... (H-1090), XIX ს.

1114. ვაჭრის ცოლთა მხიარულმან, უმასპინძლე ამოდ დურად჻ სმასა ზედა უმიზეზოდ, გავხე რამე უგემურად჻ რა შემატყვეს გაიყარა, სხდომილ იყო რაცა პურად჻ მარტო დავრჩი სევდა რამე, შემომექცა გულსა მურად჻

1115. უკუმოვახვენ სარკმელნი, და შევაქცივე პირი ზღვასა჻ შორს ამიჩნდა ცოტა რამე, მოცურვედა შიგან ზღვასა჻ ვიხედვიდი ვიქარვებდი, კაეშნისა ჩემგან ზრდასა჻ ფრინველად ვთქვი ანუ მხეცად, სხვად ვამსგავსე მემცა რასა჻

1116. მე შორიდამ ვერად ვიცან, მომეახლა იყო ნავი჻ ორთა კაცთა ტანად შავთა, თჳთ პირიცა ედგა შავი჻ იქით აქეთ მოჰსდგომოდეს, ახლოს უჩნდა ოდენ თავი჻ გამოიღეს გამიკვირდეს, იგი უცხო სანახავი჻

1117. გამოჰზიდნეს იგი ნავი, გამოიღეს ბაღსა წინა჻ მიიხედეს მოიხედეს, ვინ გვიჭვრეტსო სადა ვინა჻ ვერა ჰნახეს სულიერი, ვერცა რამან შეაშინა჻ მე იდუმალ ვიხედვიდი, სულ ღებული ვიყავ შინა჻

1118. მით ნავიდაღმან მათ რომე, გარდმოსვეს კიდობანითა჻ აჴადეს ქალი გარდმოხდა, უცხოთა რათმე ტანითა჻ თავსა რიდითა შავითა, ქვეშეთ მოსილი მწვანითა჻ მზესა სიტურფით ეყოფის, იყოს მისითა გვანითა჻

1119. რა მობრუნდა ქალი ჩემკენ, შემოადგეს სხივნი კლდესა჻ ღაწვთა მისთა ელუარება, ელვარებდა ჴმელთა ზესა჻ დავიწუხენ თვალნი ყოლა, ვერ შევადგენ ვითა მზესა჻ უკმოვიხარჩ კარი ჩემკენ, მათი ჭვრეტა ვერა ჰსცნესა჻

1120. მოვიჴმენ ოთხნი მონანი, ჩემსა წინაშე მდგომელნი჻ უჩვენე ჰხედავთ ჰინდოთა, ტყვედ ყვანან შუქნი რომელნი჻ ჩაეპარენით ჩადითო წყნარად, ნუ ჩქარად მხლტომელნი჻ მოგყიდონ ფასი მიეცით, რისაცა იყვნენ მდომელნი჻

1121. თუ არ მოგცენ ნუღა მისცემთ, წაგვარეთ და დახოცენით჻ მოიყვანეთ ისი მთვარე, ჰქენით კარგად ეცადენით჻ ჩემნი ყმანი ზედა დაღმან, ჩაეპარნეს ვითა ფრენით჻ დაევაჭრეს არ მოჰყიდეს, შავნი ვნახენ მეტად წყენით჻

1122. მე სარკმელთა გარდავადეგ, რა შევიგენ არ მოჰყიდეს჻ შეუზახენ დაჰჴოცენით, დაიპყრეს და თავსა სჭრიდეს჻ იგი ზღვასა შეასრივნეს, შემოადგეს ქალსა ჰსცვიდეს჻ ჩავეგებე გამოვგვარე, ზღვის პირს ხანსა არ დაზმიდეს჻

1123. რა გიამბო ქება მისი, რა სიტურფე რა ნაზობა჻ ვჰფიცავ რომე იგი მზეა, არა ჰმართებს მზესა მზობა჻ ვინ გაიცდის შუქთა მისთა, ვინმცა ვით ქმნას ნახაზობა჻ მე თუ დამწვავს აჰა მზა ვარ, არღა უნდა ამას მზობა჻

