... (H-2610), XVIII ს.

880. რა჻ გამოვიდა჻ ვაზირმან჻ ძებნა჻ ვერ჻ პოვა჻ მინანი჻ მართ჻ გაპარვასა჻ უთხრობდეს჻ მონანი჻ ცრემლთა჻ მდინანი჻ მან჻ თქვა჻ მე჻ დარბაზს჻ ვერ჻ შევალ჻ მახსოვან჻ დღენი჻ წინანი჻ ვინცაღა჻ ჰკადრებს჻ მან჻ ჰკადროს჻ რაცა჻ ვთქვი჻ მასცა჻ ვინანი჻

881. რა჻ ვაზირი჻ არ჻ შევიდა჻ კვლა჻ მეფემან჻ კაცი჻ გზავნის჻ კაცმან჻ ცნის჻ და჻ გარეთ჻ დადგის჻ წასლვა჻ ვერვინ჻ გაამჟღავნის჻ როსტანს჻ ეჭვი჻ შეუვიდა჻ ჭმუნვა჻ ამით჻ გაათავნის჻ თქვა჻ უცილოდ჻ გაიპარა჻ ვინ჻ მარტომან჻ ასთა჻ ავნის჻

882. თავდადრეკით჻ იგონებდა჻ გულსა჻ ჰქონდა჻ ჭმუნვა჻ დიდი჻ უში჻ ქმნა჻ და჻ აიხედნა჻ უბრძანებდა჻ მონას჻ მიდი჻ მოვიდეს჻ და჻ აწ჻ მიანბოს჻ შემოვიდეს჻ იგი჻ ფლიდი჻ რა჻ ვაზირი჻ შემობრუნდა჻ ფერი჻ ჰკრთა჻ და჻ ჰქონდა჻ რიდი჻

883. კვლა჻ შევა჻ დარბაზს჻ ვაზირი჻ დაღრეჯით჻ არ჻ მხიარულად჻ მეფემან჻ ჰკითხა჻ წასულა჻ მზე჻ დაუდგრომლად჻ მთვარულად჻ მან჻ მოახსენა჻ ყოველი჻ ვით჻ წასრულიყო჻ ფარულად჻ მზე჻ აღარ჻ მზეობს჻ ჩვეთანა჻ დარი჻ არ჻ დარობს჻ დარულად჻

884. რა჻ მეფემან჻ მოისმინა჻ დაიზახნა჻ მეტისმეტნი჻ მოსთქვამს჻ იტყვის჻ ვა჻ გაზრდილო჻ ვეღარ჻ გნახვენ჻ თვალნი჻ რეტნი჻ პირსა჻ მხოკით჻ წვერსა჻ გლეჯით჻ გააკვირნა჻ მისნი჻ მჭვრეტნი჻ სად჻ წაჰხე჻ და჻ სად჻ დაჰკარგენ჻ სინათლისა჻ ეგე჻ სვეტნი჻

885. თუ჻ თავი჻ შენი჻ შენ჻ გახლავს჻ ღარიბად჻ არ჻ იხსენები჻ მაგრა჻ მე჻ რა჻ ვქნა჻ გაზრდილო჻ აწ჻ სახლად჻ მმართებს჻ სენები჻ გამაღარიბე჻ დამაგდე჻ გულსა჻ გლახ჻ ვისთვის჻ ენები჻ შენად჻ შეყრამდის჻ პატიჟთა჻ ჩემთა჻ ვერ჻ იტყვის჻ ენები჻

886. ოდეს჻ გნახავ჻ მხიარულსა჻ ნადირობით჻ შემოსრულსა჻ ვეღარ჻ გიჭვრეტ჻ ნაბურთალსა჻ ტანსა჻ მჭევრსა჻ ჯავარსრულსა჻ ვეღარ჻ ვისმენ჻ ხმასა჻ შენსა჻ სასმენელად჻ მე჻ მას჻ რულსა჻ აწ჻ უშენოდ჻ რაღა჻ ვუყო჻ საჯდომსა჻ და჻ სრასა჻ სრულსა჻

887. ვიცი჻ არ჻ მოგკლავს჻ შიმშილი჻ რასომცა჻ დია჻ ირები჻ შენ჻ შენი჻ მშვილდი჻ დაგარჩენს჻ შენთა჻ ისართა჻ პირები჻ ნუ჻ თუ჻ კვლა჻ ღმერთმან჻ წყალობით჻ გაგიადვილოს჻ ჭირები჻ მაგრა჻ თუ჻ მოვკვდე჻ გაზრდილო჻ ვისგანღა჻ დავიტირები჻

888. ზარი჻ გაისმა჻ შემოკრბა჻ ჯარი჻ მრავალი჻ კაცისა჻ დარბაზს჻ ხასთაგან჻ ჯარია჻ ხელითა჻ წვერთა჻ ტაცისა჻ იგლეჯს჻ და჻ იცემს჻ ყველაი჻ ხმა჻ ისმის჻ თავსა჻ ტკაცისა჻ თქვეს჻ ბნელი჻ გვმართებს჻ დღეკრულთა჻ რათგან჻ მზე჻ მიგვიდრკა჻ ცისა჻

889. რა჻ მეფემან჻ დიდებულნი჻ ნახნა჻ სულთქმით჻ შემოსტირნა჻ უთხრა჻ ხედავთ჻ მზემან჻ ჩვენმან჻ შუქნი჻ სრულად჻ დაგვიძვირნა჻ რა჻ ვაწყინეთ჻ რა჻ შევსცოდეთ჻ რად჻ დაგვყარნა჻ რად჻ გაგვწირნა჻ სპანი჻ მისგან჻ დაჭირულნი჻ ვინმცაღა჻ ვით჻ დაგვიჭირნა჻

