.... (H-1759), XIX ს.

1060. ავთანდილ ასმათს უსტარი, მისცა მისისა ზრდილისა ალვისა შტო დამჭნარისა, მთვარისა ფერ მიხდილისა უთხრა თუ ნახე ნაწერი, მის პატიჟ გარდახდილისა მზე მოგვეახლა მოგვეცა, ჩვენ მოშორვება ჩრდილისა

1061. ასმათ რა ნახა უსტარი, სცნა მისი დანაწერობა გაჰკჳრდა ზარმან აიღო, ათრთოლებს ვითა ხელობა ტერფით თხემამდის გაუხდა, მას დიდი საკვირველობა იტყჳს რა ვნახე რა მესმის, არსცა ამისი მრთელობა

1062. ავთანდილ უთხრა ნუ გეშის, ეგე ამბავი მრთელია ლხინი მოგვეცა მოგვშორდა, ყოველი ჭირი ძნელია მზე მოგვეახლა უკუნი, ჩვენთვის აღარა ბნელია ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია

1063. ინდოთ მეფე მხიარული, ასმათს რასმე უბრძანებდა ერთმანერთსა ეხვეოდეს, სიხარული ატირებდა ვარდსა ზედან ყორნის ბოლო, ნამსა თხელსა აპკურებდა კაცსა ღ~თი არ გასწირავს, თუმცა კაცი შეიგებდა

1064. ღ~თსა მისცეს დიდი მადლი, თქვეს გვიყოო რაცა სჯობდა აწღა ვსცანით უარესსა, პირი თქვენი არ გაბრჭობდა ჰინდოთ მეფე ხელ განპყრობით, მხიარული ამას ხმობდა ქვაბს შევიდეს მხიარულნი, ასმათ რასმე მასპინძლობდა

1065. ტარიელ ეტყჳს ავთანდილ, ისმინე სიტყვა ასები გიამბობ რასმე ამბავსა, მოამბვედ ნუ გენასები მე ოდეს ქვაბნი წაუხვენ, დავხოცე დევთა დასები მას აქათ მათი აქა ძევს, საჭურჭლე ძვირ ნაფასები

1066. მე აგრე არა მინახავს, მართ ვითა არა მნდომია მოდი და გავხსნათ შევიგნეთ, საჭურჭლე თუ რა ზომია იამა ადგეს ორნივე, არცა ქვე ასმათ მჯდომია დალეწეს კარი ორმოცი, მათგან არ ზედა ომია

1067. პოვეს საჭურჭლე უსახო, კვლავ უნახავი თვალისა მუნ იდვა რიყე თვალისა, ხელ წმიდად განათალისა ჩნდის მარგალიტი ოდენი, ბურთისა საბურთალისა ვინმცა ქმნა რიცხვი ოქროსა, ვერვისგან დანათვალისა

1068. იგი სახლი ორმოცივე, შიგან იყო გატენილი პოეს ერთი ზარადახანი, აბჯრისათვის ახლად ქნილი მუნ აბჯარი ყოვლი ფერი, ასრე იდვა ვითა მწნილი შიგან ერთი კიდობანი, დაბეჭდილი არ გახსნილი

1069. ზედა ეწერა აქა ძეს, აბჯარი საკვირველიო ჯაჭ მუზარადი აბჯარი, ხმალი ბასრისა მჭრელიო თუ ქაჯნი დევთა შეებნენ, იყოს დღე იგი ძნელიო უმისჟამისოდ ვინც გახსნას, იყოს მეფეთა მკვლელიო

1070. კიდობანი გახსნეს პოვეს, მუნ აბჯარი სამი ტანი რასაცა ვით შეიმოსენ, მეომარნი სამნი ყმანი ჯაჭვი ხმალი მუზარადი, საბარკული მათი გვანი ზურმუხტისა ბუდებითა, იყვნეს ვითა ლუსკუმანი

1071. თვითომან თვითო ჩაიცვეს, თავის თავს გამოსცდიდიან ჯაჭვ მუზარადსა აბჯარსა, მართ ვერა ვერ მოკიდიან ჴმალი რკინასა მოჰკრიან, ვით ბანბის მკედსა სჭრიდიან მათ უღირს ყოვლად ქვეყანად, შევატყევ არ გაყიდიან

1072. თქუეს ესე ნიშნად გვეყოფის, ვართო კარგითა ბედითა ღ~თნ მოგხვედნა თვალითა, ზეგარდმო მონახედითა აიღეს იგი აბჯარი, თავის თავისა ქედითა თვითო მათ ერთი ფრიდონის, საძღვნობლად შეკრეს ღვედითა

1073. ოქროც რამე წაიტანეს, მარგალიტი ღარიბები გამოვიდეს გამობეჭდეს, ორმოცივე საჭურჭლები ავთანდილ თქვა ამას იქით, დავამაგრო ხმალთა ნები ამას ღამე არსად წავალ, რა გათენდეს არ დავდგები

1074. აქა მხატვარო დახატე, ძმად უმტკიცესად ძმობილნი იგი მიჯნურნი მნათობთა, სხვისა ვერვისგან სწრობილნი ორნივე გმირნი მოყმენი, მამაცობისა ცნობილნი რა ქაჯეთს მივლენ გასინჯოთ, ომი ლახვართა სობილნი

ტარიელისა და ავთანდილისაგან წასვლა ფრიდონისას

1075. რა გათენდა გაემართნეს, წაიტანეს ასმათ თანა ნურადინის ქვეყანამდი, შეისვიან მათ უკანა მუნ ვაჭარმან ოქროს ფასად, ცხენი მისცა არ უძღვანა ავთანდილ კმაა ყოლაოზად, სხვამცა ვინღა წაიტანა

1076. იარეს და ზედა შეხდეს, ნურადინის მეჯოგეთა ჯოგი ნახეს მოეწონა, ფრიდონისთვის ეაგეთა მუნ ავთანდილს ჰინდო ეტყვის, გაქნევ კარგთა სიშმაგეთა მოდი ფრიდონს გავლაღობნეთ, ჯოგსა მისსა მოვადგეთა

1077. ზღვა გაიარეს სამთავე, ერთგან ძმად შეფიცებულთა ფრიდონ გზა იცის იარეს, დღისით და ღამით რებულთა ფრიდონ თქვა ვახლავთ არეთა, ჩვენ ქაჯეთს მიახლებულთა აქადგან ღამით ვლა გვინდა, მით არას გამჟღავნებულთა

1078. ამა ფრიდონის თათბირთა, სამნივე ერთგან ზმიდიან რა გაუთენდის დასდგიან, და ღამით ფიცხლა ვლიდიან მივიდეს აჩნდა ქალაქი, მცველთა ვერ დასთვალვიდიან გარე კლდე იყო გუშაგთა, ჴმა ჯარვით გაადიდიან