1124. ესე სიტყუა დაასრულა, ფატმან იკრნა პირსა ხელნი჻ ავთანდილსცა აეტირნეს, გარდმოჰყარნა ცრემლნი ცხელნი჻ ერთმანერთი დაავიწყდეს, მისთვის გახდეს ვითა ხელნი჻ ღვარმან ზედათ მონადენმან, გააწყალნა ფიფქნი თხელნი჻

1125. მოიტირეს ყმამან უთხრა, ნუღარ გასწყვეტ გაასრულე჻ ფატმან იტყჳს მივეგებე, გული მისთვის ვაერდგულე჻ გარდუკოცნე ყოვლი ასო, თავი ამად მოვაძულე჻ ზედან დავსვი ტახტსა ჩემსა, შევეკვეთე გავესულე჻

1126. ვჰკადრე ვინ ხარ მითხარ მზეო, ანუ შვილი ვისთა ტომთა჻ ამა ზანგთა სით მოჰყუანდი, შენ პატრონი ცისა ხომთა჻ მან პასუხი არა მითხრა, მე სიტყუათა ესე ზომთა჻ ას ნაკეცი წყარო ვნახე, ცრემლთა მისთა მონაწთომთა჻ მეცნიერების შეტყობის ნდობა:

აქა ფატმანისაგან ნესტან დარეჯანის კითხვა და:

1127. რა მივაჭირვე კითხვითა, მეტითა საუბარითა჻ გულ ამოხჩინვიით აჰსტირდა, მით რამე ჴმითა წყნარითა჻ ბროლ ლალსა ღვარი ნარგისთა, მოჰსდის გიშრისა ღარითა჻ მისნი მჭვრეტელნი დავიწვი, გავხე გულითა მკვდარითა჻

1128. მითხრა შენ ჩემთვის, დედაო ხარ უმჯობესი დედისა჻ რას აქნევ ჩემსა ამბავსა, ზღაპარი არის ყბედისა჻ ღარიბი ვინმე შემსწრობი, ვარ უბედოსა ბედისა჻ თუღა რაც მკითხო ძალიმცა, გიგმია არსთა მხედისა჻

1129. ვსთქვი უჟამოდ არ წესია, მოყვანა და მზისა ხმობა჻ მომყუანელი გაშმაგდების, და წაუვა ერთობ ცნობა჻ ჴმობა უნდა ჟამიერად, სააჯოსა ყოვლსა თხრობა჻ რად არ ვიცი ამა მზისა, საუბრისა უჟამობა჻

1130. ავიყუანე იგი პირმზე, ნაქები და ვერ ვთქვი უქი჻ სურჳლმან და მზემან მისმან, ძლივ დავმალი მისი შუქი჻ ჩამოვბურე მრავალ კეცი, სტავრა მძიმე არ სუბუქი჻ ცრემლსა სეტყუს და ვარდსა, აზრობს წამწამთაგან მოქრის ბუქი჻

1131. მოვიყუანე შინა ჩემსა, იგი პირმზე ტანით ალვით჻ მოუკაზმე სახლი ერთი, შიგან დავსვი მეტად მალვით჻ არვის უთხარ სულიერსა, შევინახე ფარვით კრძალვით჻ ერთი ზანგი ვამსახურე, მე შევიდი ვნახი ხალვით჻

1132. ვით გიამბო საკჳრველი, მე გლახ მისი ყოფა ქცევა჻ დღე და ღამე გაუწყვეტლად, ტირილი და ცრემლთა ფრქვევა჻ შევეხვეწი დადუმდიო, წამ ერთ ჰქონდის ჩემი თნევა჻ აწ უმისოდ ვით ცოცხალ ვარ, ჰაი ჩემთჳს ვაგლახ მე ვა჻