... (H-2610), XVIII ს.

862. მაქვს჻ საქონელი჻ ურიცხვი჻ ვერვისგან჻ ანაწონები჻ მიეც჻ გლახაკთა჻ საჭურჭლე჻ ათავისუფლე჻ მონები჻ შენ჻ დაამდიდრე჻ ყოველი჻ ობოლი჻ არას჻ მქონები჻ მიღვწიან჻ მომიგონებენ჻ დამლოცვენ჻ მოვეგონები჻

863. ღმერთსა჻ მვედრებდა჻ მრავალი჻ გლახაკი჻ გულმხურვალები჻ დამხსნას჻ ხორცთა჻ და჻ სოფელსა჻ ნუმცა჻ რად჻ შევიცვალები჻ კვლა჻ ცეცხლი჻ ჯოჯოხეთისა჻ ნუმცა჻ მწვავს჻ იგი჻ ალები჻ მომცეს჻ მკვიდრივე჻ მამული჻ მუნ჻ ჩემი჻ სასურვალები჻

864. დამხსნას჻ ბნელი჻ და჻ ნათელი჻ შემმოსოს჻ ზესთა჻ ზენისა჻ მუნ჻ დამაუნჯოს჻ წამალი჻ სადა჻ ძეს჻ სულთა჻ ლხენისა჻ ჩემი჻ არ჻ ჰქონდეს჻ შეძლება჻ სოფლისა჻ მღილთა჻ კბენისა჻ ფრთენი჻ მომესხნენ჻ და჻ ძალი჻ მომეცეს჻ აღმაფრენისა჻

865. რაცა჻ თქვენთვინ჻ არ჻ ვარგიყოს჻ საჭურჭლესა჻ დასადებლად჻ მიეც჻ ზოგი჻ ხანაგათა჻ ზოგი჻ ხიდთა჻ ასაგებლად჻ ნურა჻ ნუ჻ გშურს჻ საქონელი჻ ჩემი჻ ჩემთვის჻ წასაგებლად჻ შენგან჻ კიდევ჻ არვინ჻ მივის჻ ცეცხლთა჻ ჩემთა჻ დამავსებლად჻

866. ამას჻ იქით჻ ჩემგან჻ ჩემი჻ ამბავიცა჻ არ჻ გეცნევის჻ ამად჻ გვედრებ჻ სულსა჻ ჩემსა჻ წიგნი჻ გკადრებსარ჻ გეთნევის჻ არას჻ მარგებს჻ ეშმაკისა჻ საქმეთაგან჻ დაეძლევის჻ შემინდევ჻ და჻ შემივედრე჻ მკვდარსა჻ რაღა჻ გარდმეხდევის჻

867. გვედრებ჻ მეფეო჻ შერმადინს჻ მონასა჻ ჩემსა჻ რჩეულსა჻ ნაკად჻ აქვს჻ ჭირი჻ სამისოდ჻ ამ჻ წელიწადსა჻ წლეულსა჻ ნუგეშინისეც჻ წყალობით჻ ჩემგან჻ წყალობაჩვეულსა჻ ნუ჻ დაადინებ჻ თვალთაგან჻ ცრემლსა჻ სისხლითა჻ ფრქვეულსა჻

868. გასრულდა჻ ჩემი჻ ანდერძი჻ ჩემგან჻ ნაწერი჻ ხელითა჻ აჰა჻ გამზრდელო჻ მოგშორდი჻ წაველ჻ გულითა჻ ხელითა჻ ნუ჻ სჭმუნავთ჻ ჩემთვის჻ მეფენი჻ ნუ჻ ხართ჻ მოსილნი჻ ბნელითა჻ სუფევით჻ ხარმცა჻ თავითა჻ მტერთაგან჻ საკრძალველითა჻

869. მისცა჻ ანდერძი჻ შერმადინს჻ რა჻ გაათავა჻ წერითა჻ უთხრა჻ ჰკადრეო჻ მეფესა჻ საქმითა჻ მეცნიერითა჻ შენ჻ დაგამეტებს჻ ვერავინ჻ მსახურებითა჻ ვერითა჻ მოეხვია჻ და჻ ატირდა჻ ცრემლითა჻ სისხლთა჻ ფერითა჻

870. ყმა჻ შეეკაზმა჻ წასავლად჻ ცრემლითა჻ მოერწყო჻ ველი჻ მზე჻ წავიდოდა჻ დაეცა჻ არაბეთს჻ ბინდი჻ ყოველი჻ ხამს჻ შეპოვნება჻ მაღლისა჻ ვინცა჻ არს჻ ჭიტსა჻ მოველი჻ მიზგითას჻ მივა჻ ღმრთისაგან჻ გამარჯვებისა჻ მთხოველი჻

