... (H-742), XIX ს.

858. აწ ამბავი სხვა დავიწყო ყმასა წავყვე წამავალსა. არ შეექნა დარბაზობა მას დღეს როსტანს გულ გამწყრალსა. რა გათენდა ქუში ადგა ჰგავს თუ ადენს პირით ალსა. ხმობა ბრძანა ვეზირისა მიიყვანდეს შიშით მკრძალსა.

ცნობა როსტევან მეფისაგან ავთანდილის გაპარვით წასვლა.

859. რა ვაზირი მოწიწებით დარბაზს ნახა შემოსრული. როსტან უთხრა არა მახსონს გუშინდელი შენგან ქნილი. მაწყინე და გამარისხე ვერ დავიღე დიდხანს სული. აზომ რომე გაგათხოვე შენ ვაზირი გულის გული.

860. თუ რად მახსოვს რად უნდოდა ისრე ავად რად გაგხადე. მართლად უსთქვამს მეცნიერთა წყენააო ჭირთა ბადე. ესე გვარსა ნუ ოდეს იქ საქმე ხოლე გაიცადე. აწ მითხარ თუ რას იტყოდი თქვი და სიტყუა გააკვლადე.

861. კვლავ მოახსენა ვეზირმან სიტყუა ნაგუშინდელევი. რა გაიგონა შესთვალა პასუხი არ ნაგრძელევი. შენ თუ უშმაგო მგონიხარ ვარმცა ურია მე ლევი. კვლავ ამის მეტად ნუ მასმენ თვარე მე სულად გელევი.

862. რა გამოვიდა ვაზირმან ძებნა ვერ პოვა მინანი. მართ გაპარვასა უთხრობდეს მონანი ცრემლთა მდინანი. მან ჰსთქვა მე დარბაზს ვერ შევალ მახსოვან დღენი წინანი. ვინცაღა ჰკადრებს მან ჰკადროს რაცა ვჰთქვი მასცა ვინანი.

863. რა ვეზირი არ შევიდა კვლავ მეფემან კაცი ჰგზავნის. კაცმან სცნის და გარეთ დადგის წასვლა ვერვინ გაამჟღავნის. როსტანს ეჭვი შეუვიდა ჭმუნვა ამით გაათავნის. ჰსთქვა უცილოდ გაიპარა ვინ მარტომან ასთა ავნის.

864. თავ დადრეკით იგონებდა გულსა ჰქონდა ჭმუნვა დიდი. უში ქმნა და აიხედნა უბრძანებდა მონას მიდი. მოვიდეს და აწ მიამბოს შემოვიდეს იგი ფლიდი. რა ვეზირი შემობრუნდა ფერი ჰკრთა და ჰქონდა რიდი.

865. კვლავ შევა დარბაზს ვეზირი დაღრეჯით არ მხიარულად. მეფემან ჰკითხა წასრულა მზე დაუდგრომლად მთვარულად. მან მოახსენა ყველაი ვით წასრულიყო დარულად. მზე აღარ მზეობს ჩვეთანა დარი არ დარობს დარულად.

866. რა მეფემან მოისმინა დაიზახნა მეტის მეტნი. მოსთქვამს იტყვის ვაი გაზრდილო ვეღარ გნახვენ თვალნი რეტნი. პირსა ხოჭით წვერსა გლეჯით გააკვირნა მისნი მჭვრეტნი სად წაჰხე და სად დაჰკარგენ სინათლენი ეგე სვეტნი.

867. თუ თავი შენი შენ გახლავს ღარიბად არ იხსენები. მაგრა მე რა ვქნა გაზრდილო აწ სახლად მართებს სენები. გამაღარიბე დამაგდე გულსა გლახ ვისთვის ენები. შენად შეყრამდის პატიჟთა ჩემთა ვერ იტყვის ენები.

868. ოდეს გნახავ მხიარულსა ნადირობით შემოსრულსა. ვეღარ გიჭვრეტ ნაბურთალსა ტანსა მჭევრსა ჯავარ სრულსა. ვეღარ ვისმენ ხმასა შენსა სასმენელად მე მასულსა. აწ უშენოდ რა გლახ უყო საჯდომსა და სრასა სრულსა.

869. ვიცი არ მოგკლავს შიმშილი რაზომცა დია ირები. შენ შენი მშვილდი დაგარჩენს შენთა ისართა პირები. ნუთუ კვლავ ღმერთმან წყალობით გაგიადვილოს ჭირები. მაგრა თუ მოვკვდე გაზრდილო ვისგანღა დავიტირები.

870. ზარი გაისმა შემოკრბა ჯარი მრავალი კაცისა. დარბაზს ხასთაგან ჯარია ხელითა წვერთა ტაცისა. იგლეჯს და იცემს ყველაი ხმა ისმის თავსა ტკაცისა. თქვეს ბნელი გვმართებს დღე კრულთა რადგან მზე მიგვიდრკა ცისა.

871. რა მეფემან დიდებულნი ნახა სულთქმით შემოსტირნა. უთხრა ხედავთ მზემან ჩვენმან შუქნი სრულად დაგვიძვირნა. რა ვაწყინეთ რა შევსცოდეთ რად დაგუყარნა რად გაგვწირნა. სპანი მისგან დაჭირულნი ვინცაღა ვით დაგვიჭირნა.

872. ყოვლნი ჰსტიროდეს მოთქმიდეს მერმე დაწყნარდეს გვიანად. მეფემან ბრძანა იკითხეთ მარტოა ანუ ყმიანად. მოვიდა მონა შერმადინ მოშიშრედ სირცხვილიანად. ანდერძი ჰკადრა ატირდა სიცოცხლე უჩნდა ზიანად.

873. მოახსენა საწოლს ვპოვე ესე მისგან დანაწერი. ჰსდგეს მონანი ნატირებნი დაეგლიჯა თმა და წვერი. იგი მარტო გაპარულა ყმა არ ახლავს არცა ბერი. მე თუ მამკლავთ მემართლებით სიცოცხლე მჭირს შეუფერი.

874. რა ანდერძი წაიკითხეს კვლავ იტირეს დიდი ხანი. მერმე ბრძანა მხიარულსა ნუ ჩაიცმენ ჩემნი სპანი. ვამლოცველნეთ დავრდომილნი ობოლნი და ქვრივნი სხვანი. შევეწივნეთ მშვიდობისა ნუთუ მისცეს მისცეს ღმერთმან გზანი.

წასვლა ავთანდილისაგან მეორედ გაპარვით და ტარიელის შეყრა.

875. მთვარე მზესა მოეშორვოს მოშორვება გაანათლებს. რა იახლოს შუქი დასწვავს გაეყრების ვერ იახლებს. მაგრა ვარდსა უმზეობა გაახმობს და ფერსა აკლებს. ჩვენ ვერ ჭვრეტა საყვარლისა ჭირსა ძველსა გაგვიახლებს.