... (H-1090), XIX ს.

567. როსკიპო ბოზო დიაცო, საქმრო რად მოაკულევინე჻ ანუ სისხლითა მისითა, ჩემი რად მოაზღვევინე჻ არ ცუდად მომკლავს ძმა ჩემი, რა გიყავ რა გაქნევინე჻ აწ ღ~თსა უნდეს ვერ მიხვდე, ვის ესე დააშლევინე჻

568. ჴელი მიჰყო წამოზიდნა, თმანი გრძელნი დაუფუშნა჻ დაალება დაალურჯა, მედგრად პირნი მოუქუშნა჻ მან პასუხი ვერა გაჰსცა, ოდენ სულთქნა ოდენ უშნა჻ ქალმან შავმან ვერა არგო, ვერცა წყლული დაუშუშნა჻

569. რა დავარ გაძღა ცემითა, მისითა დალურჯებითა჻ წამოჰსდგეს ორნი მონანი, პირითა მით ქაჯებითა,჻ მათ კიდობანი მოჰქონდათ, ეუბნეს არ აჯებითა,჻ მას შიგან ჩასვეს იგი მზე, ჰგავს აქა დარაჯებითა჻

570. ზღვათაკენ განვლნეს სარკმელნი, მაშინვე გაუჩინარდა჻ დავარ ჰსთქვა მქნელი ამისი, ვინ არ დამქოლოს ვინ არ და჻ ვირემ მომკულეუდეს ჩემი ძმა, სიცოცხლე გასაწყინარდა჻ დანა დაიცა მოცაკვდა, დაეცა გასისხლმდინარდა჻

571. რად არ მიკჳრვებ ცოცხალსა, მე ლახვარ დაუსობელსა჻ აწ იგი მიყავ რა მართებს, ამისა მახარობელსა჻ ზენაარ დამხსენ სიცოცხლე, სულთა დგმა დაუთმობელსა჻ საბრალოდ ცრემლსა ადენდა, უკლებსა დაუშომელსა჻

572. მე უთხარ დაო რად მოგკლა, ანუ რა შენი ბრალია჻ რამცა ვქენ ნაცვლად თჳთ რომე, მისი ჩემზედა ვალია჻ აწ თავსა მისად საძებრად, მივსცემ სად კლდე და წყალია჻ სრულად გავქვავდი შემექმნა, გული მართ ვითა სალია჻

573. მეტმან ზარმან გამაშმაგა, მამივიდა ცხრო და თრთოლა჻ გულსა უთხარ ნუ მოკჰვდები, არას გარგებს ცუდი წოლა჻ გიჯობს გაჭრა ძებნად მისად, გავარდნა და ველთა რბოლა჻ აჰა ჟამი ვისცა გინდა, ჩემი თანა წამოყოლა჻

574. ნავსა შევჯე ზღვასა შეუელ, ნავსა შიგან გავალაგდი჻ არსით ნავი მამავალი, უნახავად არ დავაგდი჻ მოველოდი არა მესმა, შმაგი უფრო გავეშმაგდი჻ რომე სრულად მამიძულვა, ღ~თსა თურე ასრე ვძაგდი჻

575. რომე დავყავ წელიწადი, თვე თორმეტი გამეოცა჻ მაგრამ მისი მნახავიცა, სიზმრივ კაცი არ მეოცა჻ თანა მყოლი ყუელაკანი, ამომიწყდა დამეხოცა჻ ვთქვი თუ ღ~თსა ვერას ვკადრებ, რაცა სწადდეს აგრე ვყო ცა჻

576. ზღვა ზღვა ცურვა მამეწყინა, მით გამოველ ზღვისა პირსა჻ გული სრულად გამიმხეცდა, არ უსმენდი არც ვაზირსა჻ ყველაკანი დამეფანტა, დარჩომოდა რაცა ჭირსა჻ კაცსა ღ~თი არ გასწირავს, ასრე მისგან განაწირსა჻

577. ერთია ესე ასმათი, და დამრჩეს ორნი მონანი჻ ჩემნი გულისა მდებელნი, და ჩემნი შემამგონანი჻ მისი ვერა ვჰსცნენ ამბავნი, ვერცა დრამისა წონანი჻ ტირილი მიჩნდის ლხინად და, მდინდიან ცრემლთა ფონანი჻

აქა ამბავი ნურადინ ფრიდონისა ოდეს ტარიელ შემოეყარა ზღვისა პირსა჻

578. ღამით მევლო მოვიდოდი, ზღვისა პირსა აჩნდეს ბაღნი჻ გვანდეს ქალაქს ვიახლენით, ცალკერძ იყვნეს კლდეთა ნაღნი჻ არ მიამის კაცთა ნახვა, მიდაღვიდა გულსა დაღნი჻ მუნ გარდავხე მოსვენებად, დამხუდეს რამე ხენი ლაღნი჻

579. ხეთა ძირსა მივიძინე, მათ მონათა ჭამეს პური჻ მერმე ავდექ სეუდიანი, მიღამებდა გულსა მური჻ ვერა მეცნა ეგზომ გრძელად, ვერ ჭორი და ვერ დასტური჻ ველთა ცრემლი ასოვლებდა, თვალთა ჩემთა მონაწური჻

580. ზახილი მესმა შეუხედენ, მოყმე ამაყად ყიოდა჻ შემოირბეუდა ზღვის პირ პირ, მას თურმე წყლული სტკიოდა჻ ჴმლისა ნატეხი დასვრილი, აქვს სისხლი ჩამოჰსდიოდა჻ მტერთა ექადდა სწყრებოდა, იგინებოდა ჩიოდა჻

581. ზედან ჰსჯდა შავსა ტაიჭსა, ესე აწ მე მყავს რომელი჻ მართ ვითა ქარი მოჰქროდა, გაფიცხებული მწყრომელი჻ მონა მივწიე მისისა, შეყრისა ვიყავ მდომელი჻ შევსთუალე დადეგ მიჩვენე, ლომსა ვინ გაწყენს რომელი჻

582. მას მონასა არა უთხრა, არცა სიტყუა მოუსმინა჻ ფიცხლად შევჯეგ ჩავეგებე, მე ჩაუსწარ ჩავე წინა჻ უთხარ დადეგ გამიგონე, შენი საქმე მეცა მინა჻ შემომხედნა მოვეწონე, სიარული დაითმინა჻

583. გამიცადა ღ~თსა ჰკადრა, შენ ასეთნი ხენი ვით ხენ჻ მერმე მითხრა მოგახსენებ, აწ სიტყუანი რომე მკითხენ჻ იგი მტერნი გამილომდეს, აქამდისცა რომე ვითხენ჻ უკაზმავსა მიღალატეს, საჭურველნი გარ ვერ ვითხენ჻

584. მე უთხარ დადეგ დასწყნარდი, გარდავხდეთ ძირსა ხეთასა჻ არ შეუდრკების ჭაბუკი, კარგი მახჳლთა კუჱთასა჻ თანა წამომყუა წავედით, უტკბოსი მამა ძეთასა჻ მე გავეკვირვე ჭვრეტასა, მის ყმისა სინაზეთასა჻

585. ერთი მონა დასტაქარი, მყუა და წყლულნი შეუხვივნა჻ ისრის პირნი ამოუხუნა, დაკოდილნი არ ატკივნა჻ მერე ვჰკითხე ვინ ხარ ანუ, მკლავმან შენმან ვისგან ივნა჻ საამბობლად დამირიგდა, თავი მისი გაამჩივნა჻