... (H-1090), XIX ს.

1060. ვაჭარი ვინმე პატრონი, არს ქარავნისა დიდისა჻ საროსა მჰსგავსი ნაზარდი, და მთვარე დღისა შვიდისა჻ შვენის ჯუბა და მოხვევნა, ძოწეულისა რიდისა჻ მე მიხმო მკითხა ამბავი, და ნირი ლართა სყიდისა჻

1061. ფატმან ხათუნს გაეხარნეს, გააგება მონა ათი჻ მოუკაზმეს ქარვანსრანი, დააყენა ბარგი მათი჻ შემოვიდა ღაწჳ ვარდი, ბროლ ბალახში მინა სათი჻ მისთა მჭვრეტთა დაუსახეს, ვეფხსა ტოტი ლომსა თათი჻

1062. ზარი გახდა შემოაკრბეს, ქალაქისა ერნი სრულად჻ იქით აქათ იჯრებოდეს, უჭვრიტოთო ამას სრულად჻ ზოგნი ნდომით შეჰფრფინვიდეს, ზოგნი იყუნეს სულ წასულად჻ მათთა ცოლთა მოიძულეს, ქმარნი დარჩეს გაბასრულად჻

აქ ავთანდილისაგან ფატმანის ალაგში მისვლა ფატმანის: მიგებება და სიხარული:

1063. ფატმან ცოლი უსენისა, გაეგება კართა წინა჻ მხიარულად უსალამა, სიხარული დაიჩინა჻ ერთმანერთი მოიკითხეს, შევიდეს და დასხდეს შინა჻ ფატმან ხათუნს მოსვლა მისი, შევითვატყე არ ეწყინა჻

1064. ფატმან ხათუნ თვალად მარჯვე, არ ყმაწვილი მაგრამ მზმელი჻ ნაკვთად კარგი შავ გრემანი, პირ მსუქანი არ პირხმელი჻ მუტრიბთა და მომღერალთა, მოყუარული ღვინის მსმელი჻ დია ედვა სასალუქო, დასაბურავ ჩასაცმელი჻

1065. მას ღამესა ფატმან ხათუნ, უმასპინძლა მეტად კარგა჻ ყმამან უძღვნა ძღვენი ტურფა, მიმღებელთა ჰსთქვეს თუ ვარგა჻ ფატმანს მისი მასპინძლობა, უღირს ღ~თო არ დაკარგა჻ ჰსვეს და ჭამეს დასაწოლად, ყმა გავიდა ღამით გარ გა჻

1066. დილასა ლარი ყუელაი, უჩვენა გაახსნევინა჻ ტურფანი სეფედ გარდასხეს, ფასიცა დაათვლევინა჻ ვაჭართა უთხრეს წაიღეთ, აჰკიდა გააწევინა჻ ჰრქუა ვითა გინდა ვაჭრობდით, ნუ გაამჟღავნებთ მე ვინა჻

1067. ყმა ვაჭრულად იმოსების, არ ჩაიცვამს არას მისსა჻ ზოგჯერ უჴმის ფატმან მისსა, ზოგჯერ იყვის ფატმანისსა჻ ერთგან სხდიან უბნობდიან, საუბარსა არა მქისსა჻ ფატმანს ჰკვლიდა უმისობა, რამინისა ვითა ვისსა჻

აქა ფათმანისაგან ავთანდილის გამიჯნურება: წიგნის მიწერა:

1068. ჰსჯობს სიშორე დიაცისა, ვისგან ვითა დაითმობის჻ გილიზღებს და შეგიკვეთებს, მიგინდობს და მოგენდობის჻ მართ ანაზდად გიღალატებს, გაჰკვეთეს რაცა დაესობის჻ მით დიაცსა სამალავი, არასთანა არ ეთხრობის჻

1069. ფატმან ხათუნს ავთანდილის, გულსა ნდომა შეუვიდა჻ სიყუარული მეტის მეტი, მაემატა ცეცხლებრ სწვიდა჻ დამალვასა ეცდებოდა, მაგრა ჭირთა ვერ მალვიდა჻ იტყჳს რა ვქნა რა მერგების, აწვიმებდა ცრემლთა ღვრიდა჻

1070. მიღმა უთხრა ვაჲ თუ გასწყრეს, შეხედვაცა დამიძვირდეს჻ თუ არა ვსთქვა გავსძლებ, ცეცხლი არა უფრო გამიხშირდეს჻ ვჰსთქვა და მოვჰკვდე, ანუ დავრჩე ერთი რამე გამიპირდეს჻ მას მკურნალმან როგორ ჰკურნოს, თუ არ უთხრას რაცა სჭირდეს჻

1071. დაჰსწერა წიგნი საბრალო, მის ყმისა მისართმეველი჻ მისისა მიჯნურობისა, მისთა პატიჟთა მცნეველი჻ მისთა მსმენელთა გულისა, შემძრველი შემარხეველი჻ უსტარი შესანახავი, არ ცუდად დასახეველი჻

აქა წიგნი ფატმანისა ავთანდილთანა: სამიჯნუროდ მიწერილი:

1072. ჱე მზეო ღ~თსა ვინადგან, მზედ სწადდი დასაბადებლად჻ მით შენგან მოშორვებულთა, ლხინად არ ჭირთა მწადებლად჻ ახლოს შემყრელთა დამწველად, მათდა ცეცხლისა მადებლად჻ მნათობთა შენი შეხედვა, ტკბილად უჩანს დასაქადებლად჻

1073. შენ გტრფიალობენ მჭვრეტელნი, შენთვის საბრალოდ ბნდებიან჻ ვარდი ხარ მიკჳრს ბულბულნი, რად არა შენზედ კრფებიან჻ შენი შვენება ყუავილთა, აჭკნობს და ჩემნიც ჭკნებიან჻ სრულად დამწვარვარ თუ მზისა, შუქნი არ მამესწრებიან჻

1074. ღ~თი მყავს მოწმად ვიშიშვი, თქვენსა ამისა თხრობასა჻ მაგრა რა ვირგო დღე კრულმან, სრულად გავჰყრილვარ თმობასა჻ გული ვერ გასძლებს ნიადაგ, შავთა წამწამთა სობასა჻ თუ რას მეწევი მეწივე, თვარა მივხვდები ცნობასა჻

1075. მე ვირე ამა წიგნისა, პასუხი მამივიდოდეს჻ ვსცნობდე გინდოდე საკულავად, ან ჩემი რა გაგივიდოდეს჻ მუნამდის გავსძლო სულთა დგმა, გული რაზომცა მტკიოდეს჻ სიცოცხლე ანუ სიკვდილი, გარდმიწყდეს ნეტარძი ოდეს჻

1076. ფატმან ხათუნ დაწერა და, გაუგზავნა წიგნი ყმისა჻ ყმამან ასრე წაიკითხა, და ვინმეა ანუ თჳსი჻ თქვა არ იცის გული ჩემი, ვინ მაშიკობს ვისსა ვისი჻ რომე მიმიჩნს სამიჯნურო, რად ვამსგავსო მე მას ისი჻