... (H-2610), XVIII ს.

433. დიდხან჻ ვდეგ჻ და჻ არა჻ მითხრა჻ სიტყვა჻ მისსა჻ მონასურსა჻ ოდენ჻ ტკბილად჻ შემომხედის჻ ვითამცა჻ რა჻ შინაურსა჻ ასმათ჻ უხმო჻ მოიუბნეს჻ ქალი჻ მოდგა჻ მითხრა჻ ყურსა჻ აწ჻ წადიო჻ ვერას჻ გითხრობს჻ მე჻ კვლა჻ მიმცა჻ ალმან჻ მურსა჻

434. ასმათ჻ გამომყვა჻ წამოველ჻ ფარდაგი჻ გამოვიარე჻ ვჰთქვი჻ საწუთროო჻ ვის჻ წეღან჻ გული჻ დარმანთა჻ მიარე჻ მაშინ჻ მოგეცა჻ იმედი჻ ლხინი჻ რად჻ გამიზიარე჻ გულმან჻ გაყრისა჻ სიძნელე჻ კვლა჻ უფრო჻ დამიტიარე჻

435. ასმათ჻ ლხინსა჻ მიქადებდა჻ ჩავიარე჻ შიგან჻ ბაღი჻ მითხრა჻ ეგრე჻ წასვლისათვის჻ ნუ჻ გაჩნია჻ გულსა჻ დაღი჻ სიმძიმილთა჻ ერდო჻ დაჰხაშ჻ სიხარულით჻ კარი჻ აღი჻ სირცხვილი჻ აქვს჻ საუბრისა჻ მერმე჻ თავსა჻ ჰკრძალავს჻ ლაღი჻

436. მე჻ ვუთხარ჻ დაო჻ შენგან჻ ვეჭვ჻ ამა჻ გულისა჻ წამალსა჻ ზენაარ჻ სულთა჻ ნუ჻ გამყრი჻ ამბითა჻ შრეტდი჻ ამ჻ ალსა჻ ჩემთანა჻ წიგნსა჻ ნუ჻ გასწყვეტ჻ შენ჻ ზედაზედა჻ მავალსა჻ თუ჻ რას჻ სცნობ჻ ჩემთვის჻ არა჻ ვეჭვ჻ მე჻ შენგან჻ არდანამალსა჻

437. შევჯე჻ წამოვე჻ მდიოდა჻ ნაკადი჻ ცრემლთა჻ მილისა჻ საწოლს჻ შემოვე჻ ხელქმნილსა჻ ღონე჻ არ჻ მქონდა჻ ძილისა჻ ბროლი჻ და჻ ლალი჻ შევიქმენ჻ მე჻ ულურჯესი჻ ლილისა჻ ღამე჻ მერჩია჻ მეწადა჻ არ჻ გათენება჻ დილისა჻

438. ხატაეთს჻ მყოფნი჻ მოვიდეს჻ მათგან჻ მოსლვისა჻ დრონია჻ სიტყვანი჻ შემოეთვალნეს჻ ლაღნი჻ და჻ უკადრონია჻ არც჻ რამე჻ ჩვენ჻ ვართ჻ ჯაბანნი჻ არ჻ ციხეუმაგრონია჻ ვინ჻ არის჻ თქვენი჻ ხელმწიფე჻ ჩვენზედა჻ რა჻ პატრონია჻

წიგნი ხატაელთ მეფისა ტარიელის წინაშე პასუხად მოწერილი჻

439. მოეწერა჻ რამაზ჻ მეფე჻ ტარიელსა჻ წიგნს჻ გიწერსა჻ გამიკვირდა჻ რა჻ ეწერა჻ წიგნსა჻ შენგან჻ მონაწერსა჻ რაგვარა჻ თუ჻ მანდა჻ გეხმე჻ ვინ჻ ჰპატრონობ჻ ბევრსა჻ ერსა჻ ამისმეტსა჻ ნუმცა჻ ვნახავ჻ კვლაღა჻ წიგნსა჻ შენ჻ მიერსა჻

440. უბრძანე჻ წვევა჻ ლაშქართა჻ გავგზავნე჻ მარზაპანია჻ იგი჻ ვარსკვლავთა჻ ურიცხვი჻ მოკრბეს჻ ინდოთა჻ სპანია჻ შორით჻ და჻ ახლოთ჻ ყველაი჻ მართ჻ ჩემკენ჻ მონასხპანია჻ ერთობ჻ ლაშქრითა჻ აივსო჻ მინდორი჻ კლდე჻ კაპანია჻

441. ფიცხლა჻ მოვიდეს჻ არ჻ ექნა჻ მათ჻ შინა჻ ხანდაზმულობა჻ აღლუმი჻ ვნახე჻ მეკეთა჻ ლაშქართა჻ მოკაზმულობა჻ სიჩაუქე჻ და჻ სიკეთე჻ კეკლუცად჻ დარაზმულობა჻ ტაიჭთა჻ მათთა჻ სიკეთე჻ აბჯართა჻ ხვარაზმულობა჻

