... (H-1090), XIX ს.

605. მათი ლაშქარნი გაგვექცნეს, ვეცენით გაცავფანტენით჻ ფიცხლად წაუღეთ ქალაქი, არ თავნი გავაზანტენით჻ ქვითა დავლეწეთ წვივები, ჩვენ იგი გავანატენით჻ მამკალით ლარი დალიოთ, ან აკიდებით ან ტენით჻

606. ფრიდონ ნახნა საჭურჭლენი, და ბეჭედნი მისნი დასხნა჻ თჳთ ორნივე ბიძის ძენი, დაპყრობილნი წამოასხნა჻ მისთა ნაცვლად სისხლნი მათნი, მოღვარნა და ველთა ასხნა჻ ჩემი ჰსთქუეს თუ ღ~თსა მადლი, ვინ ალვისა ხენი ასხნა჻

607. მივედით მოქალაქეთა, ზარი ჰჩნდა რომე ზმიდიან჻ აჯათა მქნელნი მჭვრეტელთა, გულსა მუნ დააბმიდიან჻ მე და ნურადინს ყუელანი, ქებასა შეგვასხმიდიან჻ გვითხრობდეს მკლავთა თქუენთაგან, ჯერთ სისხლნი მათნი მიდიან჻

608. ლაშქარნი ფრიდონს მეფედ და, მიხმობდეს მეფეთ მეფობით჻ თჳთ თავსა მათსა მონად და, ჩემსა ყუელასა სეფობით჻ დაღრეჯით ვიყავ ვერ მპოვეს, ვეროდეს ვარდის მკრეფობით჻ ჩემი ვერ ცნიან ამბავი, მუნ იყო არ იეფობით჻

აქა ფრიდონისაგან ნესტან დარეჯანის ამბის მბობა :

ოდეს ტარიელს უამბო:

609. დღესა ერთსა მე და მეფე, ნადირობას გამოვედით჻ ზღვასა ზედა წაწურვილსა, ქედსა რასმე გარდავდეგით჻ ფრიდონ მითხრა გითხრობ რასმე, ვთამაშობდით ცხენსა ვსხედით჻ ერთი რამე საკვირველი, მე ვნახეო ამა ქედით჻

610. მე ვჰკითხეუდი ფრიდონ მითხრობს, მართ ამბავსა ესოდენსა჻ დღე ერთ მწადდა ნადირობა, შევსჯე ამა ჩემსა ცხენსა჻ ზღვასა შიგან იხვსა გვანდა, ხმელთა ზედა შავარდენსა჻ აქა ვსდეგ და თვალს უგებდი, ქორსა იქით განაფრენსა჻

611. ზოგჯერ ზღვისკენ მივიხედნი, წავსდგომოდი ამა გორსა჻ ზღვასა შიგან ცოტა რამე, დავინახე თუცა შორსა჻ ეგრე ფიცხლად სიარული, არას ძალ გაქვს მისსა სწორსა჻ ვერად ვიცან გონებასა, გავეკვირვეამად გორსა჻

612. ვჰსთქვი რაა რასა ვამგზავსო, მფრინველია ანუ მჴეცი჻ ნავი იყო არ ეფარა, სამოსელი მრავალკეცი჻ წინა კაცნი მოზიდვიდეს, თვალი ამად დავაცეცი჻ მთვარე უჯდა კიდობანსა, ცა მეშვიდე მასცა ვეცი჻

613. ამოძვრნეს ორნი მონანი, შავნი მართ ვითა ფისანი჻ ქალი გარდმოსვეს სისხონი, ვნახენ მისისა თმისანი჻ მას რომე ელვა ჰკრთებოდა, ფერნიმცა ჰგვანდეს რისანი჻ მან გაანათლა ქვეყანა, გაცუდდეს შუქნი მზისანი჻

614. სიხარულმან ამაჩქარა, ამათრთოლა დაცამლეწა჻ იგი ვარდი შემიყუარდა, რომე თვალსა იხეწა჻ დავაპირე შეტევება, ვჰსთქვი წავიდე მათკე მე წა჻ ჩემსა შავსა სულიერსა, რამცა ვითა გარდეხვეწა჻

615. ცხენი გავქუსლე იქმოდეს, შამბი ჴმასა და ხრიალსა჻ ვეღარ მიუსწარ გამესწრნეს, რაზომცა ვსცემდი წრტიალსა჻ ზღჳს პირსა მიველ შეუხედენ, ჩნდა ოდენ მზისა ტიალსა჻ გამშორვებოდეს წამსლვოდეს, ამისთვის დავეწვი ალსა჻

616. ესე მესმა ფრიდონისგან, მამემატა ცეცხლთა სიცხე჻ ცხენისაგან გარდავიჭერ, თავი სრულად გავიკიცხე჻ ჩემთა ღაწვთა დანადენი, ჩემთა მე ჩემივე სისხლი ვიცხე჻ მამკალ თუცა უჩემოსა, ენახოსმცა ვისცა ის ხე჻

617. ესე ჩემგან გაუკჳრდა, ფრიდონს მეტად ეუცხოა჻ მაგრამ მეტად შევებრალე, ტირილითა მესათნოვა჻ ვითა შვილი დამადუმა, მემუდარა მესათნოვა჻ თვალთათ ვითა მარგალიტი, ცხელი ცრემლი გარმომთოვა჻

618. ვაგლახმეო რა გიამბე, ფათერაკად მცდარმან შმაგად჻ მოვახსენე ნურა გაგვა, ნუ ინაღვლი მაგას მაგად჻ იგი მთვარე ჩემი იყო, მით მედების ცეცხლი მდაგად჻ აწ გიამბობ რადგან თავი, გინდა ჩემად ამხანაგად჻

619. ფრიდონს უთხარ ყუელაკაი, ჩემი თავსა გარდასრული჻ მან მითხრა თუ რას ვიტყოდი, მოცთომილი გაბასრული჻ შენ მაღალი ჰინდოთ მეფე, ჩემსა რადმე ხარ მოსრული჻ საჴელმწიფო საჯდომი და, ტახტი გმართებს სრაცა სრული჻

620. კვლავაცა მითხრა ვისცა ღ~თი, საროს მორჩსა ტანად უხებს჻ მას ლახვარსა მოაშორვებს, თუმცა პირველ გულსა უხებს჻ იგი მოგვცემს წყალობასა, მისსა ზეცით მოგვიქუხებს჻ ჭირსა ლხინად გაგვიცვალებს, არათ ოდეს შეგვაწუხებს჻

621. წამოვედით ნატირებნი, სრას დავსხედით თავის წინა჻ ფრიდონს უთხარ შემწე ჩემი, შენგან კიდევ არავინ ა჻ ვითა ღ~თსა შენი მჰსგავსი, სოფლად არა მოავლინა჻ მაშა რადგან შეგემეცენ, ამის მეტი რად რა მინა჻

622. არ ავი გესვა მოყუარე, ჟამი თუ მამხუდეს ჟამისად჻ ენა გონება მახმარე, გამოსარჩევლად ამისად჻ რა მოვაგვარო რა მიჯობს, სალხენლად ჩემად და მისად჻ თუ ვერას ვარგებ ვიქმნები, ვერ დამყოფელი წამისად჻