... (H-742), XIX ს.

781. ყოველსავე მართლად გითხრობ არ სიტყვასა საკვეხელსა. მიმელის და ვერ მივსლვარ ესე მიდებს ცეცხლსა ცხელსა. ვერ გაუტეხ ზენაარსა ვერ გავსწირავ ხელი ხელსა. რამცა სადა გაუმარჯვდა კაცთა ფიცთა გამტეხელსა.

782. რაცა გითხრა ჩემაგიერ როსტანს ჰკადრე მიედ სრასა. თავმან მისმან ფიცით გეტყვი შენ ვეზირსა ოსტასრასა. არ შემიპყრობს არ დავდგები თუ შემიპყრობს მაქნევს რასა. მიშველე რა გული ცეცხლმან არ დამიჭრას არა სრასა.

783. ჰკადრე ვინ გაქოს ყოველმან პირმა არ მეუმზრახემან. ვითა ვიშიშვი გაცნობოს ღმერთმან ნათელთა სახემან. მაგრა მან ყმამან ცეცხლითა დამწვა ალვისა სახემან. გული წამსავე წამიღო ვერათ ვერ შევინახე მან.

784. აწ მეფეო უმისობა ჩემგან ყოლა არ ეგების. გული მას აქვს გულოვანსა აქა ხელი რა მეხდების. თუ რას ვარგებ პირველ ხოლმე თვით სახელი თქვენ მოგხვდების. ვერას ვარგებ გულსა დავსდებ ჩემი ფიცი არ გატყდების.

785. წასლვა ჩემი გულსა თქვენსა არ ეწყინოს არ დაჭმუნდეს. თავსა ჩემსა გაგებული იქმნას ღმერთსა რაცა უნდეს. მანვე ჰქმნას და გაგიმარჯვდეს თქვენი თქვენკე დაგიბრუნდეს. არ მოვბრუნდე თქვენმცა სუფევთ მტერი თქვენნი დაძაბუნდეს.

786. კვლავ პირ მზე ეტყვის ვეზირსა მე სიტყვა შევამცირეო. აწ ესე ჰკადრე მეფესა შევინვიდოდეს ვირეო. მიაჯე ამოდ გაშვება და თავი გაიგმირეო. ასი ათასი წითელი შენ ქრთამად შეიწირეო.

787. ვეზირმან უთხრა სიცილით ქრთამი შენ გქონდეს შენია. შენგან კმა ჩემად წყალობად რომე გზა გაგიჩენია. მაგას რა ვკადრებ მეფესა რაცა აწ თქვენგან მსმენია. ვიცი უცილოდ ამავსებს შოება რა საწყენია.

788. თავმან მისმან მუნვე მამკლავს ვეჭვ წამიც არ წამეაროს. შენი ოქრო შენვე დაგრჩეს მე გლახ მიწა მესამაროს. მომკალ კაცსა სიცოცხლისა სწორად რაცა მოეხმაროს. არ ითქმის და ვერცა ვიტყვი რა გინდა ვინ მისაგმაროს

789. გზა არ წავა თავსა წინა სიცოცხლე გლახ ვითა სთქვიო. ამიკლებს და ანუ მამკლავს ეგე სიტყვა ვითა სთქვიო. რად არ მუნვე გაიგონე რად ხარ შმაგი აგრეთიო. ჰსჯობს სიცოცხლე აკლებასა ამას თავსა აწვე ვსწვრთიო.

790. თუ მეფეცა გაგიშვებდეს თვით ლაშქარნი რად დაღორდენ. რად გაგიშვან რად დაღორდენ ანუ მზესა რად მოშორდენ. შენ წახვიდე მტერნი ჩვენნი დაგვთამამდენ გაგვისწორდენ ეგე ასრე არ იქნების ვითა ჩიტნი არ გაქორდენ.

791. ყმა ატირდა ცრემლით უთხრა ჰხამს თუ დანა გულსა ვიცი. ჰე ვეზირო შეგეტყობის სიყვარული არ თურ იცი. ანუ სხვაცა არ გინახავს მოყვრობა და არცა ფიცი. თუ გინახავს უმისოსა ჩემი ლხინი ვითა მტკიცი.

792. მზე დაბრუნდა არ ვიცოდი მზესა რამცა დააბრუნვებს. აწ ვუშველოთ გვიჯობს იგი ნაცვლად დღესა დაგვითბუნვებს. ჩემი ჩემებრ არვინ იცის რა მამწარებს რა მატკბუნვებს. ცუდთა კაცთა საუბარი კაცსა მეტად დააჭმუნვებს.

793. მეფე ანუ მისნი სპანი ნეტარ ხელსა რასა მხდიან. აწ ვითამცა გაუწყვეტლად უცნობოსა ცრემლი მდიან. ჰსჯობს წავიდე არ გავტეხნე კაცსა ფიცნი გამოსცდიან. ჭირნი მისგან უნახავნი კაცსა ვისმებ გამოსცდიან.

794. აწ ვეზირო მაგა პირსა გული კრული ვით მოგთმინდეს. რკინა ჩემი მონაცვალე ჰხამს გაცვილდეს არ გატინდეს. ვერ გარდვიხდი თვალთა მისთა ჯეონიცა თვალთა მდინდეს. მამეხმარე ნუთუ ჩემგან მოხმარება შენცა გინდეს.

795. არ გამიშვებს გავიპარვი წავალ მათგან შეუგებლად. მით მენუკევს ეგრე დავრთო გული ცეცხლთა მოსადებლად. ვიცი ჩემთვის არას გიზამს თუ არ უნდი გასაძებლად. ჰსთქვი რა გინდა წაგეკიდოს თავი დადევ საწამებლად.

796. ვეზირმან ჰსთქვა შენი ცეცხლი მეცა ცეცხლად მამედების. ვეღარ უჭვრეტ ცრემლთა შენთა სოფელიცა გაჰქარდების. ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა ზოგჯერ თქმითაც დაშავდების. ვიტყვი მოვჰკვდე არა მგამა ჩემი მზეცა შენ მოგხვდების.

797. რა ვეზირმან ესე უთხრა ადგა დარბაზს გაემართა. მეფე დახვდა შეკაზმული პირი მზეებრ ეწაღმართა. შეუშინდა საწყენლისა მოხსენება ვერ შემართა. დაყრით დგა და იგონებდა არ საქმეთა საომართა.

798. მეფემან ნახა ვეზირი დაღრეჯით დაყმუნვებული. უბრძანა რა გჭირს რა იცი რად მოხვე შეჭირვებული. მან ჰკადრა არა არ ვიცი მართ ვარ თავისა ვებული. მართალ ხართ მამკლათ რა გესმას ამბავი ჩემგან ცნებული.

799. ჩემი ჭმუნვა ჭირსა ჩემსა არცა მატს და არცა დიდობს. მეშინიან თუცა შიშსა მოციქული ვერ დარიდობს. აწ ავთანდილ გეთხოვების მოაჯეობს არ წამკიდობს. უმის ყმისოდ სოფელსა და საწუთროსა მისთვის ფლიდობს.

800. რაცა იცოდა ყველაი ჰკადრა მოშიშრად ენითა. კვლავ მოახსენა რამცა სცნა სიტყვითა ესოდენითა. თუ რაგავარ მყოფი მინახავს თუ რაგვარ ცრემლთა დენითა. მართალ ხართ ჩემთვის რისხვანი თუმცა იანაზდენითა.