958. რა჻ შეატყვა჻ მოჯობება჻ მან჻ სევდისა჻ მუფარახმან჻ გაანათლა჻ პირივარდი჻ სიხარულმან჻ დაუსახმან჻ ცნობიერთა჻ დასტაქარმან჻ უცნობოთა჻ ოხრვაახმან჻ ცნობიერი჻ სიტყვა჻ უთხრა჻ უცნობოსა჻ რასმე჻ მზრახმან჻
959. შერასმეჰყვეს჻ საუბარსა჻ სიტყვა჻ ჰკადრა჻ არ჻ მალული჻ ერთსა჻ რასმე჻ მოგახსენებ჻ გამიცხადე჻ დაფარული჻ ეგე჻ სამხრე჻ მისეული჻ შენ჻ გაჩნია჻ ვისგან჻ წყლული჻ რაგვარ჻ გიყვარს჻ რაგვარ჻ გიღირს჻ თქვი჻ დავიღო჻ მერმე჻ სული჻
960. მან჻ უთხრა჻ სახე჻ რა჻ გითხრა჻ მის჻ უსახოსა჻ სახისა჻ ესეა჻ ჩემი჻ სიცოცხლე჻ ჩემი჻ მომცემი჻ ახისა჻ მჯობი჻ ყოვლისა჻ სოფლისა჻ წყლისა჻ მიწისა჻ და჻ ხისა჻ არ჻ სასმენლისა჻ მოსმენა჻ არს჻ უმჟავესი჻ წმახისა჻
961. ავთანდილ჻ უთხრა჻ ვლამოდი჻ მართ჻ მაგისისა჻ თქმევასა჻ აწ჻ რადგან჻ გითქვამს჻ პასუხსა჻ გკადრებ჻ და჻ ნუ჻ მეჭვ჻ თნევასა჻ სჯობს჻ ასმათისა჻ არ჻ ლევა჻ მაგა჻ სამხრისა჻ ლევასა჻ ამად჻ არ჻ გიქებ჻ საქმისა჻ უარესისა჻ რჩევასა჻
962. სამხრე჻ გაბია჻ ოქროსა჻ ოქრომჭედლისა჻ დნობილი჻ უასაკო჻ და჻ უსულო჻ არ჻ სიტყვიერი჻ ცნობილი჻ აღარად჻ გინდა჻ ასმათი჻ ნახე჻ მათალი჻ ბრჭობილი჻ პირველ჻ გლახ჻ მისი჻ ნაჭვრეტი჻ თვით჻ მერმე჻ შენი჻ დობილი჻
963. თქვენს჻ შუა჻ მქმნელი჻ საქმისა჻ შენგან჻ ნახმობი჻ დობისა჻ თქვენი჻ შემყრელი჻ მსახური჻ შენგან჻ ღირსქმნილი჻ ხმობისა჻ მისი჻ გამზრდელი჻ გაზრდილი჻ მისთვის჻ მიხდილი჻ ცნობისა჻ გლახ჻ დაგიგდია჻ არ჻ ნახავ჻ შაბაშ჻ მართლისა჻ ბრჭობისა჻
964. მან჻ უბრძანა჻ რაცა჻ გითქვამს჻ უმართლე჻ ხარ჻ მეტისმეტად჻ საბრალოა჻ ასმათ჻ მისად჻ მგონებლად჻ და჻ ჩემად჻ მჭვრეტად჻ მე჻ სიცოცხლე჻ არ჻ მეგონა჻ შენ჻ მომესწარ჻ ცეცხლთა჻ შრეტად჻ რადგან჻ დავრჩი჻ გვალე჻ ვნახოთ჻ თუცავე჻ ვარ჻ ჯერცა჻ რეტად჻
965. დაჰმორჩილდა჻ გაემართნეს჻ ავთანდილ჻ და჻ ამირბარი჻ ვერ჻ მიგია჻ ქება჻ მათი჻ ვერა჻ ქება჻ საქებარი჻ კბილნი჻ ვითა჻ მარგალიტნი჻ ბაგე჻ ვარდი჻ ნაპობარი჻ გველსა჻ ხვრელით჻ ამოიყვანს჻ ენა჻ ტკბილად჻ მოუბარი჻
966. ამას჻ ეტყვის჻ შენთვის჻ დავსდებ჻ გონებასა჻ სულსა჻ გულსა჻ მაგრა჻ შენცა჻ ნუ჻ აგრე჻ ხარ჻ ნუ჻ იწყლულებ჻ ახლად჻ წყლულსა჻ არას჻ გარგებს჻ სწავლებული჻ თუ჻ არა჻ იქ჻ ბრძენთა჻ თქმულსა჻ არ჻ იხმარებ჻ რას჻ ხელსა჻ ჰხდი჻ საუნჯესა჻ დაფარულსა჻
967. არას჻ გარგებს჻ შეჭირვება჻ რომ჻ სჭმუნვიდე჻ რა჻ გერგების჻ არ჻ თუ჻ იცი჻ უგანგებოდ჻ არათ჻ კაცი჻ არ჻ მოკვდების჻ მზისა჻ შუქთა჻ მომლოდინე჻ ვარდი჻ სამ჻ დღე჻ არ჻ დაჭნების჻ ბედი჻ ცდაა჻ გამარჯვება჻ ღმერთსა჻ უნდეს჻ მოცაგხვდების჻
