... (H-742), XIX ს.

393. მე ვუთხარ დაო შენგან ვეჭვ ამა გულისა წამალსა. ზენაარ სულთა ნუ გამყრი ამბვითა მშრეტდი ამ ალსა. ჩემთანა წიგნსა ნუ გასწყვეტ შენ ზედა ზედა მავალსა. თუ რას ჰსცნობ ჩემთვის არ ვეჭვ მე შენგან არ დანამალსა.

394. შევჯე წამოველ მდიოდა ნაკადი ცრემლთა მილისა. საწოლს შემოველ ხელ ქმნილსა ღონე არ მქონდა ძილისა. ბროლი და ლალი შევიქმენ მე ულურჯესი ლილისა. ღამე მერჩია მეწადა არ გათენება დილისა.

395. ხატავეთს მყოფნი მოვიდეს მათგან მოსულისა დრონია. სიტყვანი შემოეთვალნეს ლაღნი და უკადრონია. არცა რამ ჩვენ ვართ ჯაბანნი არ ციხე უმაგრონია. ვინ არის თქვენი ხელმწიფე ჩვენ ზედა რა პატრონია.

წიგნი ხატაველთა მეფისა ტარიელის პასუხად.

396. მოეწერა რამაზ მეფე წიგნს გიწერსა ტარიელსა. გამიკვირდა რა ეწერა წიგნსა შენგან მონაწერსა. რაგვარა თუ მანდა გეხმე ვინ ჰპატრონობ ბევრსა ერსა. ამის მეტსა ნუღა ვნახავ კვლავღა წიგნსა შენ მიერსა.

397. ვუბრძანე წვევა ლაშქართა გავგზავნე მარზაპანია. იგი ვარსკვლავთა ურიცხვი მოკრბეს ინდოთა სპანია. შორით და ახლოთ ყველანი მართ ჩემკენ მონასხრპანია. ერთობ ლაშქრითა აივსო მინდორი კლდე კაპანია.

398. ფიცხლა მოვიდეს არ ექმნათ მათ შინა ხანდაზმულობა. აღლუმი ვნახე მეკეთა ლაშქართა მოკაზმულობა. სიჩაუქე და სიკეთე აბჯართა ხვარაზმულობა. ტაიჭთა მათთა სიკეთე კეკლუცად დარაზმულობა.

399. ავმართე დროშა მეფისა ალმითა წითელ შავითა. დილასა ვბრძანე გამართვა ლაშქრითა უთვალავითა. თავსა ვსტიროდი ვიტყოდი ბედითა მეტად ავითა. მზე თუ არ ვნახო არ ვიცი ვიარო ვითა და ვითა.

400. შინა მიველ დაღრეჯილსა გულსა სევდა მიიეფდა. თვალთა ვითა საგუბარი ცხელი ცრემლი გარდმომჩქებდა. ბედი ჩემი უბედური ვსთქვი ჯერთაცა ვერ გამეფდა. ხელმან ვარდი რად იხელთა რადგან ასრე ვერ მოჰკრეფდა.

401. მონა შემჰსოდგა მივეცი საქმესა გაკვირვებულსა. ასმათის წიგნი მამართვა მე მეტად შეჭირვებულსა. ეწერა გიხმობს შენი მზე შენ მისთვის მოსურვებუსა. მოდი ჰაჯობს მანდა ტირილსა საქმესა ბედით ვებულსა.

402. ვითა მართებდა ეგზომი რამცა ვით გავიხარეო. შეღამდა წაველ ბაღისა მე კარი შევიარეო. სად ასმათ პირველ მენახა მუნვე ჰსჩნდა მდგომიარეო. სიცილით მითხრა წამოვლე მოგელის ლომსა მთვარეო.

403. შემოვლნე სახლი ნაგები კეკლუცად ბანის ბანითა. გამოსჩნდა მთვარე ნათლითა გარე შუქ მონავანითა. ფარდაგსა შიგან მჯდომარე შესამოსლითა მწვანითა. საკვირველი და ღარიბი უცხო პირად და ტანითა.

404. შევე წავდეგ ნოხთა პირსა მე დამიწყო ცეცხლმან შრეტად. გულსა ბნელი განმინათლდა ზედა ლხინი ადგა სვეტად. მას ბალიში შემოეგდო მზისა შუქსა ჰსჯობდა მეტად. ჩემგან პირსა იფარვიდა აიხედის წამსა ჭვრეტად.

405. უბრძანა თუ მოახსენე ასმათ დაჯდეს ამილბარსა. მან ბალიში დამართებით დადვა მას მზედ საქებარი. დავჯე მივსცენ გულსა ლხინი საწუთროსა დამგმობარსა. მიკვირს სულნი რადღა მიდგან ვიტყვი მისგან ნაუბარსა.

406. მიბრძანა ძუღან გეწყინა გაშვება უუბარისა. მზემან გაყრითა დაგაჭკნე ვითა ყვავილი ბარისა. დაგსჯიდა დენა ცრემლისა ნარგისთათ ნაგუბარისა. მაგრამ ჰხამს ჩემგან სირცხვილი და რიდი ამილბარისა.

407. თუმცა ჰმართებს დედაკაცსა მამაცისა დიდი კრძალვა. მაგრამ მეტი უარეა არა თქმა და ჭირთა მალვა. მე თუ ზე პირ მიცინია ქვე ქვე მითქვამს იდუმალ ვა. ძუღან ქალი გამოვგზავნე ვქენ მართლისა შემოთვალვა.

408. ერთმან ერთისა მას აქათ რაცა ორთავე ვიცითა. აწცა მიცოდი საშენოდ მითვე პირითა მტკიცითა. ამას შევსჯერდი დიდითა ზენარითა და ფიცითა. გეცრუო ღმერთმან მიწა მქნას ნუმცა ცხრითავე ვზი ცითა.

409. წა შეები ხატაელთა ილაშქრე და ინაპირე. ღმერთმან ქნას და გაგიმარჯოს მორჭმულიმცა ჩემ კერძ ირე. მაგრა რა ვქნა კვლაცა ნახვა მამხვდებოდეს შენი ვირე. გული მამეც გაუყრელად ჩემი შენთვის დაიჭირე.

410. აწ რასაცა მე მაღირსებ ხორციელი არვინ ღირსა. მოწყალება იჩქითია ღვთისა ამად არა მკვირსა. შენთა შუქთა შემომადგამ ბნელსა გულსა ზედა მჭვირსა. შენი ვიყო სადამდისცა დამიყოფდეს მიწა პირსა.

411. ზედან წიგნსა საფიცარსა შევფიცე და შემომფიცა. მისგან ჩემი სიყვარული ამით უფრო დაამტკიცა. უშენოსა მოწონება ვისიცაო გულსა მიცა. ღმერთი მომკლავს ამას იქით თავსა ვეტყვი ამას ვსწვრთიცა.