... (H-1090), XIX ს.

586. პირველ მითხრა არა ვიცი, რა ხარ ანუ რას გამსგავსო჻ ანუ ეგრე რამ დაგლია, ანუ პირველ რამ გაგავსო჻ რამან შეგქნა მოყჳთანოდ, ვარდ გიშერი რომე რგავსო჻ ღ~თნ მისგან ანთებული, სანთელიმცა რად დაგავსო჻

587. მულღაზანზარის ქალაქი, ახლოს მე მაქვსო რომელი჻ ნურადინ ფრიდონ სახელად მძეს, მეფე ვარ მუნა მჯდომელი჻ ესე სამძღარი ჩემია, სადა ხარ გარდამხდომელი჻ ცოტა მაქვს მაგრამ ყოველგან, სიკეთე მიუთხრობელი჻

588. მამის ძმა და მამა ჩემი, პაპმან ჩემმან გაჰყუნა ოდეს჻ ზღვასა შიგან კუნძულია, ჩემად წილად მას იტყოდეს჻ თჳთ ბიძასა ჩემსა მიხვდა, ვისთა შვილთა აწ დამკოდეს჻ მათკენ დარჩა სანადირო, არ მივსცემდი მამერჩოდეს჻

589. დღეს გამოველ ნადირობას, ზღვისა პირსა ვინადირე჻ მუნა გასვლა მამდომოდა, მით მრეკალი არ ვახშირე჻ სპათა უთხარ მამიცადეთ, მოვიდოდე მეცა ვირე჻ ხუთთა ოდენ ბაზიერთა, მეტი არა დავიჭირე჻

590. ნავითა გამველ ზღვისაგან, შტო რამე გამოვიდოდა჻ არა მოვჰკრეფდი გამყოფთა, ვჰსთქვი ჩემთა რად დავრიდო და჻ დამეძაბუნდეს სიმრავლე, მე მათი არ გამვიდოდა჻ ვნადირობდი და ვიძახდი, ჴმა ჩემი არ უდიოდა჻

591. მართლად იჯავრეს წუნობა, მათი თუ ესე ჰჴმდა ვითა჻ გამამაპარნეს ლაშქარნი, გზანი შემიკრეს ნავითა჻ თჳთ ბიძას ძენი ჩემნიცა, შესხდეს მათითა თავითა჻ ჩემთა გაუხდეს ლაშქართა, ომად მათითა მკლავითა჻

592. მათი მესმა დავინახე, ზახილი და ჴრმალთა ელვა჻ ნავი ვთხოვე მენავეთა, მით ვიყივლე მე ერთხელ ვა჻ ზღვასა შეველ მომეგება, მეომარი ვითა ღელვა჻ სწადდა მაგრა ვეღარა ქნეს, ჩემი ზედა წამოქელვა჻

593. კვლა სხვანი დიდნი ლაშქარნი, უკანა მამეწეოდეს჻ იქით და აქათ მამიხდეს, ერთგნით ვერ მამერეოდეს჻ არ მამწურვოდეს წინანი, ზურგით მესროდეს მე ოდეს჻ ჴრმალსა მივენდევ გამიტყდა, ისარნი დამელეოდეს჻

594. მამეჯარნეს ვეღარა ვქმენ, ნავით ცხენი გარდვიხტუნვე჻ ზღვა ზღვა ცურვით წამოუველ, ჩემი მჭვრეტნი გავაცბუნვე჻ თანა მყოლი ყუელაკანი, დამიჴოცნეს დარჩა მუნვე჻ ვინცა მდეუდა ვერ შემამხვდა, მიუბრუნდი მივაბრუნვე჻

595. აწ იგი იქნას რაღაცა, ენებოს ღ~თისა წადილსა჻ ვეჭვ ჩემი სისხლი არ შერჩეს, ძალი შესწეუდეს ქადილსა჻ ოხრად გაუხდი ყოფასა, მათ საღამოსა და დილსა჻ უჴმობ ყვავთა და ყორანთა, მათ ზედა ვაქნევ ხადილსა჻

596. ამა ყმამან შემიკვეთა, გული მისკენ მიმიბრუნდა჻ მოვახსენე აჩქარება, შენგან ყოლა არა უნდა჻ მეცა თანა წამოგყუები, დაიხოცნენ იგი მუნ და჻ ჩვენ ორთავე მეომართა, გაღანამცა შეგვიძრწუნდა჻

597. ესეცა უთხარ ამბავინა, ჩემი არ გაგეგონების჻ უფრორე წვრილად გიამბობ, ნათუ ჟამი ჩვენ გვექონების჻ მან მითხრა ლხინი საჩემო, მაგას რა შეეწონების჻ დღეთ სიკუდილადმდის სიცოცხლე, შენ ჩემი დაგემონების჻

598. მივედით მისსა ქალაქსა, ტურფასა მაგრა ცოტასა჻ გამოეგებნეს ლაშქარნი, ისხემდეს მისთვის ოტასა჻ პირსა იხოკდეს გაჰყრიდეს, ნახოკსა ვით ნაფოტასა჻ ეხვეოდიან ჰკოცნია, ჴრმალსა და სალტე კოტასა჻

599. კულა მოვეწონე ვეტურფენა მე მისი გარდნაკიდარი჻ შემასხემდიან ქებასანა მზეო ხარ ჩვენთვის იდარი჻ მივედით ვნახეთ ქალაქინა მისი ტურფა და მდიდარი჻ ყუელასა ტანსა ემოსანა ზარქაში განაზიდარი჻

აქა შველა ტარიელისაგან ფრიდონისა და გამარჯვება მათ მეომრ ზედა:

600. მოჯობდა ომი შეეძლო, ხმარება ცხენ აბჯარისა჻ დავჰკაზმეთ ნავი კატარღა, და რიცხვი სპათა ჯარისა჻ კაცი ჰჴმდა მისთა მჭვრეტთათვის, ღონემცა იაჯა რისა჻ აწ გითხრა ომი მოყმისა, მებრძოლთა დამსაჯარისა჻

601. მათი მესმა დაპირება, ჩაბალახთა ჩამობურვა჻ ნავი წინა მამეგება, არა ვიცი იყო თუ რვა჻ ფიცხლავ ზედა შევეჯახე, მათ დაიწყეს ამოდ ცურვა჻ ქუსლი ვკარ და დავუქცივე, დაიძახეს დიაცურ ვა჻

602. კულა სხვასა მიველ მოვკიდე, ხელი ნავისა ბაგესა჻ ზღვასა დავანთქე დავჴოცე, ომიმცა რაღა აგესა჻ სხუანი გამექცეს მიმართეს, მათ მათსა საქულბაგესა჻ ვინცა მიჭურეტდა უკვირდა, მაქებდეს არ მაძაგესა჻

603. ზღვა გავიარეთ გავედით, შემოგვიტივეს ცხენია჻ კულავ შევიბენით შეიქნა, ომისა სიმარცხენია჻ მუნ მამეწონა ფრიდონის, სიქველე სიფიცხენია჻ იბრძვის ლომი და პირად მზე, იგი ალვისაც ხენია჻

604. თჳთ ორნივე ბიძა ძენი, მისნი ხრმლითა ჩამოყარნა჻ ჴელნი წმიდად გარდმეკვეთნეს, იგი ასრე ასაპყარნა჻ მოიყუანა მჴარ დაკრულნი, ერთმან ორნი არ დაყარნა჻ მათნი ყმანი გაამტირნა, მისნი ყმანი ამაყარნა჻