ლოცვა ავთანდილისაგან მაზგითას და გაპარვა მისი჻

871. ილოცავს჻ იტყვის჻ მაღალო჻ ღმერთო჻ ხმელთა჻ და჻ ცათაო჻ ზოგჯერ჻ მომცემო჻ პატიჟთა჻ ზოგჯერ჻ კეთილთა჻ მზათაო჻ უცნაურო჻ და჻ უთქმელო჻ უფალო჻ უფლებათაო჻ მომეც჻ დათმობა჻ სურვილთა჻ მფლობელო჻ გულისთქმათაო჻

872. ღმერთო჻ ღმერთო჻ გეაჯები჻ რომელი჻ ჰფლობ჻ ქვენათ჻ ზესა჻ შენ჻ დაჰბადე჻ მიჯნურობა჻ შენ჻ აწესებ჻ მისსა჻ წესსა჻ მე჻ სოფელმან჻ მომაშორვა჻ უკეთესსა჻ ჩემსსა჻ მზესა჻ ნუ჻ ამოჰფხვრი჻ სიყვარულსა჻ მისგან჻ ჩემთვის჻ დანათესსა჻

873. ღმერთო჻ ღმერთო჻ მოწყალეო჻ არვინ჻ მივის჻ შენგან჻ კიდე჻ შენგან჻ ვითხოვ჻ შეწევნასა჻ რაზომსაცა჻ გზასა჻ ვლიდე჻ მტერთა჻ ძლევა჻ ზღვათა჻ ღელვა჻ ღამით჻ მავნე჻ გამარიდე჻ თუღა჻ დავრჩე჻ გმსახურებდე჻ შენდა჻ მსხვერპლსა჻ შევსწირდე჻

874. რა჻ ილოცა჻ ცხენსა჻ შეჯდა჻ მალვით჻ კარნი჻ გაიარნა჻ შერმადინცა჻ დააბრუნა჻ თუმცა჻ ვამნი჻ ადიადნა჻ მონა჻ ტირს჻ და჻ მკერდსა჻ იცემს჻ საბრალომან჻ ცრემლი჻ ღვარნა჻ პატრონისა჻ ვერა჻ მჭვრეტმან჻ ყმამან჻ რამცა჻ გაიხარნა჻

875. მოსთქვამს჻ და჻ იტყვის჻ ვა჻ მზეო჻ შენი჻ ადგილი჻ ჩრდილდები჻ შენ჻ მოგეშორე჻ დაღამდა჻ ჩემთვის჻ აღარა჻ დილდების჻ მე჻ მანდით჻ მესვრის჻ ისარი჻ ერთიცა჻ არ჻ ამცილდების჻ გამყარა჻ ლხინა჻ სოფელმან჻ აწ჻ თვალთა჻ ცრემლი჻ მილდების჻

876. აწ჻ ამბავი჻ სხვა჻ დავიწყო჻ ყმასა჻ წავჰყვე჻ წამავალსა჻ არ჻ შეექნა჻ დარბაზობა჻ მას჻ დღეს჻ როსტანს჻ გულგამწყრალსა჻ რა჻ გათენდა჻ ქუში჻ ადგა჻ ჰგავს჻ თუ჻ ადენს჻ პირით჻ ალსა჻ ხმობა჻ ბრძანა჻ ვაზირისა჻ მიიყვანდეს჻ შიშით჻ მკრძალსა჻

ცნობა როსტევან მეფისაგან ავთანდილის გაპარვით წასვლისა჻

877. რა჻ ვაზირი჻ მოწიწებით჻ დარბაზს჻ ნახა჻ შემოსრული჻ როსტან჻ უთხრა჻ არა჻ მახსოვს჻ გუშინდელი჻ შენგან჻ თქმული჻ მაწყინე჻ და჻ გამარისხე჻ ვერ჻ დავიღე჻ დიდხანს჻ სული჻ აზომ჻ რომე჻ გაგათრივე჻ შენ჻ ვაზირი჻ გულისგული჻

878. თუღა჻ გახსოვს჻ რად჻ უნდოდა჻ ისრე჻ ავად჻ რად჻ გაგხადე჻ მართლად჻ უთქვამს჻ მეცნიერთა჻ წყენააო჻ ჭირთა჻ ბადე჻ ესეგვარსა჻ ნუოდის჻ იქ჻ საქმე჻ ხოლე჻ გაიცადე჻ აწ჻ მითხარ჻ თუ჻ რას჻ იტყოდი჻ თქვი჻ და჻ სიტყვა჻ გააკვლადე჻

879. კვლა჻ მოახსენა჻ ვაზირმან჻ სიტყვა჻ ნაგუშინდელევი჻ რა჻ გაიგონა჻ შესთვალა჻ პასუხი჻ არ჻ ნაგრძელევი჻ შენ჻ თუ჻ უშმაგო჻ მგონიხარ჻ ვარმცა჻ ურია჻ მე჻ ლევი჻ კვლა჻ ამის჻ მეტად჻ ნუ჻ მასმენ჻ თვარა჻ მე჻ სრულად჻ გელევი჻