... (H-1090), XIX ს.

1096. რა ესე ესმა ავთანდილს, ლაღსა ბუნება ზიარსა჻ ადგა და ლახტი აიღო, რა ტურფა რამე მჴნე არსა჻ ამა საქმისა ვერ ცნობა, თქვა ჩემი სიძუნტე არსა჻ ნუ ეჭვ სულ დგმულსა, მისებრსა სხვა არცა მისებრი არსა჻

1097. ფატმანს უთხრა კაცი მომეც, მასწავლელად წინამძღვარად჻ გზასა მართლად წამიყვანოს, თვარა მეშვლად მინდა არად჻ იმა კაცსა ვერა ვხედავ, მეომრად და ჩემად დარად჻ რაცა უყო მოგახსენებ, მუამიცადე იყავ წყნარად჻

1098. მას მისცა მონა დიაცმან, წინამძღურად წაცამყუანებლად჻ კულაცა შეჰყივლა ვინათგან, ცეცხლია ცხელი ანელად჻ თუ მოვითაჰკლა იგი ყმა, ჩემად გულისა მფხანელად჻ ბეჭედი ჩემი აცჳა, მას გვედრებ მოსატანელად჻

1099. ავთანდილ გავლო ქალაქი, მით უებროთა ტანითა჻ ზღჳს პირსა სახლი ნაგები, დგა ქვითა წითელ მწვანითა჻ ქვეშეთკენ სრითა ტურფითა, კულა ზედათ ბანის ბანითა჻ დიდროვანითა ტურფითა, მრავლითა თანის თანითა჻

1100. მუნ მიჰყავს პირმზე ავთანდილ, მას მისსა წინამძღომელსა჻ ჴმა მდაბლად ჰკადრებს ისია, სრა მისი ეძებ რომელსა჻ უჩვენებს ეტყჳს ხედაო, ბანსაზედა ქვე მდგომელსა჻ იქი წევს ძილად იცოდი, ანუ ქვე ჰპოვებ მჯდომელსა჻

1101. კარსა წინა დარაჯანი, ორნი უწვეს მას გლახ ყმასა჻ ყმა გავიდა გაეპარა, დააგდებდეს ვირე ჴმასა჻ თითო ხელი ყელსა მიჰყო, მუნვე მისცა სულთა ხდასა჻ თავი თავსა შეუტაკა, გაურია ტჳნი თმასა჻

აქა ავთანდილისაგან ჩაჩნაგირისა და ორის მისის დარაჯათ დახოცა:

1102. იგი ყმა საწოლს მარტო წვა, გულითა ჯავრიანითა჻ ჴელ სისხლიანი ავთანდილ, შედგა ტანითა ჯანითა჻ ვერღა აესწრა იდუმალ, მოჰკლა ვერცა თუ ვცანითა჻ ჴელი მოჰკიდა მიწასა, დაასკვნა დაკლა დანითა჻

1103. მჭვრეტელთა მზე და მებრძოლთა, მხეცი და ვითა ზარია჻ ბეჭდითურთ თითი მოჰკვეთა, ქვესკნელთ მიწათა გარია჻ ზღვათაკენ სარკმლთა გასტყორცა, ზღვისა ქვიშათა გარია჻ მისთჳს არცა სად სამარე, არცა სათხარად ბარია჻

1104. ჴმა მათისა დახოცისა, არ გაისმა არსით არა჻ წამოვიდა ვარდი ტკბილი, რასამცა ვით გაემწარა჻ ესე მიკჳრს სისხლი მისი, ასრე ვითა მოიპარა჻ რომე წეღან წამოევლო, გზა იგივე წაიარა჻

1105. რა ფატმანისსა შევიდა, ლომი მზე მოყმე წყლიანი჻ უბრძანა მოვჰკალ მან ყმამან, დღე ვეღარ ნახოს მზიანი჻ თჳთ მონა შენი მოწმად მყავს, ფიცი აფიცე ღ~თიანი჻ აჰა თითი და ბეჭედი, და დანა მაქვს მე სისხლიანი჻

1106. აწ მითხარ თუ რას იტყოდი, რას გაშმაგდი ისრე რეტად჻ რას გექადდა ისი კაცი, მესწრაფების მეტის მეტად჻ ფათმან ფერჴთა მოეხვია, არა ღირს ვარ პირსა ჭვრეტად჻ გამიმრთელდა გული წყლული, ახლა დავსჯე ცეცხლთა შრეტად჻

1107. მე და უსენი შვილითურთ, აწ ახლად დავიბადენით჻ ლომო ქებანი შენნიმცა, ჩვენ ვითა ვადიადენით჻ ვინათგან სისხლთა იმისთა, დაღვრანი დავიქადენით჻ თავთაგან გითხრობ ყუელასა, თქვენ სმენად დაემზადენით჻

აქა ფატმანისაგან ნესტან დარეჯანის ამბის მბობა, ავთანდილის წინაშე:

1108. ამა ქალაქსა წესია, დღესა მას ნავროზობასა჻ არცა ვინ ვაჭრობს ვაჭარი, არცა ვინ წავა გზობასა჻ ყოველნი სწორად დავიწყობთ, კაზმასა ლამაზობასა჻ დიდსა შეიქმენ მეფენი, პურობა დარბაზობასა჻

1109. ჩვენ დიდ ვაჭართა ზედა გვაძს, დარბაზს მიღება ძღვენისა჻ მათ საბოძვრისა ბოძება, მართებს მსგავსისა ჩვენისა჻ ათ დღემდის ისმის ყოველგან, ჴმა წინწილისა ებნისა჻ მოედანს მღერა ბურთობა, დგრიალი ცხენთა დგენისა჻

1110. ქმარი ჩემი დიდ ვაჭართა, წაუძღვების უსენ წინა჻ მათთა ცოლთა მე წავასხამ, მაწვეველი არათ მინა჻ დედოფალსა ძღვენსა უძღვნით, მდიდარი თუ გლახა ვინა჻ დარბაზს ამოდ გავიხარებთ, მხიარული მოვალთ შინა჻

1111. დღე მოვიდა ნავროზობა, დედოფალსა ძღვენი ვჰსძღვენით჻ ჩვენ მივართვით მათ გვიბოძეს, ავავსეთ ავივსენით჻ ჟამიერად მხიარულნი, წამოვედით ნებით ჩვენით჻ კულა დავსხედით გახარებად, მუნებურნი არ ვიყვენით჻

1112. ბაღსა შიგან თამაშობად, საღამოსა გავე ჟამსა჻ გავიტანე ხათუნები, მათი ჭმევა ჩემგან ჰჴამსა჻ მამყუებოდეს მომღერალნი, იტყოდიან ტკბილსა ჴმასა჻ ვიმღერდი და ვყმაწვილობდი, ვიცვალებდი რიდე თმასა჻

1113. იქ ბაღსა შიგან ტურფანი, სახლნი ნატიფად გებულნი჻ მაღალნი ყოვლგნით მხედველნი, ზღვა ზედან წაკიდებულნი჻ მუნ შევიტანენ ხათუნნი, იგი ჩემთანა ხლებულნი჻ კულა დავიდევით ნადიმი, დავსხედით ამოდ შვებულნი჻