... (S-5006), XVIII ს.

508. ჩემნი: ლაშქარნი: რომელნი: წამომეტანნეს: მე: არა: რა: ეცნა: წამოსულიყუნეს: ღამე: წამორთვით: ეარა: ვერ: დაიტევდა: მინდორი: და: არე: მთათა: იარა: გამოჩნდეს: სცემდეს: ტაბლაკსა: ბუკმან: ჴმა: გააზეარა:

509. იგი: ნახეს: გასაქცევლად: გაემართნეს: შევჰკივლენით: ველნი: ჩუენგან: ნაომარნი: ომითავე: გარდავლენით: რამაზ: მეფე: ჩამოვაგდე: ერთმანერთსა: გავეჴლმენით: მისნი: სპანი: ყუელაკანი: დავიპყრენით: არ: მოვჰკვლენით:

510. უკანანიცა: ლაშქარნი: მოესწრნეს: მათ: გაქცეულთა: დაუწყეს: პყრობა: ჩამოყრა: შეშინებულთა: ძლეულთა: ძილისა: მიხუდა: ნაცვალი: ძილმკრთალთა: ღამეთეულთა: ტყვეთა: მრთელთაცა: არ: აკლდა: კვნესა: მართ: ვითა: სნეულთა:

511. მას: ადგილსა: ნაომარსა: გარდავჴედით: მოსვენებად: ჴელსა: ჴლმითა: დავეკოდე: წყლულად: მაჩნდა: არნაღებად: ჩემნი: სპანი: მოვიდიან: საჭურეტლად: და: ჩემად: ქებად: ვერ: იტყვიან: ვერ: მიმხუდარნი: ქებასაცა: მოხსენებად:

512. ერთსა: კაცსა: ეყოფოდეს: დიდებანი: რომე: მჭირდეს: ზოგთა: შორით: დამლოციან: ზოგნი: კოცნად: გამიპირდეს: რომელთაცა: გავეზარდე: დიდებულნი: ამიტირდეს: ჩემგან: ჴმლითა: განაკვეთნი: ნახეს: მეტად: გაუკვირდეს:

513. გავგზავნენ: ყოვლგნით: ლაშქარნი: ალაფი: ავაღებინე: ერთობ: სავსენი: მოვიდეს: თავიცა: ვაალაღებინე: სისხლთა: მებრძოლთა: სისხლითა: მინდორი: შევაღებინე: არ: ვბრძოლე: კარი: ქალაქთა: უომრად: გავაღებინე:

514. რამაზს: ვარქვი: შემიგნია: საქმე: შენი: სამუხთალე: აწ: ეგრეცა: შეპყრობილმან: თავი: გამოიმართალე: სიმაგრეთა: ნუ: ამაგრებ: ყველა: ჴელთა: მომათვალე: თვარა: შენი: შეცოდება: მემცა: ზედა: რად: წავსთვალე:

515. რამაზ: მითხრა: აღარაა: ამის: მეტი: ჩემი: ღონე: ერთი: ჩემი: დიდებული: მომეც: ზედა: მაბატონე: ციხუანთა: გაუგზავნო: საუბარი: გამიგონე: ჴელთა: მოგცემ: ყუელაკასა: გაღანამცა: შენ: გაქონე:

516. მივეც: ერთი: დიდებული: თანა: სპანი: წავატანენ: ციხოვანნი: ერთობილნი: ჩემს: წინაშე: მოვიყუანენ: ჴელთა: მამცეს: სიმაგრენი: ომნი: ასრე: შევანანენ: საჭურჭლენი: სიმრავლითა: რასმცა: ვითა: დავაგუანენ:

517. მაშინღა: შეველ: ხატაეთს: მოვლად: და: მოსათვალავად: კლიტენი: საჭურჭლეთანი: მომართუეს: დაუმალავად: ქვეყანა: ჩავსხი: უბრძანე: იყუენით: თქვენ: უკრძალავად: მზემან: არ: დაგუწუნეს: იცოდით: დაგყარენ: გაუგვალავად:

518. საჭურჭლენი: გარდავნახენ: თავის: თავის: კიდისკიდე: უცხო: ფერთა: საჭურჭლეთა: დავშურები: თუ: მოვსთვალვიდე: ერთგან: ვნახე: საკვირველი: ყაბაჩა: და: ერთი: რიდე: თუცა: ნახენ: სახელისა: ცოდნასაცა: ინატრიდე:

519. ვერა: შევიგენ: რა: იყო: ანუ: ნაქმარი: რაულად: ვისცა: უჩუენი: უკუირდის: ღ~თისაგან: თქვის: საწაულად: არცა: ლარულად: ჰგებოდა: მას: ქსელი: არ: ორხაულად: სიმტკიცე: გვანდა: ნაჭედსა: ვთქუი: ცეცხლთა: შენართაულად:

520. იგი: საძღუნოდ: მისად: დავდევ: ვისი: შუქი: მანათობდა: მეფისათვის: დავარჩივე: საარმაღნოდ: რაცა: სჯობდა: ჯორ: აქლემი: ათჯერ: ასი: ყველაკაი: წვივმაგრობდა: დატვირთული: გავუგზავნე: ამბავსაცა: კარგსა: სცნობდა:

წიგნი ტარიელისი ინდოთ მეფის წინაშე ოდეს გაიმარჯვა ხატაელთა ზედა:

521. წიგნი: დავსწერე: მეფეო: სვემცაა: თქვენი: სვიანად: მე: ხატაელთა: მიმუხტლეს: თუცა: მათ: ეცა: ზიანად: ჩემი: ამბავი: დასტური: ამად: გაცნობე: გვიანად: მეფე: შევიპყარ: მოგივალ: მე: ალაფიან: ტყუიანად:

522. რა: ყუელაი: დავიურვე: ხატაეთით: გავემგზავრე: წამოვიხუენ: საჭურჭლენი: საჴელმწიფო: დავიავრე: ვერ: მოვეყავ: აქლემითა: აზავრები: ვააზავრე: მოვირჭუენ: და: მოვივლინე: რაცა: მწადდა: აგრე: ვყავრე:

523. ხატაეთისა: ხელმწიფე: მომყუანდა: შეპყრობილია: ინდოეთს: მიველ: მეგება: ჩემი: გამზრდელი: ტკბილია: რა: ქება: მითხრა: არ: ითქმის: ჩემგან: სათქმელად: წბილია: ჴელი: გამიჴსნა: შემამკრა: მან: სახვეველი: ლბილია:

524. დადგნეს: ტურფანი: კარავნი: მოედანს: ჩამოდგომილსა: საუბრისა: და: ჭურეტისა: ჩემისა: მას: მონდომილსა: მას: დღესა: ედვა: ნადიმი: მას: შიგან: გარდაჴდომილსა: მიალერსებდა: მიჭვრეტდა: წინაშე: ახლოს: ჯდომილსა:

525. მას: ღამით: ვსხედით: ნადიმად: მუნ: ამოდ: გავიხარენით: დილასა: ქალაქს: შევედით: მოედნით: ავიყარენით: მეფემან: ბრძანა: ლაშქარნი: უხმენით: შემოჯარენით: დღეს: ხატაველნი: მიჩვენეთ: ტყვენიცა: შემომგვარენით:

526. რამაზ: მეფე: შეპყრობილი: მას: წინაშე: მოვიყუანე: ტკბილად: ნახა: ჴელმწიფემან: ვითა: შვილი: სააკვანე: ორგული: და: მოღალატე: ნამსახურსა: დავაგუანე: ესე: არის: მამაცისა: მეტისმეტი: სიგულვანე: