... (H-1090), XIX ს.

623. მან მითხრა ბედი ღ~თისაგან, მიჯობსღა ამას რომელი჻ მოსრულხარ ჩემად წყალობად, მეფე ჰინდოეთს მჯდომელი჻ მემცა რად ვიყავ ამისთვის, მადლისა რასმე მდომელი჻ ერთი ვარ მონა მონებად, წინაშე თქვენსა მდგომელი჻

624. ესე ქალაქი გზა არის, ნავთა ყოველგნით მავალთა჻ შემამკრეფელი ამბავთა, უცხოთა რათმე მრავალთა჻ აქა მოგესმის წამალი, შენ რომე დაუწვავ ალთა჻ ნუთუ ქმნას ღ~თნ გარდასვლა, მაგაა ჭირთა და ვალთა჻

625. ჩვენ გავგზავნნეთ მენავენი, რომელთაცა კულავ უვლია჻ მოგვინახონ იგი მთვარე, ვისთჳს ჭირი არ გვაკლია჻ მუნამდისცა მოიჭირვე, გონებამან არ დაგლია჻ ყოვლნი ჭირი არ ეგების ,თუმცა ლხინმან არ დასძლია჻

626. კაცი იჴმენ მასვე წამსა, ესე საქმე დაიურვეთ჻ უბრძანე თუ ნავებითა, წადით ზღვა ზღვა მოიცურვეთ჻ მოგვინახეთ საყუარელსა, მისსა მისთვის მოასურვეთ჻ თავთა ჭირი უათასეთ, რადმცა უშვიდეთ ანუ ურვეთ჻

627. აჩინნა კაცნი სადაცა, სადგური ნავთა სჩენოდეს჻ უბრძანა ჰსძებნეთ ყოველგან, რაცა ვის მისი გსმენოდეს჻ მოლოდნა მიჩნდა სალხინოდ, პატიჟნი მორე მლხენოდეს჻ უმისოდ ლხინი მინახავს, ამა დღისათვის მრცხვენოდეს჻

628. ფრიდონ საჯდომნი დამიდგნა, ადგილსა საპატონოსა჻ მითხრა თუ მცდარ ვარ აქამდის, ვერ მივხვდი გასაგონოსა჻ ხარ დიდი მეფე ჰინდოთა, რა ვით ვინ მოგაწონოსა჻ ვინ არის კაცი რომელმან, თავი არ დაგამონოსა჻

629. რას ვაგრძელებდე მოვიდეს, ყოვლგნით ამბისა მძებნელი჻ ცუდნი და ცუდთა ადგილთა, თავისა დამაშრობელი჻ ვერა ვერ ეცნა ვერ იყვნეს, ვერას ამბისა მბობელი჻ მე უფრო მდინდეს თვალთაგან, კულა ცრემლი შეუშრობელი჻

630. მე ფრიდონს უთხარ ესე დღე, ვითა მესაზაროების჻ ამისად მოწმად ღ~თი მყავს, სათქმელად მეუცხოების჻ უშენოდ მყოფსა ღამე, და დღეცა მესაღამოების჻ დახსნილ ვარ ლხინსა ყოველსა, მით გული ჭირსა მოების჻

631. მაშა მე მისსა ამბავსა, რადგან აღარას მოველი჻ ვეღარ დავდგები გამიშვი, ვარ ფარმანისა მთხოველი჻ ფრიდონს რა ესმა ატირდა, სისხლითა მოერწყო ველი჻ მითხრა თუ ძმაო დღესითგან, ცუდ ჩემი ლხინი ყოველი჻

632. თუმცა დია მოიჭირვეს, ვერცა ეგრე დამიჭირეს჻ მისთა სპათა მუხლ მოყრილთა, თავი მათი ჩემკერძ ირეს჻ მეხვეოდეს მაკოცებდეს, ატირდეს და ამატირეს჻ ნუ წახვალო დაგაწამოთ, სიცოცხლეა ჩვენი ვირეს჻

