... (Q-779), XVIII ს.

604. თინათინს჻ ჰკადრა჻ შერმადინ჻ ნათელსა჻ მას჻ უღამოსა ავთანდილ჻ მოვა჻ წინაშე჻ გკადრებს჻ ამბავსა჻ ამოსა იგი჻ მით჻ აკრთთობს჻ ელვასა჻ მზისაცა჻ უთამამოსა მას჻ საბოძვარი჻ უბოძა჻ მისი჻ ყუელაი჻ დამოსა

605. მეფე჻ შეჯდა჻ გაეგება჻ ყმასა჻ მუნით჻ მომავალსა ამას჻ პირმზე჻ მეფისაგან჻ ივალებდა჻ ვითა჻ ვალსა მიეგება჻ მოეგება჻ მხიარული჻ გულმჴურვალსა დიდებულთა჻ ჯარისაგან჻ ზოგნი჻ ჰგუანდეს჻ ვითა჻ მთურალსა

606. რა჻ მიეახლა჻ გარდაჴდა჻ ყმა჻ თაყვანისსცა჻ მეფესა აკოცა჻ როსტან჻ მიმხვდარმან჻ ნიშატთა჻ სიიეფესა გულმხიარულნი჻ შვებულნი჻ მივლენ჻ დარბაზსა჻ სეფესა მის჻ ყმისა჻ მოსულა჻ უხარის჻ ყოველსა჻ მუნ჻ მეკრეფესა

607. მას჻ ავთანდილ჻ თაყუანისცა჻ ლომთა჻ ლომმან჻ მზეთა჻ მზესა მუნ჻ ბროლი჻ და჻ ვარდგიშერი჻ გაეტურფა჻ სინაზესა პირი჻ მისი჻ უნათლეა჻ სინათლესა჻ ზესთა჻ ზესა სახლსაყოფი჻ არა჻ ჰმართებს჻ ცამცა჻ გაიდარბაზესა

608. მას჻ დღე჻ დასხდეს჻ ნადიმობად჻ გაამრავლეს჻ სუმა჻ და჻ ჭამა ყმასა჻ მეფე჻ ასრე჻ უჭურეტს჻ ვითა჻ შვილსა჻ ტკბილი჻ მამა მათ჻ ორთავე჻ აშუენებდა჻ ფიფქსა჻ თოვნა჻ ვარდსა჻ ნამა უხუად჻ გასცეს჻ საბოძვარი჻ მარგალიტი჻ ვითა჻ დრამა

609. სუმა჻ გარდაჴდა჻ თავისთავის჻ გაიყარნეს჻ მსმელნი჻ შინა დიდებულნი჻ არ჻ გაუშვნეს჻ ყმა჻ დაისუეს჻ ახლოს჻ წინა მეფე჻ ჰკითხავს჻ იგი჻ ჰკადრებს჻ რაცა჻ ჭირი჻ დაეთმინა მერმე჻ მისი჻ უცნობოსა჻ რა჻ ენახა჻ რა჻ ესმინა

610. ყმა჻ ახლოს჻ უჯდა჻ მეფესა჻ ისმენდა჻ ეუბნებოდა ბაგეთათ჻ გასჭურის჻ ბროლ჻ ლალი჻ მათ჻ კბილთა჻ ელვა჻ ჰკრთებოდა ახლოს჻ სხდეს჻ ღირსნი჻ ისმენდეს჻ შორს჻ ჯარი჻ დაიჯრებოდა უტარიელო჻ ჴსენება჻ არვისგან჻ იკადრებოდა

611. მას჻ ვახსენებდე჻ ნუ჻ გიკუირს჻ თქმა჻ მჭირდეს჻ მიწყივ჻ ახისა ნუთუ჻ მზე჻ ვთქუა჻ მსგავსი჻ მისი჻ და჻ ან჻ მისისა჻ სახისა ვინ჻ უნახავ჻ ქნას჻ გონება჻ ყოველთა჻ კაცთა჻ მნახისა ვარდი჻ დამჭკნარი჻ ეკალთა჻ შუა჻ შორს მყოფი჻ ახ჻ ისა

612. რა჻ ჭირი჻ კაცსა჻ სოფელმან჻ მოუთმოს჻ მოუთმინამან ქაცუი჻ ლერწამმან჻ ზაფრანა჻ იმსგავსოს჻ ფერად჻ მინამან ავანდილ჻ მისმან჻ მჴსენებმან჻ ღაწვი჻ ცრემლითა჻ მინამან წურილად჻ უამბო჻ ამბავი჻ მან჻ მისმან჻ მონასმინამან

613. ქუაბნი჻ ომითა჻ წაუხმან჻ სახლად჻ აქვს჻ დევთა჻ სახლები საყუარელისა჻ მისისა჻ ქალი჻ ჰყავს჻ თუით჻ ნაახლები ვეფხისა჻ ტყავი჻ აცვია჻ ცუდად჻ უჩს჻ სტავრანახლები აღარა჻ ნახავს჻ სოფელსა჻ ცეცხლი჻ სწუავს჻ ახალახლები

