... (H-742), XIX ს.

356. მე გამიკვირდა სით უყვარ ანუ ვით მკადრებს თხრობასა. მიუყოლობა არ ვარგა დამწამებს უზრახობასა. ჩემგან იმედსა გარდასწყვეტს მერმე დამიწყებს გმობასა. დავსწერე რაცა პასუხად მართებდა აშიკობასა.

357. დღენი გამოხდეს მე გული უფრორე დამწვეს მე ალთა. ვეღარ უჭვრეტდი ლაშქართა მინდორს თამაშად მავალთა. დარბაზს ვერ მიველ მკურნალთა დამიწყეს მოსვლა მრავალთა. მაშინ დავიწყე გარდახდა სოფლისა ლხინთა და ვალთა.

358. მათ ვერა მარგეს მე გულსა ბინდი დამეცა ბნელისა. სხვამან ვერავინ შემატყო ბინდი ცეცხლისა ცხელისა. სისხლი დამწამეს მეფემან ჰბრძანა გახსნევა ხელისა. გავიხსენ ფარვად პატიჟთა არვისგან საეჭველისა.

359. ხელ გახსნილი სევდიანი საწოლს ვიყავ თავის წინა. ჩემი მონა შემოვიდა შევხედენ თუ თქვას რა მინა. მონააო ასმათისა შემოყვანა უთხარ შინა. გულსა შინა დაუზრახე რა მპოვაო აქა ვინა.

360. მონამან წიგნი მომართვა მე წავიკითხე ნებასა. წიგნსა შევატყევ ლამობდა მოსვლისა მოსწრაფებასა. პასუხად ვწერდი ჟამია მართალ ხარ გაკვირვებასა. მოვალ თუ მიხმობ მე ნუ მეჭვ მოსლვისა დაზარებასა.

361. გულსა ვარქვი თუ ლახვარნი ეგე ვით დაგაღონებენ. ამილბარი ვარ ხელმწიფე სრულად ინდონი მმონებენ. აზრად შეიქმენ საქმესა ათასჯერ შეაწონებენ. თუ შეიგებენ მე მათთა არეთა არ მარონებენ.

362. კაცი მოვიდა მეფისა ჰსწადსო ამბვისა სმინება. მოყვანა უთხარ ებრძანა ქმნაცა სისხლისა დინება. მე ვკადრე ხელი გავიხსენ დამიწყო მოჯობინება. წინაშე მოვალ ამისთვის კვლავ უფრო მართებს ლხინება.

363. დარბაზს მივე მეფე ჰბრძანებს ამის მეტსა ნუ იქ აბა. ცხენსა შემსვა უკაპარჭო წელთა არა არ შემაბა. შეჰჯდა ქორნი მოუტევნა დურაჯები დაინაბა. მშვილდოსნები გასაგანნა იტყოდიან შაბაშ შაბა.

364. შინა დავსხედით ნადიმად მას დღესა მინდორს რებულნი. მომღერალნი და მუტრიბნი არ იყვნეს სულ დაღებულნი. მეფემან გაჰსცა მრავალნი თვალნი ღარიბად ქებულნი. აუვსებელნი არ დარჩეს მას დღესა მათნი ხლებულნი.

365. ვეცდებოდი არა მცალდა სევდისაგან თავის კრძალვად. ვიგონებდი ცეცხლი უფრო მედებოდა გულსა ალვად. ჩემნი სწორნი წავიტანენ ჩემსა დავჯე მთქვიან ალვად. შევქმენ სმა და ნადიმობა პატიჟთა და ჭირთა მალვა.

366. მოლარემან შინაურმან ყურსა მითხრა ნაუბარი. ქალი ვინმე იკითხავსო ინახვისცა ამილბარი. ზეწარითა მოუხურავს პირი ბრძენთა საქებარი. ვარქვი საწოლს წაიყვანე ჩემგან არის ნახმობარი.

367. ავდეგ მსხდომნი ნადიმობით აემზადნეს ასაყრელად. შადი უთხარ ნუ ასდგებით მოვალ ხანსა დაუზმელად. გამოვე და საწოლს შეველ მონა დადგა კარსა მცველად. გული მივეც თმობა ქნათა აუგისა საკრძალველად.

368. კარსა შევდეგ ქალი წინა მომეგება თაყუანი მცა. ჩემი მოსლვა თქვენს წინაშე კურთხეულა რამან ღირმსცა. გამიკვირდა მიჯნურისა თაყუანება ექნა ვისმცა. ვსთქვი არ იცის აშიკობა თუმც იცოდა წყნარად ზისმცა.

369. მითხრა დღე ეგე სირცხვილად მედების გულსა ალობა. გგონია ჩემგან წინაშე მაგისთვის მომავალობა. მაგრა აწ მიდებს იმედსა შენგან ცდისაღა მალობა. ამას თუ ვღირს ვარ ვერ ვიტყვი მაკლია ღვთისა წყალობა.

370. ადგა მითხრა თქვენს მკრძალვასა ჩემგან ცნობა უბნევია. ნუ მეჭვ რაცა პატრონისა ბრძანებასა უთქმევია. ეზომ დიდი შემართება გულსა მისსა უთნევია. ამა წიგნმან გაგაგონოს ჩემთვის ვისცა უთქმევია.

წიგნი პირველი ნესტან დარეჯანისა საყვარელთან

371. წიგნი ვნავხე მისი იყო ვისი მდაგავს ალი გულსა. მოეწერა მზისა შუქსა ნუ დაიჩენ ლომო წყლულსა. მე შენი ვარ ნუ მოკვდები მაგრა ბნედა ცუდი მძულსა. აწ ასმათი მოგახსენებს ყველაკასა ჩემგან თქმულსა.

372. ბედითი ბნედა სიკუდილი რა მიჯნურობა გგონია. ჰსჯობს საყვარელსა უჩვენნე საქმენი საგმირონია. ხატავეთს მყოფნი ყველანი ჩვენნი მოხარაჯენია. აწ მათი ჯავრნი ჩვენ ზედა ჩვენგან არ დასათმონია.

373. შენგან ჩემისა ქმრობისა წინასაც ვიყავ მდომია. მაგრა აქამდის საუბრად კვლავ ჟამი არ მამხდომია. ძუღან ხელ ქმნილსა გიჭურეტდი კუბოსა შიგან მჯდომია. მანდა ყველაი მასმია რაცა შენ გარდაგხდომია.

374. მართლად გითხრობ მომისმინე ესე რაცა მოგახსენე. წა შეები ხატაველთა თავი კარგათ გამაჩვენე. გიჯობს ცუდად ნუღარა ჰსტირ ვარდი კვლამცა რად დასტენე. მზემან მეტი რაღა გიყოს აჰა ბნელი გაგითენე.