968. მოახსენა჻ ეგე჻ სწავლა჻ ჩემთვის჻ ყოვლად჻ სოფლად჻ ღირდეს჻ გონიერსა჻ მწრთელი჻ უყვარს჻ უგუნურსა჻ გულსა჻ ჰგმირდეს჻ მაგრა჻ რა჻ ვქმნა჻ რაგვარ჻ გავსძლო჻ მეტისმეტი჻ რა჻ მიმჭირდეს჻ შენცა჻ გჭირან჻ ჭირნი჻ ჩემნი჻ არ჻ მამართლო჻ არ჻ მიკვირდეს჻
969. ცვილსა჻ ცეცხლის჻ სიმხურვალე჻ უგავს჻ ამად჻ აენთების჻ მაგრა჻ წყალსა჻ არსით჻ ახლავს჻ თუ჻ ჩავარდეს჻ დაცაშრტების჻ რაცა჻ ვისცა჻ საქმე჻ თვით჻ სჭირს჻ სხვათათვისცა჻ ევარგების჻ თავიდაღმა჻ რად჻ არ჻ იცი჻ ჩემი჻ გული჻ რაგვარ჻ დნების჻
970. რა჻ წამეკიდა჻ ყველაი჻ წვრილად჻ გიამბო჻ ენითა჻ მერმეღა჻ გაპრჭევ჻ მართალი჻ მაგა჻ გულითა჻ ბრძენითა჻ შენ჻ მოგელოდი჻ მიმჭირდა჻ მოლოდინითა჻ შენითა჻ ქვაბს჻ ვეღარ჻ გავძელ჻ მინდორთა჻ მოვლა჻ მომინდა჻ ცხენითა჻
971. იმა჻ ქედსა჻ გარდავადეგ჻ იგი჻ შამბნი჻ მომეარნეს჻ ერთი჻ ლომი჻ ერთი჻ ვეფხი჻ შეკრბეს჻ ერთად჻ შეიყარნეს჻ ჰგვანდეს჻ რათმე჻ მოყვარულთა჻ მათი჻ ნახვა჻ გამეხარნეს჻ მათ჻ რა჻ უყვეს჻ ერთმანერთსა჻ გამიკვირდეს჻ შემეზარნეს჻
972. ქედსა჻ გარდავდეგ჻ ლომვეფხი჻ მოვიდეს჻ ერთგან჻ რებულნი჻ სახედ჻ ვამსგავსე჻ მიჯნურთა჻ ცეცხლნი჻ დამევსნეს჻ დებულნი჻ შეიყარნეს჻ და჻ შეიბნეს჻ იბრძოდეს჻ გამწარებულნი჻ ლომი჻ სდევს჻ ვეფხი჻ მიურბის჻ იყვნეს჻ არ჻ ჩემგან჻ ქებულნი჻
973. პირველ჻ ამოდ჻ ილაღობეს჻ მერმე჻ მედგრად჻ წაიკიდნეს჻ თვითო჻ ტოტი჻ ერთმანეთსა჻ ჰკრეს჻ სიკვდილსა჻ არ჻ დარიდნეს჻ გამოჰრიდა჻ ვეფხმან჻ გული჻ დედათამცა჻ განა჻ იდნეს჻ ლომი჻ მედგრად჻ გაეკიდა჻ იგი჻ ვერვინ჻ დაამშვიდნეს჻
974. ლომსა჻ დაუგმე჻ ნაქმარი჻ ვარქვი჻ არა჻ ხარ჻ ცნობასა჻ შენ჻ საყვარელსა჻ რად჻ აწყენ჻ ფუ჻ მაგა჻ მამაცობასა჻ ხრმალგამოწვდილი჻ გაუხე჻ მივეც჻ ლახვართა჻ სობასა჻ თავსა჻ გარდავჰკარ჻ მოცავჰკალ჻ დავხსენ჻ სოფლისა჻ თმობასა჻
975. ხრმალი჻ გავჰტყორცე჻ გარდვიჭერ჻ ვეფხი჻ შევიპყარ჻ ხელითა჻ მის჻ გამო჻ კოცნა჻ მომინდა჻ ვინ჻ მწვავს჻ ცეცხლითა჻ ცხელითა჻ მიღრინვიდა჻ და჻ მაწყენდა჻ ბრჭალითა჻ სისხლთა჻ მღვრელითა჻ ვეღარ჻ გავუძელ჻ იგიცა჻ მოვკალ჻ გულითა჻ ხელითა჻
976. რაზომსაცა჻ ვამშვიდებდი჻ ვეფხი჻ ვერა჻ დავამშვიდე჻ გავგულისდი჻ მოვიქნივე჻ ვჰკარ჻ მიწასა჻ დავაწყვიდე჻ მამეგონა჻ ოდეს჻ ჩემსა჻ საყვარელსა჻ წავეკიდე჻ სული჻ სრულად჻ არ჻ ამომხდეს჻ რას჻ გიკვირს჻ რომ჻ ცრემლსა჻ ვღვრიდე჻