... (S-5006), XVIII ს.

546. კვლაცა: დაჯდა: მხიარული: მოიმატა: სმა: და: მღერა: კვლავ: გაგრძელდა: ნადიმობა: ბარბითი: და: ჩანგთა: ჟღერა: დედოფალნი: წამოვიდნეს: შეეყარა: მწუხრსა: დღე: რა: ძილპირამდის: სიხარულსა: სიხარული: გვანდა: ვერა:

547. ავიყარენით: მიგუჭირდა: სმა: დოსტაქნისა: მეტისა: საწოლს: შემოვე: შემექმნა: ცნობა: მათ: ვითა: რეტისა: ძალი: არ: მქონდა: ტყვექმნილსა: მე: ამა: ცეცხლთა: შრეტისა: მეგონებოდა: მალხენდის: გონება: მისგან: ჭურეტისა:

548. მონა: მოვიდა: მიამბო: ამბავი: მე: მართალიო: თქუენსა: ამბავსა: იკითხავს: აჯიღოსანი: ქალიო: მაშინვე: ვიცან: ავიჭერ: ჩქარ: ჩქარად: გულგამკრთალიო: მოვიდა: ვნახე: ასმათი: ჩემთანა: მომავალია:

549. მე: ვისთვის: ვკვდები: მიამა: ასმათის: ნახვა: მე: მისად: აღარ: მიუშვი: ვაკოცე: ქნადღა: თაყვანისსცემისად: ჴელი: მოვჰკიდე: დავისვი: ახლოს: ტახტისა: ჩემისად: ვჰკითხე: თუ: ნეტარ: მისულა: მორჩი: ალვისა: ხე: მისად:

550. მიმნბე: მისი: ამბავი: სხუად: ნურად: მეუბნებია: მითხრა: თუ: გკადრებ: ამბავსა: აწ: ჩემგან: არა: სთნებია: დღეს: ერთმანერთი: გინახავს: და: ტურფად: მოგწონებია: აწ: კულაცა: ცნობა: ამბისა: მას: ჩემგან: უბრძანებია:

წიგნი ნესტან დარეჯანისა საყვარელსა თანა:

551. წიგნი: მომართვა: ჩავხედენ: პირისა: თემთა: მთენისა: ეწერა: ვნახე: სიტურფე: წყალჯავარისა: შენისა: ომგარდაჴდილი: შვენოდი: შენატევები: ცხენისა: არვინ: მიჩანს: მიზეზი: ჩემისა: ცრემლთა: დენისა:

552. ღ~თნ: თუ: მცა: ენა: ჩემი: ქებად: შენად: უშენოსა: მზემან: ლომსა: ვარდგიშერნი: ბაღი: ბაღჩად: უშენოსა: შენთვის: მკუდარი: აღარ: ვიტყვი: მაშა: მომკლავ: უშენოსა: შენმან: მზემან: თავი: ჩემი: არვის: მართებს: უშენოსა:

553. თუცა: მიგდის: ღვარი: ცრემლთა: მაგრა: ცუდად: არ: იდენო: ამას: იქით: ნუღარ: იდენ: ჭირსა: თავი: არიდენო: შენნი: მჭურეტნი: შენთა: მჭურეტთა: აგინებენ: არ: იდენო: რომე: ძოღან: მოგეხვივნეს: იგი: ჩემთვის: არიდენო:

554. იგი: მე: მამცენ: რიდენი: რომელნი: წეღან: გშვენოდეს: რა: ნახო: შენცა: გიამოს: შენეულითა: მშვენოდეს: ესე: სამკლავე: შეიბი: თუ: ჩემი: გაღაგვლენოდეს: ერთი: ასეთი: ცოცხალსა: სხვა: ღამე: არ: გაგთენოდეს:

555. აქა: მჴეცქმნილი: ტარიელ: ტირს: ჭირი: იათასების: თქვა: მე: მაქვს: სამჴრე: რომელი: კვლავ: წინას: მკლავსა: მას: ების: იგი: შეიხსნა: მოიღო: თვალვით: არ: დაიფასების: პირსა: დაიდვა: დაცაბნდა: ქუე: მკუდართა: დაედასების:

აქა ტარიელისაგან სამხრის პირზე დადება და დაბნედა:

556. ასრე: წვა: რომე: არ: გვანდა: მკუდარი: სამარის: კარისა: ორგნით: ჩანს: ლები: მჯიღისა: მართ: გულსა: გარდნაკარისა: ასმათს: სდის: ღვარი: სისხლისა: ღაწუთაგან: ნახოკარისა: კულავ: წყალსა: ასხამს: უშველის: ჴმა: ისმის: მუნ: წკანწკარისა:

557. ავთანდილცა: სულთქნა: მწარედ: დაბნედილსა: შემოსჭურიტნა: ასმათ: ვამნი: გაამრავლნა: ცრემლმან: მისმან: ქვანი: ხურიტნა: მერმე: სულად: მოაქცია: ცეცხლნი: წყლითა: დაუშრიტნა: თქუა: ცოცხალვარ: საწუთრომან: აწცა: ჩემი: სისხლი: ხურიტნა:

558. ზე: წამოჯდა: ფერმიჴდილი: აყოლებდა: თვალთა: რეტად: ვარდი: სრულად: შექნილიყო: ზაფრანად: და: ვითა: სპეტად: დიდხან: მათად: არა: სცალდა: საუბრად: და: არცა: ჭურეტად: დარჩომა: და: არსიკვდილი: მას: უმძიმდა: მეტისმეტად:

559. ავთანდილს: უთხრა: ისმენდი: ცნობა: უც: თუცა: ხელისა: გითხრა: ამბავი: ჩემი: და: ჩემისა: დამმარხუელისა: ლხინად: მიჩს: შეყრა: მოყვრისა: მის: შენგან: შეუყრელისა: მე: მიკუირს: ჩემი: სიცოცხლე: ასრე: დარჩომა: მრთელისა:

560. ასმათის: ნახვა: მიამა: ჩემგან: დად: საესავისა: წიგნი: რა: ვნახე: მამართვა: ესე: საბამი: მკლავისა: მკლავსა: შევიბი: მაშინვე: მოვიხსენ: რიდე: თავისა: იგი: უცხო: და: ღარიბი: მტკიცისა: რასმე: შავისა:

წიგნი ტარიელისა საყვარელსა თანა:

561. მიუწერე: მზეო: შუქი: შენი: შენგან: მონაფენი: გულსა: მეცა: გამიცუდდეს: სიჩაუქე: სიალფენი: ხელმან: შენნი: განვიცადენ: სინატიფე: სიტურფენი: სულთა: ნაცვლად: სამსახურნი: რამცა: ვითა: გიმუქფენი:

562. მაშინ: ოდეს: დამარჩინე: სულთა: სრულად: არ: გამყარე: აწ: ჩემთვისცა: ესე: ჟამი: მასვე: ჟამსა: დავადარე: სამჴრე: შენი: მამივიდა: შემოვიბი: მკლავსა: გარე: რომე: მმართებს: სიხარული: ეგზომიმცა: რა: ვიხარე: