... (H-2610), XVIII ს.

938. ყმამან჻ უთხრა჻ რაშიგან჻ ხარ჻ შენ჻ საქმესა჻ რად჻ იქ჻ ავსა჻ ვინ჻ მიჯნური჻ არ჻ ყოფილა჻ ვის჻ სახმილი჻ არა჻ სწვავსა჻ ვის჻ უქნია჻ შენი჻ მსგავსი჻ სხვათა჻ კაცთა჻ ნათესავსა჻ რად჻ სატანას჻ წაუღიხარ჻ რად჻ მოიკლავ჻ ნებით჻ თავსა჻

939. თუ჻ ბრძენი჻ ხარ჻ ყოვლნი჻ ბრძენნი჻ აპირებენ჻ ამა჻ პირსა჻ ხამს჻ მამაცი჻ მამაცური჻ სჯობს჻ რაზომცა჻ ნელად჻ ტირსა჻ ჭირსა჻ შიგან჻ გამაგრება჻ ასრე჻ უნდა჻ ვით჻ ქვითკირსა჻ თავისისა჻ ცნობისაგან჻ ჩავარდების჻ კაცი჻ ჭირსა჻

940. ბრძენი჻ ხარ჻ და჻ გამორჩევა჻ არა჻ იცი჻ ბრძენთა჻ თქმულებ჻ მინდორს჻ სტირ჻ და჻ მხეცთა჻ ახლავ჻ არას჻ წადილსა჻ ისრულებ჻ ვისთვის჻ ჰკვდები჻ ვერ჻ მიხვდები჻ თუ჻ სოფელსა჻ მოიძულებ჻ თავსა჻ მრთელსა჻ რად჻ შეიკრავ჻ წყლულსა჻ ახლად჻ რად჻ იწყლულებ჻

941. ვინ჻ არ჻ ყოფილა჻ მიჯნური჻ ვის჻ არ჻ სახმილნი჻ სდებიან჻ ვის჻ არ჻ უნახვან჻ პატიჟნი჻ ვისთვის჻ ვინ჻ არა჻ ბნდებიან჻ მითხარ჻ უსახო჻ რა჻ ქნილა჻ სულნი჻ რად჻ ამოგხდებიან჻ არ჻ იცი჻ ვარდნი჻ უეკლოდ჻ არავის჻ მოუკრებიან჻

942. ვარდსა჻ ჰკითხეს჻ ეგზომ჻ ტურფა჻ რამა჻ შეგქმნა჻ ტანად჻ პირად჻ მიკვირს჻ რად჻ ხარ჻ ეკლიანი჻ პოვნა჻ შენი჻ რად჻ ა჻ ჭირად჻ მან჻ თქვა჻ ტკბილსა჻ მწარე჻ ჰპოვებს჻ სჯობს჻ იქნების჻ რაცა჻ ძვირად჻ ოდეს჻ ტურფა჻ გაიეფდეს჻ არღარა჻ ღირს჻ არცა჻ ჩირად჻

943. რადგან჻ ვარდი჻ ამას჻ იტყვის჻ უსულო჻ და჻ უასაკო჻ მაშა჻ ლხინსა჻ ვინ჻ მოიმკის჻ პირველ჻ ჭირთა჻ უმუშაკო჻ უბოროტო჻ ვის჻ ასმია჻ რაც჻ ა჻ საქმე჻ საეშმაკო჻ რად჻ ემდურვი჻ საწუთროსა჻ რა჻ უქმნია჻ უარაკო჻

944. ისმინე჻ ჩემი჻ თხრობილი჻ შეჯე჻ წავიდეთ჻ ნებასა჻ ნუ჻ მიჰყოლიხარ჻ თავისა჻ თათბირსა჻ გაგონებასა჻ რაცა჻ არ჻ გწადდეს჻ იგი჻ ქენ჻ ნუ჻ სდევ჻ წადილთა჻ ნებასა჻ ასრე჻ არ჻ სჯობდეს჻ არ჻ გეტყვი჻ რად჻ მეჭვ჻ რასაცა჻ თნებასა჻

945. მან჻ უთხრა჻ ძმაო჻ რა჻ გითხრა჻ ძვრაცა჻ არ჻ ძალმიც჻ ენისა჻ ძალი჻ არა჻ მაქვს჻ ხელქმნილსა჻ შენთა჻ სიტყვათა჻ სმენისა჻ რა჻ ადვილად჻ გიჩს჻ მოთმენა჻ ჩემთა჻ სასჯელთა჻ თმენისა჻ აწ჻ მივსწურვილვარ჻ სიკვდილსა჻ დრო჻ მომეახლა჻ ლხენისა჻

946. ამას჻ მოკვდავი჻ ვილოცავ჻ აროდეს჻ ვითხოვ჻ არ჻ ენით჻ აქა჻ გაყრილნი჻ მიჯნურნი჻ მუნამცა჻ შევიყარენით჻ მუნ჻ ერთმანერთი჻ კვლა჻ ვნახნეთ჻ კვლა჻ რამე჻ გავიხარენით჻ მო჻ მოყვარეთა჻ დამმარხეთ჻ მიწანი჻ მომაყარენით჻

947. საყვარელმან჻ საყვარელი჻ ვით჻ არ჻ ნახოს჻ ვით჻ გაწიროს჻ მისკენ჻ მივალ჻ მხიარული჻ მერმე჻ მანცა჻ ჩემ჻ კერძ჻ იროს჻ მივეგებვი჻ მომეგებოს჻ ატირდეს჻ და჻ ამატიროს჻ ჰკითხე჻ ასთა჻ ჰქენ჻ გულისა჻ რა჻ გინდ჻ რა჻ ვინ჻ გივაზიროს჻

