... (H-742), XIX ს.

471. ჩემთა მჭვრეტელთა მოეცვა ქალაქი შუკა და ბანი. ომ გარდახდილსა მშვენოდეს მე ენიანნი კაბანი. ფერმიხდილ გვარად ვშვენოდი ვარდი ცრემლითა ნაბანი. ვინცა მიჭვრეტდის ბნდებოდის მართლად არს არ კატაბანი.

472. რიდენი რომე მეშოვნეს ქალაქსა ხატაველთასა. იგი მეხვივნეს მშვენოდეს ვახელებ გულსა ხელთასა. მეფე გარდაჰხდა დარბაზთა შევედით ჩემთა მზრდელთასა. შევხედენ დავჰკრთი ელვასა ღაწვთა მზეებრ ნათელთასა.

473. მას მზესა ტანსა ემოსნეს ნარინჯის ფერნი ჯუბანი. ზურგით უდგს ჯარი ხადუმთა დას დასად უბან უბანი. სრულად ნათლითა აევსო სახლი შუკა და უბანი. მუნ ვარდსა შუა ჰშვენოდეს ძოწ მარგალიტნი ტყუბანი.

474. ნაომარსა დაკოდილსა ხელი ყელსა ჩამომება. დედოფალი საჯდომთაგან ადგა წინა მამეგება. ვითა შვილი გარდამკოცნა ღაწვი ვარდი დამილება. მითხრა ნუ ეჭვ ამას იქით თუღა მტერი შეღაგება.

475. ახლოს დამისვეს ადგილსა მუნ სადა მიამებოდა. პირის პირ მიჯდა იგი მზე გული ვისთვისცა ჰკვდებოდა. მალვით ვუჭვრეტდი მიჭვრეტდა სხვად არად მეგონებოდა. თვალნი მოვსწყვიდნი სიცოცხლე ამითა მეარმებოდა.

476. შეიქნა სმა და პურობა მსგავსი მათისა ძალისა. სხვა გახარება ასეთი არს უნახავი თვალისა. ჯამი და ჭიქა ყოველი ფეროზისა და ლალისა. არვისი ბრძანა მეფემან არცა გაშვება მთურალისა.

477. მე მუნა მყოფი მივეცი შვებასა მეტის მეტასა. რა შემამხედნის შევხედნი ცეცხლმან დამიწყის შრეტასა. კაცთა კრძალვასა ვაწვევდი გულსა შმაგსა და რეტასა. რა უამეა პირის პირ საყვარელისა ჭვრეტასა.

478. დააგდეს მღერა მუტრიბთა სულეთო თავი ხარიან. მიბრძანეს შვილო ტარიელ ვით გითხრათ ვით გვიხარიან. ნეტარძი გვაქვსო მებრძოლნი მით ჩვენნი ვაგლახ არიან. მართალ არნ შენნი მჭვრეტელნი არ ცუდად იმკვეხარიან.

479. აწ თუმცა გმართებს შემოსვა ვის მორჭმით მოგივლენიან. არ შეგმოსთ მაგა კაბათა არ აგხდით ტურფად გშვენიან. აწ გქონდეს ასი კლიტენი ვის შუქნი მოგიფენიან. თვით შეიკერე რაცა გწადს ჩვენგან ნუღარა გრცხვენიან.

480. კვლავცა დაჯდა მხიარული მოიმატა სმა და მღერა. კვლავ გაგრძელდა ნადიმობა ბარბითა და ჩანგთა ჟღერა. დედოფალნი წამოვიდნეს შეეყარა მწუხრსა დღე რა. ძილ პირამდის სიხარულსა სიხარული ჰგვანდა ვერა.

481. ავიყარენით მიგვჭირდა სმა დოსტაქნისა მეტისა. საწოლს შემოველ შემექმნა ცნობა მათ ვითა რეტისა. ძილი არ მქონდა ტყვე ქმნილსა მე ამა ცეცხლთა შრეტისა. მეგონებოდა მალხენდის გონება მისგან ჭვრეტისა.

482. მონა მოვიდა მიამბა ანბავი მე მართალიო. თქვენსა ამბავსა იკითხავს აჯიღოსანი ქალიო. მაშინვე ვიცან ავიჭერ ჩქარ ჩქარად გულ გამკრთალიო. მოვიდა ვნახე ასმათი ჩემს წინა მომავალია.

483. მე მისთვის ვკვდები მიამა ასმათის ნახვა მე მისად. აღარ მიუშვი ვაკოცე ქნადღა თაყვანისცემისად. ხელი მოვკიდე დავისვი ახლოს ტახტისა ჩემისად. ვკითხე თუ ნეტარ მისულა მორჩი ალვისა ხე მისად.

484. მიამბე მისი ამბავი სხვად ნურას მეუბნებია. მითხრა თუ გკადრებ ამბავსა აწ ჩემგან არა სთნებია. დღეს ერთმანერთი გინახავს და ტურფად მოგწონებია. აწ კვლაცა ცნობა ამბვისა მას ჩემგან უბრძანებია.

წიგნი ნესტან დარეჯანისა საყვარელთა თანა მოწერილი.

485. წიგნი მამართვა ჩავხედენ პირისა თემთა მნათისა. ეწერა ვნახე სიტურფე წყალ ჯავარისა შენისა. ომ გარდახდილი ჰშვენოდი შენატევები ცხენისა. არ ავი მიმჩანს მიზეზი ჩემისა ცრემლთა დენისა.

486. ღმერთმან თუმცა ენა ჩემი ქებად შენად უშენოს. შენთვის მკვდარი აღარ ვიტყვი მაშა მომკლავ უშენოსა. მზემან ლომსა ვარდ გიშერნი ბახჩას ბაღად უშენოსა. შენმან მზემან თავი ჩემი არვის მოხუდეს უშენოსა.

487. თუმცა მიგდის ღვარი ცრემლთა მაგრა ცუდად არ იდენო. ამას იქით ნუღარა სტირ გულსა ჭირსა არიდენო. შენი მჭვრეტნი ჩემთა მჭვრეტთა აგინებენ მარიდენო. რომე წეღან მოგეხვივნეს იგი ჩემთვის არიდენო.

488. იგი მე მამცენ რიდენი რომელნი წეღან გშვენოდეს. რა მნახო შენცა გეამოს შენეულითა მშვენოდეს. ესე სამკლავე შეიბი თუ ჩემი გაღაგვლენოდეს. ერთი ასეთი ცოცხალსა სხვა ღამე არ გაგთენოდეს.

489. აქა მხეც ქმნილი ტარიელ ტირს ჭირი ეათასების. ჰსთქვა მე მაქვს სამხრე რომელი კვლა წინას მკლავსა მას ების. იგი შეიხსნა მოიღო თვალვით არ დაიფასების. პირსა დაიდვა დაცაბნდა ქვე მკვდართა დაედასების.