... (H-742), XIX ს.

529. არ დავიჯერებ მე შენსა ღალატსა ორგულობასა. უარის ქმნასა ღვთისასა ამისთვის არ მადლობასა. იაჯდი თავსა ჩემსა და მორჭმით ინდოეთს ფლობასა. მე და შენ დავსხდეთ ხელმწიფედ ჰსჯობს ყოვლსა სიძე სძლობასა.

530. მე ლმობიერად მომიტკბა გამწყრალი გამქისებული. ანუ მზე იყო ქუეყანად ან მთვარე პირ გავსებული. ახლოს დამისვა დამიტკბა აქამდის არ ღირსებული. მეუბნებოდა დამივსო ცეცხლი ამითა გზებული.

531. მიბრძანა თუ გონიერი ჰხამს აროდეს არ აჩქარდეს. რაცა ჰსჯობდეს მოაგვაროს საწუთროსა დაუწყნარდეს. თუ სასიძო არ მოუშვა ვაი თუ მეფე გაგიმწარდეს. შენ და ისი წაიკიდნეთ ინდოეთი გარდაჰქარდეს.

532. კვლავ თუ სიძე შემოუშვათ მე შემირთავს იყოს ასდენ. ერთმანერთსა გავეყარნეთ ძოწეული გაგვიფლასდენ. მათ მორჭმულთა მოივლინონ ჩვენ პატიჟნი გაგვიასდენ. ეგე ამბვად არ ეგების რომე სპარსნი გაგვიხასდენ.

533. მე ვკადრე ღმერთმან აშოროს მის ყმისა შენი ქმარობა. რა შემოვიდენ ინდოეთს შევიგნა მათი გმირობა. უჩვენო ჩემი ძალ გული და ჩემი ჭანგ მახვილობა. ასრე დავხოცნე შეეძლოს აღარას არ სახმარობა.

534. მიბრძანა თუ ჰხამს დიაცი დიაცურად საქმე დედლად. დიდსა სისხლსა ვერ შეგაქნევ ვერ ვიქმნები შუა კედლად. რა მოვიდეს სიძე მოჰკალ მათთა სპათა აუწყვედლად. ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქს ხმელსა ნედლად.

535. ასრე ჰქენ ჩემო ლომო და მჯობო ყოველთა გმირთაო. მიპარვით მოჰკალ სასიძო ლაშქართა ნუ მოირთაო. მისთა სპათაცა ნუ დაჰხოც ზროხათა ვითა ვირთაო. დიადი სისხლი უბრალო კაცმანცა ვით იტვირთაო.

536. იგი რა მოჰკლა ეუბენ პატრონსა ჩემსა მამასა. ჰკადრე თუ სპარსთა ვერა ვიქ ინდოეთისა ჭამასა. ჩემია მკვიდრი მამული არ მივსცემ არცა დრამასა. არ დამეხსნები გაგიხდი ქალაქსა ვითა ტრამასა.

537. ჩემი ყოლა ნურა გინდა სიყვარული ნუცა ნდომა. ამით უფრო მოგეცემის სამართლისა შენ მოხდომა. ჰქმნას მეფემან ყელ მოტეხით შემოხვეწა შემოკდომა. ხელთა მოგცემ თავსა ჩემსა შეგვფეროდეს ერთგან სხდომა.

538. ესე მეტად მომეწონა თათბირი და გამორჩევა. ჩემთა მტერთა დავაცადე დასახოცლად ხრმლისა ქნევა. მერმე ავდეგ წამოსავლად მან დამიწყო ქვე ქვე წვევა. მწადდა მაგრა ვერ შევმართე შეჭიდება შემოხვევა.

539. ხანი დავყავ გავეყარე მაგრა გავხე ვითა ხელი. ასმათ წინა ჩამამიძღვა ჩამდიოდა ცრემლი ცხელი. ჭირი ბევრჯელ ვაათასე ლხინი ჩემი ვაერთხელი. მერმე წასვლა არა მწადდა ამად მივალ არ ფიცხელი.

540. მოვიდა კაცი სასიძო მოვაო მოსლვა გვახარა. მაგრა თუ ღმერთი რას უზამს არა იცოდა გლახ არა. მეფესა მიხვდა სიამე არ სიტყვა ივაგლახა რა. მიბრძანა ახლოს მიმისვა მოდიო თავი დახარა.

541. მიბრძანა ჩემთვის ესე დღე ლხინი და სიხარულია. გარდავიხადოთ ქორწილი ჰხამს ვითა დასასრულია. კაცი გავგზავნოთ მოვიღოთ ყოვლგნით საჭურჭლე სრულია. უხვად გავსცემდეთ ვავსებდეთ სიძუნწე უმეცრულია.

542. მე გავგზავნენ ყოვლგნით კაცნი საჭურჭლეთა წამომხმელნი. სასიძოცა მოგვივიდა იყვნეს ხანსა არ დამზმელნი. შიგნით ჩვენნი გაეგებნეს გარეთ მოდგეს ხორაზმელნი. მათ ლაშქართა ერთგან მყოფთა ვერ იტევდეს ვერცა ველნი.

543. მეფემან ბრძანა მოჰკაზმეთ კარვითა მოედანია. გამოისვენოს სიძემან დაჰყოს ცოტაი ხანია. მუნ მისად ნახვად გავიდენ უშენოდ სპანია სხვანია. შენ აქა ნახენ კმარიან იქა ნახვისად კმანია.

544. მოედანს დავდგი კარვები წითლისა ატლასებისა. მოვიდა სიძე გარდახდა დღე გვანდა არ აღვსებისა. შეიქმნა გასლვა შიგანთა ჯარია მუნ ხასებისა. დაიწყეს დგომა ლაშქართა თემ თემად დას დასებისა.

545. მე დავშვერ ვითა წესია საურავ გარდახდილისა. შინა წამოველ მაშვრალი ქმნა მომდომოდა ძილისა. მონა მოვიდა მომართვა წიგნი ასმათის ტკბილისა. ადრე მოდიო გიბრძანებს მსგავსი ალვისა ზრდილისა.

546. ცხენისაგან არ გარდავხე წაველ ფიცხლად დავმორჩილდი. ქალი დამხვდა ნატირები ვკითხე ცრემლსა რასა მილდი. მითხრა შენი შესწრობილი ტირილსამცა ვით ავსცილდი. გაუწყვეტლად ვით გამართლო რაგვარამცა გავაქილდი.

547. შევედით ვნახეთ ბალიშსა ზედა წარბ შერჭმით მჯდომარე. მზე ვეღარას იქს მის მეტსა მას განენათლა რომ არე. წავრსდეგ მიბრძანა რასა სდგა დღე მიგიჩს შენ საომარე. ანუ გამწირე მიტყუე და კვლაცა მაიმცთომარე.

548. მე მეწყინა აღარა ვსთქვი ფიცხლად გარე შემოვბრუნდი. უკუვყივლე აწ გამოჩნდეს არ მინდოდეს ვისცა უნდი. ქალი ომად რაგვარ მაწვევს აგრე ვითა დავძაბუნდი. შინა მოველ მოკლვა მისი დავაპირე არ დავყმუნდი.