა მიჰყო: მუნვე მისცა სულთა ჴდასა჻ თავი თავსა შეუტაკა: გაურია ტვინი თმასა჻

აქა ავთანდილისაგან ჩაჩნაგირისა და ორის მისის დარაჯათ დაჴოცვა:

1103. იგი ყმა საწოლს მარტო წვა: გულითა ჯავრიანითა჻ ჴელ სისხლიანი ავთანდილ: შედგა ტანითა ჯანითა჻ ვერღა აესწრა იდუმალ: მოკლა ვერცა თუ ვსცანითა჻ ჴელი მოჰკიდა მიწასა: დაასკვნა დაკლა დანითა჻

1104. მჭვრეტელთა მზე და მებრძოლთა: მხეცი და ვითა ზარია჻ ბეჭდითურთ თითი მოჰკუეთა: ქვესკნელთ მიწათა გარია჻ ზღვათაკენ სარკმლთა გასტყორცა: ზღვისა ქვიშათა გარია჻ მისთვის არცა სად სამარე: არცა სათხარად ბარია჻

1105. ჴმა მათისა დახოცისა: არ გაისმა არსით არა჻ წამოვიდა ვარდი ტკბილი: რასამცა ვით გაემწარა჻ ესე მიკვირს სისხლი მისი: ასრე ვითა მოიპარა჻ რომე წეღან წამოევლო: გზა იგივე წაიარა჻

1106. რა ფატმანისსა შევიდა: ლომი მზე მოყმე წყლიანი჻ უბრძანა მოვჰკალ მან ყმამან: დღე ვეღარ ნახოს მზიანი჻ თვით მონა შენი მოწმად მყავს: ფიცი აფიცე ღ~თიანი჻ აჰა თითი და ბეჭედი: და დანა მაქვს მე სისხლიანი჻

1107. აწ მითხარ თუ რას იტყოდი: რას გაშმაგდი ისრე რეტად჻ რას გექადდა ისი კაცი: მესწრაფების მეტის მეტად჻ ფათმან ფერხთა მოეხვია: არა ღირს ვარ პირსა ჭვრეტად჻ გამიმრთელდა გული წყლული: ახლა დავჯე ცეცხლთა შრეტად჻

1108. მე და უსენი შვილითურთ: აწ ახლად დავიბადენით჻ ლომო ქებანი შენიმცა: ჩვენ ვითა ვადიადენით჻ ვინათგან სისხლთა იმისთა: დაღვრანი დავიქადენით჻ თავთაგან გითხრობ ყუელასა: თქვენ სმენად დაემზადენით჻

ნესტან დარეჯანისაგან ამბის მბობა ფატმანისაგან ავთანდილის წინაშე჻

1109. ამა ქალაქსა წესია: დღესა მას ნავროზობასა჻ არცა ვინ ვაჭრობს ვაჭარი: არცა ვინ წავა გზობასა჻ ყოველნი სწორად დავიწყებთ: კაზმასა ლამაზობასა჻ დიდსა შეიქმენ მეფენი: პურობა დარბაზობასა჻

1110. ჩვენ დიდ ვაჭართა ზედა გვაც: დარბაზს მიღება ძღვენისა჻ მათ საბოძვრისა ბოძება: მართებს მსგავსისა ჩვენისა჻ ათ დღემდის ისმის ყოველგან: ხმა წინწილისა ებნისა჻ მაედანს მღერა ბურთობა: დგრიალი ცხენთა დგენისა჻

1111. ქმარი ჩემი დიდ ვაჭართა: წაუძღვების უსენ წინა჻ მათთა ცოლთა მე წავასხამ: მაწვეველი არათ მინა჻ დედოფალსა ძღვენსა უძღვნით: მდიდარი თუ გლახა ვინა჻ დარბაზს ამოდ გავიხარებთ: მხიარული მოვალთ შინა჻

1112. დღე მოვიდა ნავროზობა: დედოფალსა ძღვენი ვსძღვენით჻ ჩვენ მივართვით მათ გვიბოძეს: ავავსეთ ავივსენით჻ ჟამიერად მხიარულნი: წამოვედით ნებით ჩვენით჻ კვლავ დავსხედით გახარებად: მუნებურნი არ ვიყვენით჻

1113. ბაღსა შიგან თამაშობად: საღამოსა გაველ ჟამსა჻ გავიტანე ხათუნები: მათი ჭმევა ჩემგან ჴამსა჻ მამყვებოდეს მომღერალნი: იტყოდიან ტკბილსა ხმასა჻ ვიმღერდი და ვყმაწვილობდი: ვიცვალებდი რიდე თმასა჻

1114. იქ ბაღსა შიგან ტურფანი: სახლნი ნატიფად გებულნი჻ მაღალნი ყოვლგნით მხედველნი: ზღვაზედან წაკიდებულნი჻ მუნ შევიტანენ ხათუნნი: იგი ჩემთანა ხლებულნი჻ კვლავ დავიდევით ნადიმი: დავსხედით ამოდ შვებულნი჻