... (H-742), XIX ს.

703. მისსა ვერ იტყვის ქებასა ყოველი ბრძენთა ენები. მას დაკარგულსა ვიგონებ მე სიცოცხლისა მხსენები. მას აქათ ვახლავ ნადირთა თავსა მათებრვე მხსენები. სხვად არას ვიაჯ ღვთისაგან ვარ სიკვდილისა მქენები.

704. პირსა იცა გაიხეთქა ღაწვი ვარდი აახეწა. ლალი ქარვად გარდაიქცა ბროლი სრულად დაილეწა. ავთანდილსცა ცრემლი წასდის წამწამთაგან ერთსახე წა. მერმე ქალმან დაადუმა მუხლ მოყრილი შეეხვეწა.

705. ტარიელ უთხრა ავთანდილს ასმათის დადუმებულმან. შენ ყველაკაი გაამე მე ვერას ვერ ამებულმან. გიამბე ჩემი ამბავი სიცოცხლე გაარმებულმან. აწ წადი ნახე შენი მზე ნახვისა მოჟამებულმან.

706. ავთანდილ უთხრა მე შენი გაყრა არ მამეთმინების. თუ გაგეყრები თვალთაგან ცრემლიცა დამედინების. მართალსა გითხრობ ამისი კადრება ნუ გეწყინების. შენ ვისთვის კვდები მაგითა მას არა არ ელხინების.

707. რა აქიმი დასნეულდეს რაზომ გაინდა საქებარი. მან სხვა უხმოს მკურნალი და მაჯისა შემტყობარი. მან უამბოს რაცა სჭირდეს სენი ცეცხლთა მამდებარი. სხვისა სხვამან უკეთ იცის სასარგებლო საუბარი.

708. რაცა გითხრა მომისმინე ბრძენი გეტყვი არა ხელი. ასი გმართებს გაგონება არ გეყოფის არ ერთხელი. კარგად ვერას ვერ მოავლენს კაცი აგრე გულ ფიცხელი. აწ მე მინდა ნახვა მისი ვისგან დამწვავს ცეცხლი ცხელი.

709. იგი ვნახო სიყვარული მისი ჩემთვის დავამტკიცო. მოვახსენო რაცა მეცნას მეტი საქმე არა მიცო. შენ გენუკვი შემაჯერო ღმერთი იღთო ცაცა იცო. ერთმანერთი არ გავსწიროთ მაფიცო და შემომფიცო.

710. რომე აქათ არ წახვიდე შენ თუ ამას შემიპირო. მეცა ფიცით შეგაჯერებ არასათვის არ გაგწირო. კვლავ მოვიდე შენად ნახვად შენთვის მოვკუდე შენთვის ვირო. ღ~თსა უნდეს ვისთვის ჰკვდები მისთვის აგრე არ გატირო.

711. მან მიუგო უცხოს უცხო ეგრე ვითა შეგიყვარდი. გასაყრელად გეძნელები იადონსა ვითა ვარდი. რაგვარამცა დაგივიწყე რაგვარამცა უკუმქარდი. ღმერთმან ჰქმნას და კვლაცა გნახო ალვა მორჩი განაზარდი.

712. პირნი შენი ნახვად ჩემად თუ მობრუნდეს ტანი ითხოს. გული მინდორს არ გაიჭრას არ ირმოს არცა ითხოს. თუ გიტყუო მოგაღორო ღმერთმან რისხვით გამიკითხოს. შენმან ჭვრეტა სიახლემან მამაქარვოს სევდა მითხოს.

713. ამაზედან შეიფიცნეს მოყვარენი გულ სადაგნი. იაგუნდნი ქარვის ფერნი სიტყვა ბრძენნი ცნობა შმაგნი. შეუყვარდა ერთმანერთი სწვიდეს მიწყივ გულსა დაგნი. მას ღამესა ერთგან იყვნენ შვენიერნი ამხანაგნი.

714. ავთანდილცა მასვე თანა ჰსტიროდა და ცრემლი ღვარა. რა გათენდა წამოვიდა აკოცა და გაეყარა. ტარიელს თუ ვით ეწყინა რა ქმნას ამას ვერ მიმხვდარა. ავთანდილცა ჩატიროდა შამბი შიგან ჩაიარა.

715. ავთანდილს ასმათ ჩამოჰყვა ზენარით ეუბნებოდა. მუხლთა უყრიდა ჰსტიროდა თითითა ეხვეწებოდა. ადრე მოსლვასა ვედრებდა მართ ვითა ია ჰსჭნებოდა. მან უთხრა დაო უთქვენოდ სხვა რამცა მეგონებოდა.

716. ადრე მოვალ არ გაგწირავ არას დავზამ შინა ხანსა. ოდენ სხვაგან არ წავიდეს ნურსად არებს იმა ტანსა. აქათ ორ თვე არ მოვიდე ვიქმ საქმესა დაუგვანსა. შეიგენით მივსცემივარ ჭირსა რასმე თანისთანსა.

ამბავი ავთანდილის არაბეთს შექცევისა ტარიელ რომ იპოვა და წავიდა.

717. იგი მუნით წამოსრული სევდამანცა განა მოკლა. პირსა იხოჭს ვარდსა აპობს ხელი მისი გაამხოკლა. სისხლსა მისგან დადენილსა მხეცი ყოვლმან გაამლოკლა. მისმან ფიცხლად სიარულმან შარა გრძელი შეამოკლა.

718. მუნ მივიდა სადა იგი მისნი სპანი დაეყარნეს. ნახეს იცნეს რაგვარაცა მართებს ისრე გაეხარნეს. შერმანდისცა ახარებდეს ფიცხლად კაცთა თავნი არნეს. მოვიდაო აქამდისი ვისგან წასულა გაგვემწარნეს.

719. გაეგება მოეხვია ზედან დახვდა პირი ხელსა. აკოცებდა სიხარულით ცრემლთა მღვრელი მხეცთა მსვრელსა. ესე ჰსთქვა თუ ნეტარ ღ~თო ცხადსა ვხედავ ანუ ბნელსა. მე ვით ღირს ვარ ამას რომე თვალნი ჩემნი გჭვრეტდენ მრთელსა.

720. ყმამან მდაბლად მოიკითხა ზედან დასდვა პირი პირსა. უბრძანა თუ ღ~თსა ვმადლობ შენ თუ ჭირი არა გჭირსა. დიდებულთა თაყვანიჰსცეს აკოცებდეს ვინცა ღირსა. ზარსა ჰსცემდეს უხაროდა უფროსა თუ უნდა მცირსა.

721. მოვიდეს სადა სამყოფლად სახლი დგა მუნ აგებული. შემოკრბა ნახვად ყოველი მის ქალაქისა კრებული. მაშინვე დაჯდა ნადიმად მორჭმული ლაღი შვებული. ენა მის დღისა შვებასა ყოლა ვერ იტყვის კლებული.