... (H-742), XIX ს.

298. ტარიელ უთხრა მე შენი გული აწ მემხურვალების. მიკვირს თუ ნაცვლად მაგისად შენ ჩემი რა გევალების. მაგრა წესია მიჯნური მიჯნურსა შეებრალების. შენ საყვარელსა გაგყარო ესე რად გენაცვალების.

299. წამოსრულხარ ჩემად ძებნად პატრონისა სამსახურად. ღმერთმან ქნა და გიპოვნივარ შენცა ცდილხარ მამაცურად. მაგრა ჩემსა რა გიანბობს გამოჭრილვარ ასრე თუ რად. მე თუ ვიტყვი დამწვავს ცეცხლი ცხელი შემიქს ალად მურად.

300. ამას დაყმუნდა ტარიელ დამწვარი დავალებული. ასმათს უბრძანა მას აქეთ შენ ხარ ჩემთანა ხლებული. რად არა იცი უწამლო არს ლები ესე ლებული. კვლავ ესე ყმა მწვავს მტირალი ცრემლითა დავალებული.

301. ყმასა უთხრა ვინცა კაცმან ძმა ანუ თუ დაცა იდოს. ჰხამსო მისთვის სიკვდილსა და ჭირსა თავი არ დარიდოს. ღმერთმან ერთი რად აცხოვნოს თუ მეორე არ წაწყმიდოს. შენ ისმენდი მე გიამბობ რაღა გინდა წამეკიდოს.

302. ასმათს უთხრა მოდი მოჯე თანა წყალი მომიტანე. დაბნედილსა მაპკურებდი გული მითა გარდამბანე. მკვდარი მნახო დამიტირე სულთქნა გაათანისთანე. მე სამარე გამითხარე აქა მიწა მიაკვანე.

303. ღილ ჩახსნილი საამბობლად დაჯდა მხარნი ამოყარნა. ვითა მზე ჯდა მოღრუბლებით დიდხან შუქნი არ ადარნა. ვერ გაახვნა სასაუბროდ მან ბაგენი გაამყარნა. მერმე სულთქნა დაიძახნა ცრემლნი ცხელნი გარდმოყარნა.

304. მოჰსთქვამს ჰაი საყვარელო ჩემო ჩემთვის დაკარგულო. იმედო და სოცოცხლეო გონებაო სულო გულო. ვინ მოგკვეთა არა ვიცი ხეო ედემს დანერგულო. ცეცხლმან ცხელმან ვით ვერ დაგწვა გულო ასჯერ დადაგულო.

ტარიელისაგან თავის ამბის მბობა ოდეს ავთანდილს უამბო პირველი.

305. ისმენდი მიეც გონება ჩემთა ამბავთა სმენასა. საუბართა და საქმეთა ვითა ძლივ ვათქმევ ენასა. იგი ვინ ხელმქნა მოველი მისგან აროდეს ლხენასა. ვისგან შეუცავ სევდასა სისხლისა ღვართა დენასა.

306. ინდოეთს შვიდთა მეფეთა ყოვლი კაცი ხართ მცნობელი. ექვსი სამეფო ფარსადანს ჰქონდა თვით იყო მფლობელი. უხვი მდიდარი უკადრი მეფეთა ზედა მფლობელი. ტანად ლომი და პირად მზე ომად მძლე რაზმთა მწყობელი.

307. მამაჩემი ჰსჯდა მეშვიდე მეფე მებრძოლთა მზარავი. სარიდან ერქვა სახელი მტერთა სრვად დაუფარავი. ვერვინ ჰკადრებდის წყენასა ვერ ცხადი ვერცა მპარავი. ნადირობდის და იშვებდის საწუთრო გაუმწარავი.

308. ხილვა მოჰსძულდა შეექნა გულს კაეშანთა ჯარები. ჰსთქვა წამიღია მტერთაგან ძლევით ნაპირთა არები. ყოვლგნით გამისხმან მორჭმით ვზი მაქვს ზეიმი და ზარები. ბრძანა წავალ და მეფესა ფარსადანს შევეწყნარები.

309. ფარსადანს წინა დაასკვნა გაგზავნა მოციქულისა. შეჰსთვალა შენ გაქვს მეფობა ჰინდოეთისა სრულისა. აწ მე მწადს თქვენსა წინაშე მეცა ვსცნა ძალი გულისა. სახელი დარჩეს ჩემისა ერთგულად სამსახურისა.

310. ფარსადან შექნა ზეიმი ამა ამბისა მცნობელმან. შეჰსთვალა ღ~თსა მადლობა შევსწირე ხმელთა მფლობელმან. რადგან ეგე ჰქმენ მეფემან ჩემებრ ინდოეთს მჯდომელმან. აწ მოდი ასრე პატივ გცე ვითა ძმამან მშობელმან.

311. ერთი სამეფო საკარგყმო უბოძა ამილბარობა. თვით ამირბარსა ინდოეთს აქვს ამირსპასალარობა. მეფე რა დაჰსჯდა არა ჰსჭირს ხელისა მიუმცდარობა. სხვად პატრონია მართ ოდენ არა აქვს კეისარობა.

312. თვით მეფემან მამაჩემი დაიჭირა სწორად თავსა. ჰსთქვა ჩემებრი ამილბარი ნაძლევი ვარ ვისცა ჰყავსა. ლაშქრობდის და ნადირობდის აძლევდიან მტერნი ზავსა. მას არა ვჰგავ ასრე ვითა მე სხვა კაცი არა მგავსა.

313. ძე არა ესვა მეფესა და დედოფალსა მზისა დარსა. ჭმუნვა ჰქონდა ჟამი იყო მით აეხვნეს სპანი ზარსა. ვაი კრული დღემცა იგი მე მივეცი ამილბარსა. მეფემან ჰსთქვა შვილად გავზრდი თვით ჩემივე გვარი არსა.

314. მეფემან და დედოფალმან მიმიყვანეს შვილად მათად. საპატრონოდ მზრდიდეს სრულთა ლაშქართა და ქვეყანათად. ბრძენთა მიმცეს სასწავლელად ხელმწიფეთა ქცევა ქნათად. მოვიწიფე დავემსგავსე მზესა თვალად ლომსა ნაკვთად.

315. ასმათ, მითხრობდი რაცა ჰსცნო ჩემგან ამბობა ცილისა. ხუთისა წლისა შევიქენ მსგავსი ვარდისა შლილისა. ჭირად არ მიჩნდის ლომისა მოკლვა, მართ ვითა სირისა. არა ჰგაოდის ფარსადანს მისი არა სმა შვილისა.

316. ასმათ შენცა ხარ მოწამე ჩემისა ფერ მიხდილისა. მზესა მე ვჰსჯობდი შვენებით ვით ბინდსა ჟამი დილისა. იტყოდეს ჩემი მნახავნი მსგავსია ედემს ზრდილისა. აწ მაშინდლისა ჩემისა სახე ვარ ოდენ ჩრდილისა.