633. ეგრე უთხარ თქვენი გაყრა, მეცა დია მეძნელების჻ მაგრა ლხინი უმისოსა, ჩემგან ძნელად გაიძლების჻ ჩემსა ტყუესა ვერ გავსწირავ, თქვენცა დია გებრალების჻ ნუვინ მიშლით არ დავდგები, არცა ვისგან დამეშლების჻

634. მერმე ფრიდონ მოიყუანა ,მიძღვნა ესე ჩემი ცხენი჻ მითხრა ხედავ პირი მზისა, თქვენ საროსა ეგეც ხენი჻ ვიცი მეტი არა გინდა, ძღვენი რამცა გავკიცხენი჻ თჳთ ამანვე მოგაწონნეს, სახედრობა სიფიცხენი჻

635. ფრიდონ გამამყუა წავედით, ორთავე ცრემლნი ვღვარენით჻ მუნ ერთმანერთსა ვაკოცეთ, ზახილით გავიყარენით჻ სრულად ლაშქარნი მტიროდეს, გულითა მართლად არ ენით჻ გაზრდილ გამზრდელთა გაყრასა, ჩვენ თავნი დავადარენით჻

636. ფრიდონისით წამოსრულმან, წავე ძებნად კულა ვიარე჻ რომე არა არ დამირჩა, ჴმელთა ზედა ზღვათა გარე჻ მაგრა მისსა მნახავსაცა, კაცსა ვერა შევეყარე჻ გული სრულად გამიშმაგდა, თავი მჴეცთა დავადარე჻

637. ვთქვი თუ ჩემგან აღარაა ,სიარული ცუდი ცურვა჻ ნუთუ მჴეცთა სიარულმან, უკუმყაროს გულსა ურვა჻ მონათა და ამ ასმათსა სიტყუა, უთხარ შვიდი თუ რვა჻ ვიცი რომე დამირჯიხართ, დია გმართებს ჩემი მდურვა჻

638. აწ წადით და მე დამაგდეთ, ეტერენით თავთა თქვენთა჻ ნუღარ უჭვრეტთ ცრემლთა ცხელთა, თვალთა ჩემთა მონადენთა჻ რა ესენი მოისმენდეს, საუბართა ესოდენთა჻ მითხრეს ჰაი ჰაი რასა ბრძანებ, ნუ მოასმენ ყურთა ჩვენთა჻

639. უშენოსა ნუმცა ვნახავთ, ნუ პატრონსა ნუ უფალსა჻ ნუთუ ღ~თნ არ გაგვყარნეს, ცხენთა თქვენთა ნატერფალსა჻ თქვენ გიჭვრეტდეთ საჭვრეტელსა, შვენიერსა სატურფალსა჻ თურმე ბედი მოაღაფლებს, კაცსა ეზომ არ ღაფალსა჻

640. ვეღარ გავგზავნენ სიტყუანი, მესმნეს მონათა ჩემთანი჻ მაგრა დავყარენ არენი, მე კაცრიელთა თემთანი჻ სახლად სამყოფნი მიმაჩნდის, თხათა და მათ ირემთანი჻ გავიჭერ სრულად დავსტკეპნე, ქვე მინდორნი და ზე მთანი჻

641. ესე ქვაბნი უკაცურნი, ვპოვე დეუთა შეეკაფნეს჻ შემოვები ამოვწყვიტენ, ყოლე ვერას ვერ მეხაფნეს჻ მათ მონანი დამიხოცეს, ჯაჭვნი ავად მოექაფნეს჻ საწუთრომან დამაღრიჯნა, ცქაფნი უფრო კვლა მეცქაფნეს჻

642. დეუთა ყჳრილი ზახილი, ზე ცამდის აიწეოდა჻ მათითა ლახტის ცემითა, ქვეყანა შეირყეოდა჻ მზე დააბნელეს მტვერითა, ალვის შტო შეირხეოდა჻ ასნი ერთ კერძო მამიჴდეს, დავფრიწე დაიხეოდა჻