... (S-1727), 1837 წ.

1233. ფატმანს უთხრა საყვარელო: კმა ხარ ჩემთვის სასურველად჻ მე ამბავი სანატრელი: მამასმინე არ პირ ბნელად჻ მაგრა საქმე ქაჯეთისა: გამაგონე უფრო მრთელად჻ ქაჯნი ყუელა უჴორცოა: რამან შექმნა ხორციელად჻

1234. მის ქალისა სიბრალული: ამანთებს და მიდებს ალსა჻ მაგრა ქაჯნი უხორცონი: რას აქნევენ მიკვირს ქალსა჻ ფატმან უთხრა მამისმინე: მართლად გხედავ მანდა მკრთალსა჻ არ ქაჯნია კაცნიაო: მინდობია კლდესა სალსა჻

1235. ქაჯნი სახელად მით ჰქვიან: არიან ერთად კრებულნი჻ კაცნი გრძნებისა მცოდნენი: ზედან გახელოვნებულნი჻ ყოველთა კაცთა მავნებნი: იგი ვერვისგან ვნებულნი჻ მათნი შემბმელნი წამოვლენ: დამბრმალნი დაწბილებულნი჻

1236. იქმენ რასმე საკვირველსა: მტერსა თვალსა დაუბრმობენ჻ ქართა აღძვრენ საშინელთა: ნავსა ზღვა ზღვა დაამხობენ჻ ვითა ხმელსა გაირბენენ: წყალსა წმიდად დააშრობენ჻ სწადდეს დღესა ბნელად იქმენ: სწადდეს ბნელსა ანათობენ჻

1237. ამისთვის ქაჯად უხმობენ: გარეშემონი ყველანი჻ თვარა იგიცა კაცნია: ჩვენებრვე ხორციელანი჻ ავთანდილ მადლი უბრძანა: ცეცხლნი დამივსენ ცხელანი჻ დიდად მიამნეს ამბავნი: სიტყვანი აწინდელანი჻

1238. გულითა ღ~თსა ადიდებს: ავთანდილ ცრემლთა მდენელი჻ თქვა ღ~თო გმადლობ რომელი: ხარ ჭირთა მამალხენელი჻ ყოფილი მყოფი უთქმელი: ყურთაგან მოუსმენელი჻ წყალობა თქვენი იჩქითად: არს ჩვენი გარმომფენელი჻

1239. მის ამბისა ცნობისათვის: ცრემლით ღ~თსა ადიდებდა჻ ფატმან ეჭვდა თავისათვის: ამად ცეცხლსა კვლავ იდებდა჻ ყმა ნამუსსა ინახევდა: სიყვარულსა იფერებდა჻ ფატმან ყელსა ეხვეოდა: პირსა მზესა აკოცებდა჻

1240. მას ღამით ფატმან იამა: ავთანდილთანა წოლითა჻ ყმა უნდო გვარად ეხვევის: ყელსა ყელითა ბროლითა჻ ჰკლავს თინათინის გონება: ძრწის იდუმლითა ძრწოლითა჻ გული ჴელ ქმნილი გასჭრია: მხეცთავე თანა რბოლითა჻

1241. ავთანდილ მალვით ცრემლსა: წევს დენად სისხლ ნართავისად჻ შიგან მელნისა მორევსა: ცურავს გიშრისა ნავისად჻ იტყვის თუ მნახეთ მიჯნურნო: იგი ვინ ვარდი ავისად჻ უმისოდ ნეხვთა ზედა ვზი: ბულბული მგზავსად ყვავისად჻

1242. მუნ ცრემლნი მისგან ნადენი: ქვათაცა დასალბონია჻ გიშრისა ტევრსა აგუბებს: ვარდისა ველსა ფონია჻ ფატმან მას ზედა იხარებს: მართ ვითა იადონია჻ თუ ყუავი ვარდსა იშოვნის: თავი ბულბული ჰგონია჻

1243. გათენდა ბანად წავიდა: მზე სოფელს შუქ ნაკიდები჻ დიაცმან უძღვნა მრავალი: კაბა ყაბაჩა რიდები჻ მრავალი ფერი სულნელი: ტურფა პერანგი წმიდები჻ რაცა გწადდესო ჩაიცვი: მე ნურას დამერიდები჻

1244. ავთანდილ თქვა საქმე ჩემი: გავაცხადო ამა დღესა჻ სამოსისა ვაჭრულისა: ცმა აქამდის დაეწესა჻ მას დღე ყოვლი საჭაბუკო: შეიმოსა ტანსა მხნესა჻ მოემატა დაშვენება: დაემგზავსა ლომი მზესა჻

1245. ფატმანს პური შეეკაზმა: ავთანდილის საწვეველად჻ ყმა შევიდა მოკაზმული: მხიარულად არ პირ ბნელად჻ ფატმან ნახა გაუკვირდა: ვაჭრულისა უმოსელად჻ შემოსცინა აგრე სჯობსო: შენთვის ჴელთა სასურველად჻

1246. ფატმან მისსა შვენებასა: მეტის მეტად ჰკვირდებოდა჻ მან პასუხი არა გასცა: თავისწინა ღიმდებოდა჻ შეეტყვების არ მიცნობსო: რა რეგვნად და რაგვარ ხმობდა჻ თუცა რასმე იფერებდა: მეტი არა გავიდოდა჻

1247. პური ჭამეს გაიყარნეს: ყმა მივიდა მისსა შინა჻ ღვინო სმული მხიარული: დაწვა ამოდ დაიძინა჻ საღამო ჟამს გაიღვიძა: შუქი ველთა მოაფინა჻ ფატმან უხმო მოდი მნახე: მარტო ვარო თავისწინა჻

1248. ფატმან მივიდა ავთანდილს: ჴმა ესმა მისგან ოხისა჻ იტყოდა მამკლავს უცილოდ: ტანი ალვისა მო ხისა჻ გვერცა დაისვა ბალიში: მისცა მისისა ნოხისა჻ ვარდისა ბაღსა უჩრდილობს: ჩრდილი წამწამთა ქოხისა჻

1249. ავთანდილ ბრძანა ჱე ფატმან: ვიცი ეს საქმე შენია჻ დაჰკრთები ამა ამბავსა: მართ ვითა გველ ნაკბენია჻ მაგრა აქამდის მართალი: შენ ჩემი არა გსმენია჻ ჩემნი მამკლველნი წამწამნი: შავნი გიშრისა ხენია჻

1250. გგონივარ ვინმე ვაჭარი: პატრონი ქარავანისა჻ მე ვარ სპასპეტი მაღლისა: მეფისა როსტევანისა჻ თავადი სპისა დიდისა: მათისა შესაგვანისა჻ მაქვს პატრონობა მრავლი: საჭურჭლე ზარდახანისა჻

1251. შენ გიცი კარგი მოყვარე: ერთგული მისანდობელი჻ მათ უვის ერთი ასული: მზე ხმელთა მანათობელი჻ იგია ჩემი დამწველი: და ჩემი დამადნობელი჻ მან გამამგზავნა დავაგდე: პატრონი მათი მშობელი჻

1252. რომე შენ ქალი გყოლია: მე ძებნად მისვე ქალისად჻ მივლია ყოვლი ქვეყანა: მის მზისა მონაცვალისად჻ მისთვის გაჭრილი მინახავს: წევს ლომი ფერ ნამკრთალი სად჻ გამაცუდებელად თავისად: მის გულისა და ძალისად჻