890. ყოვლნი჻ ტიროდეს჻ მოთქმიდეს჻ მერმე჻ დაწყნარდეს჻ გვიანად჻ მეფემან჻ ბრძანა჻ იკითხეთ჻ მარტოა჻ ანუ჻ ყმიანად჻ მოვიდა჻ მონა჻ შერმადინ჻ მოშიშრად჻ სირცხვილიანად჻ ანდერძი჻ ჰკადრა჻ ატირდა჻ სიცოცხლე჻ უჩნდა჻ ზიანად჻

891. მოახსენა჻ საწოლს჻ ვპოვე჻ ესე჻ მისგან჻ დანაწერი჻ დგეს჻ მონანი჻ ნატირებნი჻ დაეგლიჯა჻ თმა჻ და჻ წვერი჻ იგი჻ მარტო჻ გაპარულა჻ ყმა჻ არ჻ ახლავს჻ არცა჻ ბერი჻ მე჻ თუ჻ მომკლავთ჻ მემართლებით჻ სიცოცხლე჻ მჭირს჻ შეუფერი჻

892. რა჻ ანდერძი჻ წაიკითხეს჻ კვლა჻ იტირეს჻ დიდი჻ ხანი჻ მერმე჻ ბრძანა჻ მხიარულსა჻ ნუ჻ ჩაიცმენ჻ ჩემნი჻ სპანი჻ ვამლოცველნეთ჻ დავრდომილნი჻ ობოლნი჻ და჻ ქვრივნი჻ სხვანი჻ შევეწივნეთ჻ მშვიდობისა჻ ნუთუ჻ ღმერთმან჻ მისცეს჻ გზანი჻

წასვლა ავთანდილისაგან მეორეთ გაპარვითა და ტარიელის შეყრა჻

893. მთვარე჻ მზესა჻ მოეშორვოს჻ მოშორვება჻ გაანათლებს჻ რა჻ იახლოს჻ შუქი჻ დასწვავს჻ გაეყრების჻ ვერ჻ იახლებს჻ მაგრა჻ ვარდსა჻ უმზეობა჻ გაახმობს჻ და჻ ფერსა჻ აკლებს჻ ჩვენ჻ ვერჭვრეტა჻ საყვარლისა჻ ჭირსა჻ ძველსა჻ გაგვიახლებს჻

894. აწყა჻ დავიწყებ჻ ამბავსა჻ მის჻ ყმისა჻ წამავლობასა჻ მივა჻ და჻ მიტირს჻ გულმდუღრად჻ ვერ჻ ვიტყვი჻ ცრემლთა჻ მცრობასა჻ წამწამ჻ მობრუნდის჻ იაჯდის჻ მისთვის჻ მზისავე჻ მზობასა჻ უჭვრეტდის჻ თვალნი჻ ვერ჻ მოჰხსნნის჻ თუ჻ მოჰხსნნის჻ მიჰხდის჻ ცნობასა჻

895. რა჻ მიეახლის჻ დაბნედად჻ ვერ჻ ხელ჻ ყვის჻ გაძრვად჻ ენისად჻ მაგრა჻ სდის჻ ცრემლი჻ თვალთაგან჻ მსგავსად჻ დიჯლისა჻ დენისად჻ ზოგჯერ჻ დაბრუნდის჻ იჭვრეტდის჻ ღონედ჻ პატიჟთა჻ თმენისად჻ რა჻ გაემართის჻ არ჻ იცის჻ მას჻ თუ჻ არბევდის჻ ცხენი჻ სად჻

896. თქვა჻ ჩემო჻ შენი჻ შორს჻ მყოფი჻ კრულია჻ ვინცა჻ დადუმდეს჻ რათგან჻ შენ჻ დაგრჩა჻ გონება჻ გული჻ შენკენვე჻ დაბრუნდეს჻ თვალთა჻ მტირალთა჻ შეხედვა჻ შენივე჻ სწადდეს჻ და჻ უნდეს჻ სჯობს჻ საყვარელსა჻ მოყვარე჻ რაზომცა჻ დაუზაბუნდეს჻

897. მე჻ რა჻ ვქნა჻ შენად჻ შეყრამდის჻ ანუ჻ რას჻ ვეჭვდე჻ ლხენასა჻ თავსა჻ მოვიკლავ჻ მე჻ თუცა჻ შენგან჻ არ჻ ვეჭვდი჻ წყენასა჻ მაგრა჻ შენ჻ გაწყენ჻ ჩემისა჻ არსიცოცოხლისა჻ სმენასა჻ მოდი჻ და჻ მივსცნე჻ ცოცხალმან჻ თვალნი჻ ცრემლისა჻ დენასა჻

898. ტირს჻ იტყვის჻ დადვა჻ კეშნი჻ ლახვარმან჻ ჩემთვის჻ ათმანო჻ ჰინდოთა჻ რაზმან჻ ჩემად჻ კლვად჻ თქვა჻ ესე჻ ტევრი჻ ვთხზა჻ თმანო჻ თვალთა჻ გიშერი჻ აშვენებს჻ სათმან჻ რად჻ მომკლა჻ სათმანო჻ ბაგე჻ კბილო჻ და჻ თვალწარბო჻ მომცემდი჻ პატიჟთა჻ თმანო჻