... (H-757), 1671 წ.

473. მიმდონი჻ საწუთროსანი჻ მისთა჻ ნივთთაგან჻ რჩებიან იშუებენ჻ მაგრა჻ უმუხთლოდ჻ ბოლოდ჻ ვერ჻ მოურჩებიან ვაქებ჻ ჭკუასა჻ ბრძენთასა჻ რომელნი჻ ეურჩებიან ისმენდი჻ ჩემთა჻ ამბავთა჻ თუ჻ სულნი჻ შეღამრჩებიან

474. დურაჯნი჻ მივსცენ჻ გავიღე჻ სხუა჻ ვერა჻ გზაღა჻ თავისა჻ დავეცი჻ დავბნდი჻ წამიჴდა჻ ძალი჻ ჴორცათა჻ და჻ მკლავისა რა჻ სულად჻ მოვე჻ შემესმა჻ ჴმა჻ ტირილისა჻ და჻ ვისა გარე჻ მომრტყმოდა჻ ჯალაბნი჻ ვითა჻ ჩამსხდომნი჻ ნავისა

475. შიგა჻ ვწევ჻ დიდთა჻ დარბაზთა჻ ტურფითა჻ საგებელითა ზედა჻ მტიროდეს჻ მეფენი჻ ცრემლითა჻ უშრობელითა პირსა჻ იხოკდეს჻ ჴელითა჻ ღაწუისა჻ გამპობელითა მუყრნი჻ მოასხნეს჻ სენითა჻ მთქუეს჻ გამაბელზებელითა

476. მე჻ რა჻ მნახა჻ თუალახმული჻ მეფე჻ ყელსა჻ მომეხვია ცრემლით჻ მითხრა჻ შვილო჻ შვილო჻ ცოცხალ჻ ხარ჻ ღა჻ სიტყვა჻ თქუია მე჻ პასუხი჻ ვერა჻ უთხარ჻ ვითა჻ შმაგი჻ შევეკრთია კვლა჻ დავეცი჻ დაბნედილი჻ გულსა჻ სისხლი჻ გარდმეთხია

477. სრულნი჻ მუყრნი჻ და჻ მულიმნი჻ მე჻ გარე჻ შემომცვიდიან მათ჻ ჴელთა჻ ჰქონდა჻ მუსაფი჻ ყოველნი჻ იკითხვიდიან მტერდაცემული჻ ვეგონე჻ არ჻ ვიცი჻ რას჻ ჩმახვიდიან სამ჻ დღემდის჻ ვიყავ჻ უსულოდ჻ ცეცხლნი჻ უშრეტნი჻ მწვიდიან

478. აქიმნიცა჻ იკუირვებდეს჻ ესე჻ სენი჻ რაგუარია სამკურნალო჻ არა჻ სჭირს჻ რა჻ სევდა჻ რამე჻ შემოჰყრია ზოგჯერ჻ შმაგად჻ წამოვიჭრი჻ სიტყვა჻ მცთარი჻ წამერია დედოფალი჻ ზღუასა჻ შეიქს჻ მას჻ რომ჻ ცრემლი჻ დაუღვრია

479. სამსა჻ დღესა჻ დარბაზს჻ ვიყავ჻ არ჻ ცოცხალი჻ არცა჻ მკვდარი მერმე჻ ცნობა჻ მომივიდა჻ მიხუდი჻ რასმე჻ მიუმხვდარი ვთქვი჻ თუ჻ ჰაი჻ ჰაი჻ რაშიგან჻ ვარ჻ მე჻ სიცოცხლეგარდამხდარი თმობა჻ ვსთხოვე჻ შემოქმედსა჻ ვჰკადრე჻ სიტყვა჻ სამუდარი

480. ვთქვი჻ თუ჻ ღ~თო჻ ნუ჻ გამწირავ჻ აჯა჻ ჩემი჻ შეისმინე მომეც჻ ძალი჻ დათმობისა჻ ცოტად჻ ვითა჻ ამადგინე აქა჻ ყოფა჻ გამამჟღავნებს჻ სახლსა჻ ჩემსა჻ მიმაწვინე მანვე჻ ქნა჻ და჻ მორევსჯობდი჻ გული჻ წყლული჻ გავარკინე

481. ზე჻ წამოვჯე჻ მეფისაგან჻ კაცი჻ დია჻ მოვიდოდა ახარებდეს჻ წამოჯდაო჻ დედოფალი჻ გამორბოდა მეფე჻ მორბის჻ თავშიშველი჻ არ჻ იცოდა჻ რას჻ იქმოდა იგი჻ ღმერთსა჻ ადიდებდა჻ სხუა჻ ყველაი჻ უჩუმოდა

482. იქით჻ და჻ აქათ჻ მომისხდეს჻ მახურიტეს჻ სახურეტელია მე჻ მოვახსენე჻ პატრონო჻ გული჻ აწ჻ უფრო჻ მრთელია ცხენსა჻ შეჯდომა჻ მწადიან჻ ვნახნე჻ წყალნი჻ და჻ ველია ცხენი჻ მომგუარეს჻ შეცავჯე჻ მეფე჻ ჩემთანა჻ მვლელია

