... (H-742), XIX ს.

820. იტყვის როსტან არ გამიშვა არცა სიტყვა მამისმინა. მან არ იცის რათ ვინა და სულდგმულია ვისგან ვინა. უმისომცა ნუ ცოცხალ ვარ ნუცა გარე ნუცა შინა. რაცა საქმე უსამართლო ღმერთმან ვისმცა შეარჩინა.

821. თუმცა მისი არ გაწირვა ჩემგან მტკიცობს არ სათუობს. ყოვლი ცრუ და მოღალატე ღმერთსა ჰგმობს და აგრე ცრუობს. გული მისი უნახავი ჰსტირს და სულთქვამს ვაებს უშობს. ლხინსა არას არ იახლებს ჰკრთების კუშტობს ვაშობს ქშობს.

822. სამი არის მოყურისაგან მოყურობისა გამოჩენა. პირველ ნდომა სიახლისა სიშორისა ვერ მოთმენა. მიცემა და არას შური ჩუქებისა არ მოწყენა. გავლენა და მოხმარება მისად რგებად ველთა რბენა.

823. რადღა ვაგრძელებ სიტყვასა ჟამია შემოკლებისა. აწ გაპარვაა წამალი ამა გულისა ხლებისა. რასაცა გვედრებ ისმენდი ვიდრე დრო გქონდეს ხლებისა. შენ გაამაგრე დაჭირვა ჩემისა ნასწავლებისა.

824. აწ მეფეთა სამსახურად პირველ თავი დაამზადე. სიკეთე და უკლებრობა შენი ერთობ გააცხადე. სახლი ჩემი შეინახე სპათა ჩემთა ეთავადე. სამსახური აქამდისი კვლავ გავლენა გააკვლადე.

825. მტერთა ჩემთა ენაპირე ძალი ნუმცა მოგაკლდების. ერთგულთათვის კარგი ნუ გშურს ორგულნიმცა შენნი კვდების. შემოვიქცე ვალი შენი: ჩემგან კარგად გარდიხდების. პატრონისა სამსახური არაოდეს არ წახდების.

826. ესე ესმა ცრემლი ცხელი შერმადინსა თვალთა სდინდი. მოახსენა მარტოობით ჭირსა რადმცა შეუშინდი. მაგრა რა ვქმნა უშენომან დამეცემის გულსა ბინდი. წამიტანე სამსახურად მოგეხმარვი რაცა გინდი.

827. ვის ასმია მარტოსაგან ღარიბობა ეგზომ დიდი. ვის ასმია პატრონისა ჭირსა შიგან ყმისა რიდი. დაკარგულსა გიგონებდე რა ვიქნები აქა ფლიდი. ყმამან უთხრა ვერ წაგიტან რაზომსაცა ცრემლსა ღვრიდი.

828. შენგან ჩემი სიყვარული ვითამც არა დამეჯერა. მაგრა საქმე არ მოხდების ჟამი ასრე დამემტერა. ვის მივანდო სახლი ჩემი შენგან კიდე ვინც მეფერა. გული დადევ დაიჯერე ვერ წაგიტან ვერა ვერა.

829. თუ მიჯნური ვარ ერთი ვხამ ხელი მინდორთა მე რებად. არ მარტო უნდა გაჭრილი ცრემლისა სისხლითა ღვარებად. გაჭრა ხელია მიჯნურთა რად ჰსცალს თავისა ბერებად. ასრეა ესე სოფელი შესჯერდი კვლა შეჯერებად.

830. რა მოგშორდე მახსენებდი სიყვარული ჩემი გქონდეს. არ ვეშიშვი მტერთა ჩემთა თავი მონად მამიმონდეს. ჰხამს მამაცი გაგულოვნდეს ჭირსა შიგან არ დაღონდეს. მძულს რომ კაცსა სააუგო საქმე არა არ შესწონდეს.

831. მე იგი ვარ ვინ სოფელსა არა მოვჰკრეფ კიტრსა ბერად. ვის სიკვდილი მოყვრისათვის თამაშად და მიჩანს მღერად. ჩემსა მზესა დავეთხოვე გაუშვივარ დავდგე მე რად. თუ მას დავჰთმობ სახლსა ჩემსა ვეღარ დავთმობ ვისა მე რად.

832. აწ ანდერძსა ჩემსა მოგცემ როსტანს წინა დაწერილსა. შენ შეგვედრებ დაგიჭიროს ვითა გმართებს ჩემსა ზრდილსა. მოვკვდე თავსა ნუ მოიკლავ სატანისგან ნუ იქ ბნელსა. ამაზედა იტირებდი დაიდებდი თვალთა მილსა.

ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე ოდეს გაიპარა.

833. დაჯდა წერად ანდერძისა საბრალოსა საუბრისად. ჰე მეფეო გავიპარე ძებნად ჩემგან საძებრისად. ვერ დავდგები შეუყრელად ჩემთა ცრემლთა მამდებრისად. შემინდევ და წამატანე მოწყალება ღ~თაებრისად.

834. ვიცი ბოლოდ არ დამიგმობ ამა ჩემსა გაზრახულსა. კაცი ბრძენი ვერ გასწირავს მოყვარესა მოყვარულსა. მე სიტყვასა ერთსა გკადრებ პლატონისგან სწავლა თქმულსა. სიცრუვე და ორ პირობა ავნებს ხორცსა მერმე სულსა.

835. რადგან თავი სიცრუვეა ყოვლისა უბედობისა. მე რად გავსწირო მოყვარე ძმა უმტკიცესი ძმობისა. არა ვიქ ცოდნა რას მარგებს ფილასოფოსთა ბრძნობისა. მით ვისწავლიდით მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა.

836. წაგიკითხავს სიყვარულსა მოციქულნი რაგვარ სწერენ. ვით იტყვიან ვით აქებენ სცან ცნობანი მიაფერენ. სიყვარული აგვამაღლებს ვით ეჟვანი ამას ჟღერენ. შენ არ ჰსჯერხარ უსწავლელნი კაცნი რადმცა შევაჯერენ.

837. ვინ დამბადა შეძლებაცა მანვე მამცა მძლევად მტერთად. ვინ არს ძალი უხილავი შემწე ყოვლთა მიწიერთად. ვინ საზღვარსა დაუსაზღურებს ზის უკვდავი ღმერთი ღმერთად. იგი გახდის წამი ყოფით ერთსა ასად ასსა ერთად.

838. რაცა ღ~თსა არა სწადდეს არა საქმე არ იქნების. მზისა შუქთა ვერ მჭვრეტელი ია ხმების ვარდი ჭკნების. თვალთა ტურფა საჭვრეტელი ყველა რამე ეშვიდნების. მე ვით გავსძლო უმისობა ან სიცოცხლე ვით გეთნების.