614. რა჻ დაასრულა჻ ამბავი჻ საქმე჻ მისისა჻ ჭირისა ნახვა჻ მის჻ მზისა჻ ნათლისა჻ მის჻ თუალად჻ არ჻ დუხჭირისა იამა჻ უქეს჻ ვარდისა჻ ხელი჻ მძლედ჻ დანამჭირისა ეგე჻ კმა჻ სიმჴნე჻ სიმჴნისა჻ რადღა჻ ხარ჻ მომხუეჭი჻ რისა

615. გამხიარულდა჻ თინათინ჻ ამა჻ ამბისა჻ სმენითა მას჻ დღე჻ იხარებს჻ სუმისა჻ და჻ ჭამისა჻ არ჻ მოწყენითა კულა჻ საწოლს჻ დახუდა჻ მას჻ მზესა჻ მუნცა჻ სიტყვითა჻ ბრძენითა მისულა჻ ებრძანა჻ იამა჻ თქუმა჻ არ჻ ეგების჻ ენითა

616. ყმა჻ წავიდა჻ მხიარული჻ ლმობიერი჻ არ჻ გამწყრალი ლომი჻ მინდორს჻ ლომთა჻ თანა჻ მინდორს჻ რული჻ ფერნამკრთალი ყმა჻ სოფლისა჻ ხასიათი჻ ჯავარი჻ და჻ სრული჻ ლალი მაგრა჻ ჰქონდა჻ გულისათუის჻ გული჻ გულსა჻ განაცვალი

617. მზე჻ უკადრი჻ ტახტსა჻ ზედა჻ ზის჻ მორჭმული჻ არ჻ ნადევრი წყლად჻ ეფრატსა჻ უხვად჻ ურწყო჻ ედემს჻ რგული჻ ალვა჻ მჭევრი ბროლ ბალახშსა჻ აშუენებდა჻ თმა჻ გიშერი჻ წარბი჻ ტევრი მე჻ ვინ჻ ვაქებ჻ ათენს჻ ბრძენთა჻ ჴამს჻ აქებდეს჻ ენა჻ ბევრი

618. ყმა჻ მხიარული჻ წინაშე჻ დასუა჻ სკამითა჻ მისითა სხენან჻ სავსენი჻ ლხინითა჻ ორთავე჻ შესატყუისითა უბნობენ჻ ლაღნი჻ წყლიანნი჻ არა჻ სიტყუითა჻ მქისითა უთხრა჻ ჰპოეა჻ პატიჟნი჻ ნახენ჻ ძებნითა჻ ვისითა

619. ჰკადრა჻ რა჻ კაცსა჻ სოფელმან჻ მისცეს჻ წადილი჻ გულისა ჴსოვნა჻ არა჻ ჴამს჻ ჭირისა჻ ვით჻ დღისა჻ გარდასრულისა ვჰპოვე჻ ხე჻ ტანი჻ ალვისა჻ სოფლისა჻ წყალთა჻ რწყულისა მუნ჻ პირი჻ მსგავსი჻ ვარდისა჻ მაგრა჻ აწ჻ ფერნაკლულისა

620. მუნ჻ სარო჻ მსგავსი჻ ვარდისა჻ ვნახე჻ მისჭირდა჻ მინები იტყუის჻ დავჰკარგე჻ ბროლი჻ და჻ სადა჻ რთავს჻ ბროლსა჻ მინები მით჻ ვიწვი჻ რათგან჻ ჩემებრვე჻ ცეცხლი჻ სწუავს჻ მოუთმინები მერმე჻ კულა჻ ჰკადრა჻ ამბავი჻ მან჻ მისგან჻ მონასმინები

621. სიარულსა჻ მისგან჻ ძებნად჻ სრულ჻ პატიჟთა჻ მოსთულის჻ ჭირსა მერმე჻ ჰკადრა჻ საწადლისა჻ ღ~თნ჻ პოვნა჻ ვით჻ აღირსა საწუთრო჻ და჻ სოფელს჻ ყოფა჻ კაცი჻ უჩსო჻ ვით჻ ნადირსა ოდენ჻ ხელი჻ მჴეცთა჻ თანა჻ იარების჻ მინდორს჻ ტირსა

622. ეგონების჻ მისი჻ მკულელი჻ იარების჻ ცრემლთა჻ მფრქვნელი არ჻ შესჯერდეს჻ შემოქმედსა჻ ზღუადცა჻ მისცეს჻ საქონელი ცუდად჻ შვრების჻ იარების჻ გამოჭრილა჻ ჰინდოელი მიწყივ჻ უდებს჻ ცეცხლსა჻ მასვე჻ მისი჻ დამდაგველი

623. ნუ჻ მკითხავ჻ ქება჻ რა჻ გკადრო჻ ჩემგან჻ რა჻ გაგეგონების მისსა჻ მნახავსა჻ ნახული჻ აღარა჻ მოეწონების თუალი჻ მჭურეტელი჻ ვით჻ მზისა჻ ციაგსა჻ დაეღონების ვარდი჻ არ჻ ქნილი჻ ზაფრანად჻ აწ჻ ია჻ შეიკონების