... (H-1090), XIX ს.

548. ჴმა დამივარდა შეიქმნა, ზახილი მოსაწევარი჻ წამოველ წეუნა დამიწყეს, დავხოცე ჩემი მდევარი჻ ქალაქი მქონდა მაგარი, მტერთაგან მოურევარი჻ მუნ შიგან შეველ მშვიდობით, ამოდ იგივე მე ვარი჻

549. კაცი გავგზავნენ ვაცნობე, ყოვლგან ლაშქარსა ყველასა჻ აქა მამმართეთ ვინცაღა, ჩემსა იქმოდეთ შველასა჻ არ გაწყდა მოსულა მდეუართა, ღამესა დია ბნელასა჻ ჩემნი რა სცნიან სცვედიან, თავებსა მათსა მრთელასა჻

550. ცისკრად ავდეგ შევეკაზმე, რა გათენდა ღამე დილად჻ ვნახენ სამნი დიდებულნი, მეფისაგან მოგზავნილად჻ ებრძანა თუ ღ~თნ იცის, გამეზარდე ვითა შვილად჻ ჩემი ასრე რად შესცვალე, სიხარული სიმძიმილად჻

551. ხვარაზმშას სისხლი უბრალო, სახლად რად დამადებინე჻ თუ ჩემი ქალი გინდოდა, რად არა შემაგებინე჻ მე ბერსა შენსა გამზრდელსა, სიცოცხლე მაარმებინე჻ დღედ სიკუდილამდის შენიცა, თავი არ მაახლებინე჻

552. მე შეუთვალე მეფეო, ვარ უმაგრესი რვალისა჻ თვარა რად მიშლის სიკუდილსა, ცეცხლი სიკუდილთა ალისა჻ მაგრა თვით იცით ხელმწიფე, ჰჴამს მქნელი სამართალისა჻ მე თქვენმან მზემან მაშოროს, ნდომა თქვენისა ქალისა჻

553. იცით ჰინდოთა სამეფო, რაზომი სრა საჯდომია჻ ერთიღა მე ვარ მემკვიდრე, ყველაი თქუენ მოგხდომია჻ ამოსწყდა მათი ყველაი, მამული თქვენ დაგრჩომია჻ დღესამდის ტახტი უჩემო, არავის არ მონდომია჻

554. ვერ გათნევ თქვენმან კეთილმან, აწ ეგე არ მართალია჻ ღ~თნ არ მოგცა ყმა შვილი, გივის ერთაი ქალია჻ ხვარაზმშა დასვა ჴელმწიფედ, მოგხვდების რა ნაცვალია჻ სხვა მეფე დაჯდეს ჰინდოეთს, მერტყას მე ჩემი ჴრმალია჻

555. შენი ქალი არად მინდა, გაათხოვე გამარიდე჻ ჰინდოეთი ჩემი არის, არვის მივსცე ჩემგან კიდე჻ ვინცა ჩემსა დამეცილოს, მისით მასცა აღმოვფხვრიდე჻ სხვად მეშველსა გარეგანსა, მამკალ ვისცა ვინატრიდე჻

აქა ამბისა ცნობა ტარიელისაგან ნესტან დარეჯანის დაკარგვისა:

556. ესე კაცნი გამეგზავნეს, გონებასა გავეშმაგე჻ რომე მისი ვერა მეცნა, ამას უფრო დავედაგე჻ მას ზღუდესა გარდავადეგ, მინდორთაკე რომე ვაგე჻ მესმა საქმე საშინელი, რომე თავი ვერ წავაგე჻

557. გამოჰსჩნდეს ორნი ქვევითნი, მე მივეგებე წინარე჻ ქალი ჰყუა ერთსა მონასა, ვსცანმცა თუ მოღმა ვინ არე჻ თავ გაგლეჯილი ასმათი, პირს სისხლი ჩამომდინარე჻ აღარ მიყივლა ღიმილით, არცაღა გამიცინა რე჻

558. იგი ვნახე დავებნივე, გონებანი გამიშმაგნა჻ შორით უხმე რაშიგან ვართ, ანუ ცეცხლმან რად დაგვდაგნა჻ მან საბრალოდ შემომტირნა, ძლივ სიტყუანი გამოაგნა჻ მითხრა ღ~თნ სიმგრგვლე ცისა, ჩვენთვის რისხვით წამოგრაგნა჻

559. ახლოს მიველ კვლაცა ვჰკითხე, რაშიგან ვართ თქვი მართალი჻ კულა საბრალოდ ამიტირდა, კვლავ მოედვა ამით ალი჻ დიდხან სიტყუა ვერა მითხრა, მისთა ჭირთა ნაათალი჻ მკერდსა წითლად უღებევდა, სისხლი ღაწუთა ნაწვეთალი჻

560. მერმე მითხრა მოგახსენებ, ესე რათმცა დაგიმალე჻ მაგრა ვითა გაგახარნე, შენცა აგრე შემიწყალე჻ ნუ მაცოცხლებ ნუ დამარჩენ, შემიწყალე შემიბრალე჻ დამხსენ ჩემსა საწუთროსა, ღ~თსა შენსა მიავალე჻

561. მიამბო ოდეს სასიძო, მოჰკალ და ჴმა დაგივარდა჻ მეფესა ესმა აიჭრა, მართ მისგან გასატკივარდა჻ შენ დაგიძახა მიჴმეთო, ჴმა მაღლად გახმამყივარდა჻ მოგნახეს შინა ვერ გპოვეს, მით მეფე გამომჩივარდა჻

562. ჰკადრეს აქა აღარ არის, კარნი სადმე გაუვლიან჻ მეფე ბრძანებს ვიცი ვიცი, მეტად კარგად შემიგიან჻ მას უყუარდა ქალი ჩემი, სისხლნი ველთა მოუღვრიან჻ რა ნახიან ერთმანერთი, არ შეხედვა ვერ დათმიან჻

563. აწ თავმან ჩემმან მას მოვჰკლავ, ჩემად დად ვინცა მადესა჻ მე ღ~თისა უთხარ დაუბამს, მას ეშმაკისა ბადესა჻ მათ ბოზ კუროთა ასეთი, რა მისცეს რა უქადესა჻ თუ დავარჩინო ღ~თი ვჰგმო, მისად პატიჟად მზად ეს ა჻

564. მის მეფისა წესი იყო, თავი თჳსი ძჳრად ფიცის჻ [..] თუ ფიცის არ გაჰტეხის, მასვე წამსა დაამტკიცის჻ ესე წყრომა მეფისაგან, ვისცა ესმა ვინცა იცის჻ მან უბრძანა დავარ ქაჯსა, ვინ გრძნებითა ცაცა იცის჻

565. დავარს დასა მეფისასა, უთხრა ვინმე ღ~თისა მტერმან჻ თავი ჰფიცა ძმამან შენმან, არ დაგარჩენს იცის ერმან჻ მან ეგრე ჰსთქვა უბრალო ვარ, იცის ღ~თნ სახიერმან჻ ვისგან მოვჰკვდე ვისთჳს მოვკვდე, მიიხვედროს იგი ვერ მან჻

566. პატრონი ჩემი აგრევე, იყო წამოხვე შენ ოდეს჻ შენეულივე რიდენი, ებურნეს ტურფად შვენოდეს჻ დავარ მოთქმიდა სიტყუითა, რომელნი არა მსენოდეს჻ ბოზო შენ ბოზო რად მამკალ, ვეჭვ შენცა არა გლხენოდეს჻