483. წამოვედით჻ მოვიარეთ჻ მოედანს჻ და჻ წყლისა჻ პირსა ჩემსა჻ მიველ჻ დავაბრუნვე჻ მეფე჻ მომყუა჻ სახლთა჻ ძირსა შინა჻ მიველ჻ უარ჻ გავჴე჻ სხვა჻ დამერთო჻ ჭირი჻ ჭირსა ვთქვი჻ თუ჻ მოვკუდე჻ ბედი჻ ჩემი჻ ამის჻ მეტსა჻ არას჻ ღირსა

484. ფარსადან჻ ღმერთსა჻ შესწირა჻ რაცა჻ აქვს჻ მოგებულია ყოველნი჻ მადლსა჻ შესწირვენ჻ მცირე჻ და჻ დიდებულია დედოფალი჻ ტირს჻ ცხელითა჻ ცრემლითა჻ მილ჻ გებულია წამწამ჻ მოვიდის჻ მნახვიდის჻ ტან჻ სარო჻ აგებულია

485. ზაფრანის჻ ფერად჻ შეცვალა჻ ბროლი჻ ცრემლისა჻ ბანამან გული჻ უფრორე჻ დამიჭრა჻ ათიათასმან჻ დანამან საწოლს჻ მეკარე჻ შემოდგა჻ მოლარე჻ გაიყვანა჻ მან ვთქვი჻ თუ჻ რა჻ იცის჻ ამბავი჻ ნეტარ჻ ან჻ იმან჻ ან჻ ამან

486. ქალი჻ მოვიდა჻ იკითხა჻ ამბავი჻ რაზმთა჻ მფრეწისა ტანად჻ ალვა჻ და჻ ლომგული჻ პირად჻ მზე჻ მინა჻ რეწისა მისთა჻ შუქთაგან჻ მთუარესა჻ არ჻ ძალ჻ აქვ჻ გარდახუეწისა მიჴმეს჻ მიბრძანეს჻ ამბავი჻ მე჻ მივეგებე჻ მეწისა

487. მონააო჻ ასმათისი჻ რა჻ იცისო჻ ვარქუი჻ ვკითხე შემოვიდა჻ სააშიკო჻ წიგნი჻ მომცა჻ წავიკითხე გამიკვირდა჻ სხუად჻ გულისა჻ ვითამცა჻ ვქენ჻ მწველთა჻ სითხე მისგან჻ ეჭვი჻ არა჻ მქონდა჻ სევდად჻ მაწუა჻ გულსა჻ მით჻ ხე

488. წიგნი჻ მომცა჻ ასმათისი჻ გული჻ შენი჻ ნუ჻ დაბნდების ვნახოთ჻ ამა჻ მუხთალთაგან჻ ჩუენსა჻ თავსა჻ რა჻ მოჰხდების მას჻ მიჯნური჻ არა჻ ჰქვიან჻ ვინცა჻ დღისა჻ წინ჻ მოჰკვდების რასთუის჻ უშობ჻ რასთვის჻ ბნდები჻ სული჻ რასთუის჻ ამოგჴუდების

489. მე჻ გამიკვირდა჻ სით჻ ვუყვარ჻ ანუ჻ ვით჻ მკადრებს჻ თხრობასა მიუყოლობა჻ არ჻ ვარგა჻ დამწამებს჻ უზრახობასა ჩემგან჻ იმედსა჻ გარდასწყვეტს჻ მერმე჻ დამიწყებს჻ გმობასა დავწერე჻ რაცა჻ პასუხად჻ ჰმართებდა჻ აშუკობასა

490. დღენი჻ გამოჰჴდეს჻ მე჻ გული჻ უფრორე჻ დამწვეს჻ კვლავ჻ ალთა ვეღარ჻ ვუჭვრეტდი჻ ლაშქართა჻ მინდორს჻ თამაშად჻ მავალთა დარბაზს჻ ვერ჻ მიველ჻ მკურნალთა჻ დამიწყეს჻ მოსლვა჻ მრავალთა მაშინ჻ დავიწყე჻ გარდაჴდა჻ სოფლისა჻ ლხინთა჻ და჻ ვალთა

491. მათ჻ ვერა჻ მარგეს჻ მე჻ გულსა჻ ბინდი჻ დამეცა჻ ბნელისა სხუამან჻ ვერავინ჻ შემატყვა჻ დება჻ ცნობისა჻ ხელისა სისხლი჻ დამწამეს჻ მეფემან჻ ბრძანა჻ გაჴსნევა჻ ჴელისა გავიჴსენ჻ ფარვად჻ თავისა჻ არვისგან჻ საეჭველისა

492. ჴელგაჴსნილი჻ სევდიანი჻ საწოლს჻ ვიყავ჻ თავისწინა ჩემი჻ მონა჻ შემოვიდა჻ შევხედე჻ თუ჻ თქვას჻ რა჻ მინა მონააო჻ ასმათისი჻ შემოყუანა჻ უთხარ჻ შინა გულსა჻ შინა჻ დაუზრახე჻ რა჻ მპოვაო჻ ანუ჻ ვინა