948. მართ჻ გარდაწყვეტით჻ იცოდი჻ გეტყვი჻ მართალსა჻ პირასა჻ სიკვდილი჻ მახლავს჻ დამეხსენ჻ ხანსაღა჻ დავჰყოფ჻ მცირასა჻ არ჻ ცოცხალ჻ ვიყო჻ რას჻ მაქნევ჻ რა჻ დავრჩე჻ ხელსა჻ მხდი჻ რასა჻ დამშლიან჻ ჩემი჻ კავშირნი჻ შევრთვივარ჻ სულთა჻ სირასა჻

949. რა჻ სთქვი჻ რას჻ იტყვი჻ არ჻ მესმის჻ არცა჻ მცალს჻ სმენად჻ მაგისად჻ სიკვდილი჻ მახლავს჻ ხელქნილსა჻ სიცოცხლე჻ არის჻ წამისად჻ აწ჻ გამიარმდა჻ სიცოცხლე჻ მეტად჻ ყოვლისა჻ ჟამისად჻ მუნ჻ მეცა჻ მივალ჻ ცრემლისა჻ მიწად჻ სად჻ გამდის჻ ლამი჻ სად჻

950. ბრძენი჻ ვინ჻ ბრძენი჻ რა჻ ბრძენი჻ ხელი჻ ვითა჻ იქს჻ ბრძნობასა჻ ეგ჻ საუბარი჻ მაშინ჻ ხამს჻ თუცაღა჻ ვიყო჻ ცნობასა჻ ვარდი჻ ვერ჻ არის჻ უმზეოდ჻ იყოს჻ დაიწყებს჻ ჭკნობასა჻ მაწყენდამეხსენ჻ არა჻ მცალს჻ არცაღა჻ ვახლავ჻ თმობასა჻

951. კვლა჻ ეუბნების჻ ავთანდილ჻ სიტყვითა჻ მრავალფერითა჻ ეტყვის჻ თუ჻ მოჰკვდე჻ გერგების჻ სიტყვათა჻ რა჻ ოხერითა჻ ნუ჻ იქ჻ არა჻ სჯობს჻ საქმითა჻ ნუ჻ ხარ჻ თავისა჻ მტერითა჻ ვერ჻ წაიყვანა჻ ვერა჻ ქნა჻ სიტყვითა჻ ვერა჻ ვერითა჻

952. მერმე჻ უთხრა჻ აჰა჻ რათგან჻ არ჻ მომისმენ჻ არას჻ არა჻ აღარ჻ გაწყენს჻ ენა჻ ჩემი჻ აქამდისცა჻ ცუდად჻ მცთარა჻ თუ჻ სიკვდილი჻ გიჯობს჻ მოკვე჻ ვარდი჻ დაჭკნეს჻ დაცამჭკნარა჻ ერთსა჻ რასმე჻ გეაჯები჻ მიყავ჻ ცრემლი჻ ამდუღარა჻

953. სადა჻ ჰინდონი჻ ბროლვარდსა჻ სარვენ჻ გიშრისა჻ სარითა჻ მას჻ მოვეშორვე჻ წამოვე჻ სიჩქარით჻ არ჻ სიწყნარითა჻ ვერ჻ დამიჭირა჻ მეფემან჻ მშობლურად჻ საუბარითა჻ შენ჻ არ჻ შემიყრი჻ გამიყრი჻ აწ჻ ჩემი჻ ლხინი჻ ვთქვა჻ რითა჻

954. ნუ჻ გამგზავნი჻ გულმოკლულსა჻ ერთი჻ მიყავ჻ საწადელი჻ ერთხელ჻ შეჯე჻ ცხენოსანი჻ გნახო჻ ჩემი჻ სულთა჻ მხდელი჻ ნუთუ჻ მაშინ჻ მოვიქარვო჻ სევდა჻ ესე჻ აწინდელი჻ მე჻ წავალ჻ და჻ შენ჻ დაგაგდებ჻ იქნას჻ შენი჻ საქადელი჻

955. ეხვეწებოდა჻ შეჯეო჻ აჯას჻ ხვეწნითა჻ არვებდა჻ იცოდა჻ რომე჻ შეჯდომა჻ კაეშანს჻ მოაქარვებდა჻ ლერწმისა჻ სარსა჻ დასდრეკდა჻ გიშერსა჻ დააკარვებდა჻ დაიმორჩილა჻ ეამა჻ არ჻ ივაგლახა჻ არ჻ ვებდა჻

956. ცხადად჻ უთხრა჻ შევჯდებიო჻ მომიყვანე჻ ცხენი჻ წინა჻ მან჻ მოგვარა჻ წყნარად჻ შესვა჻ არ჻ სიჩქარით჻ ააქშინა჻ მინდორთაკენ჻ წაიყვანა჻ ტანი჻ მჭევრი჻ აძრვევინა჻ ხანი჻ წავლეს჻ სიარულმან჻ მოჯობება჻ დააჩნინა჻

957. შეაქცევს჻ და჻ ეუბნების჻ საუბართა჻ შვენიერთა჻ მისთვის჻ ძვრიდა჻ სასაუბროდ჻ მათ჻ ბაგეთა჻ ძოწის჻ ფერთა჻ მისი჻ სმენა჻ გააყრმობდა჻ მსმენელისა჻ ყურთა჻ ბერთა჻ მოიშორვა჻ კაეშანი჻ დათმობავე჻ შეაერთა჻