442. ავმართე჻ დროშა჻ მეფისა჻ ალმითა჻ წითელშავითა჻ დილასა჻ ვბრძანე჻ გამართვა჻ ლაშქრითა჻ უთვალავითა჻ თავსა჻ ვსტიროდი჻ ვიტყოდი჻ ბედითა჻ მეტად჻ ავითა჻ მზე჻ თუ჻ არ჻ ვნახო჻ არ჻ ვიცი჻ ვიარო჻ ვითა჻ და჻ ვითა჻

443. შინა჻ მიველ჻ დაღრეჯილსა჻ გულსა჻ სევდა჻ მიიეფდა჻ თვალთათ჻ ვითა჻ საგუბარი჻ ცრემლი჻ ცხელი჻ გარდმომჩქებდა჻ ბედი჻ ჩემი჻ უბედური჻ ვჰთქვი჻ თუ჻ ჯერცა჻ ვერ჻ გამეფდა჻ ხელმან჻ ვარდი჻ რად჻ იხელთა჻ რათგან჻ ასრე჻ ვერ჻ მოჰკრეფდა჻

444. შინა჻ მოველ჻ სევდიანი჻ არ჻ ნადიმად჻ ღვინოს჻ ვსმიდი჻ წამ჻ წავიდი჻ სოფლისაგან჻ მადლი჻ ღმერთსა჻ შვსწირვიდი჻ ვერცა჻ ვიჯდი჻ ვერცა჻ ვიდგი჻ არა჻ ვიცი჻ რასა჻ ვჰზმიდი჻ თმობა჻ ვსთხოვე჻ შემოქმედსა჻ მეფისაკენ჻ წაცავიდი჻

445. მონა჻ შემოდგა჻ მივეცი჻ საქმესა჻ გაკვირვებულსა჻ ასმათის჻ წიგნი჻ მომართვა჻ მე჻ მეტად჻ შეჭირვებულსა჻ ეწერა჻ გიხმობს჻ შენი჻ მზე჻ შენ჻ მისთვის჻ მოსურვებულსა჻ მოდი჻ სჯობს჻ მანდა჻ ტირილსა჻ საქმესა჻ ბედით჻ ვებულსა჻

446. მიამა჻ უფრო჻ გავხელდი჻ საქმისა჻ მიუმხვდარია჻ ადლი჻ შევჰკადრე჻ უფალსა჻ ვიაჯე჻ ზეენარია჻ მზესა჻ ვეშაპი჻ შეიპყრობს჻ მე჻ მისად჻ მსგავსად჻ ვარია჻ დავაგდე჻ სრისა჻ ალაგი჻ ბაღისა჻ ვლახე჻ არია჻

447. ვითა჻ მმართებდა჻ ეგზომი჻ რამცა჻ ვით჻ გავიხარეო჻ შეღამდა჻ წავე჻ ბაღისა჻ მე჻ კარი჻ შევიარეო჻ სად჻ ასმათ჻ პირველ჻ მენახა჻ მუნვე჻ ჩნდა჻ მდგომიარეო჻ სიცილით჻ მითხრა჻ წამოვლე჻ მოგელის჻ ლომსა჻ მთვარეო჻

448. შემავლო჻ სახლი჻ ნაგები჻ კეკლუცად჻ ბანისბანითა჻ გამოჩნდა჻ მთვარე჻ ნათლითა჻ გარე჻ შუქმონავანითა჻ ფარდაგსა჻ შიგან჻ მჯდომარე჻ შესამოსლითა჻ მწვანითა჻ საკრძალავი჻ და჻ ღარიბი჻ უცხო჻ პირად჻ და჻ ტანითა჻

449. შევე჻ წავდეგ჻ ნოხთა჻ პირსა჻ მე჻ დამიწყო჻ ცეცხლმან჻ შრეტად჻ გულსა჻ ბნელი჻ გამინათლდა჻ ზედა჻ ლხინი჻ ადგა჻ სვეტად჻ მას჻ ბალიში჻ შემოეგდო჻ მზისა჻ შუქსა჻ სჯობდა჻ მეტად჻ ჩემგან჻ პირსა჻ იფარვიდა჻ აიხედის჻ წამსა჻ ჭვრეტად჻

450. უბრძანა჻ თუ჻ მოახსენე჻ ასმათ჻ დაჯდეს჻ ამირბარსა჻ მან჻ ბალიში჻ დამართებით჻ დადვა჻ მას჻ მზედ჻ საქებარსა჻ დავჯე჻ მივეც჻ გულსა჻ ლხინი჻ საწუთროსა჻ დამგმობარსა჻ მიკვირს჻ სულნი჻ რადღა჻ მიდგან჻ ვიტყვი჻ მისგან჻ ნაუბარსა჻

451. მიბრძანა჻ ძოღან჻ გეწყინა჻ გაშვება჻ უუბარისა჻ მზემან჻ გაყრითა჻ დაგაჭკნე჻ ვითა჻ ყვავილი჻ ბარისა჻ გაგსჯიდა჻ დენა჻ ცრემლისა჻ ნარგისთათ჻ ნაგუბარისა჻ მაგრა჻ ხამს჻ ჩემგან჻ სირცხვილი჻ და჻ რიდი჻ ამირბარისა჻