... (H-742), XIX ს.

375. ასმათი მეუბნებოდა უშიშრად არ მეკრძალოდა. ჩემი რა გითხრა რა ვიყავ ლხინი რად დამეთვალვოდა. გული მი და მო მიარდა ჰკრთებოდა და მემალოდა. მით პირი ჩემი გაბროლდა და ღაწვი გამელალვოდა.

წიგნი პირველი ტარიელისა საყვარელთან

376. თვალთა დავიდევ უსტარი მე მისგან მონაწერია. პასუხად ვსწერდი მთვარეო შენმცა მზე ვით მოგერია. მე ღმერთმან იგი ნუ მამცეს რაც არა შენი ფერია. სიზმრად მგონია დარჩომა ჩემი ვერ დამიჯერია.

377. ასმათს ვუთხარ მე პასუხსა ამის მეტსა ვერ მივხვდები. ესე ჰკადრე მზეო რათგან ჩემთვის ნათლად ამოხდები. აჰა მკვდარი გამაცოცხლე ამას იქით აღარ ვბნდები. რაცაღაა სამსახურსა ვიტყვი თუღა ვერიდები.

378. ასმათ მითხრა მე მიბრძანა ესე ვქმნათო ესე სჯობდეს. ვინცა გნახოს ჩემგან მისსა საუბარსა არა ჰსცნობდეს. ჩემად ნახვად მოვიდოდეს შენ ვითამცა გაშიკობდეს. დაცამვედრა ამილბარსა უთხარ ასრე ნამუსობდეს.

379. მეკეთა ესე თათბირი სიბრძნე გულისა მისისა. მისი მზისაცა რიდება ჰქონდის ნათლისა ვისისა. მისგან მომეცა მოსმენა არ საუბრისა მქისისა. ვისთა შუქთაგან უკუნსა გვანდის სინათლე დღისისა.

380. ასმათს მოვართვი რჩეული თვალი ოქროსა ჯამითა. მან მითხრა არა არ მინდა ვარ გამაძღარი ამითა. ერთი აიღო ბეჭედი მართ აწონილი დრამითა. ესე კმა ნიშნად სავსე ვარ სხვად ხელის შესაბამითა.

381. ქალი ადგა წამოვიდა მე ლახვართა გულსა მრიდეს. ლხინმან ბნელი განმინათლა დაშრტეს ცეცხლნი რომე მწვიდეს. შეველ დავჯე ნადიმადვე ჩემნი სწორნი სადა სმიდეს. მხიარულმან საბოძვარი გავეც ზამი გაადიდეს.

წიგნი ტარიელისა ხატაველთან

382. გავგზავნე კაცი ხატავეთს და წიგნი ჩემაგიერი. მივსწერე მეფე ინდოთა არ[ი]სმცა ღთულებ ძლიერი. მათი ერთგული გაძღების ყოველი სული მშიერი. ვინცა ურჩ ექმნას იქმნების თავისა არ მადრიერი.

383. ჩვენო ძმაო და პატრონო თქვენგან არ გავიწბილები. ესე რა ნახოთ ბრძანება აქამცა მოიარებით. თქვენ თუ არ მოხვალთ ჩვენ მოვალთ ზედა არ მოგეპარებით. ჰსჯობს რომე გვნახნე თავისა სისხლთა ნუ ეზიარებით.

384. კაცნი გავგზავნენ მე გულსა მამეცა უფრო ლხინები. დარბაზს ვიშვებდი დამევსო ცეცხლი წვად მოუთმინები. მაშინ სოფელმან საწუთრო მიუხვის რაცა ვინები. აწ ხელ მქმნა რომე საახლოდ მხეცთაცა მოვეწყინები.

385. პირველ გაჭრისა პირობა მერმე დასწყნარდეს ცნობანი. ჩემთა სწორთაგან იყვნიან ჩემს წინა დარბაზობანი. მაგრა დამშლიდეს ლხინთაგან სურვილთა დიადობანი. ზოგჯერ შემცვიან სევდათა ვთქვი საწუთროს გმობანი.

386. დღესა ერთსა საწოლს მოველ მეფის სრითა წამოსრული. ვჯე და მასვე ვიგონებდი არ მიეცა თვალთა რული. წიგნი მქონდა საიმედო ამად ვიყავ მხიარული. კარსა მცველმან მონა უხმო უთხრა საქმე დაფარული.

387. მონააო ასმათისი საწოლს უთხარ შემოყვანა. მოეწერა გიბრძანებსო ვისი მესვა გულსა დანა. ლხინმა ბნელი განმინათლა ამიფოლხვა ჯაჭვთა მანა. წაველ მონა წავიტანე რამცა უთხარ ამისთანა.

388. ბაღჩას ჩაველ არა დამხვდა კაცი ჩემი მოუბარი. ქალი წინა მამეგება მხიარული მოცინარი. მითხრა ვაშად ამოგიღე არ გასვია გულსა ნარი. მოდი ნახე ვარდი შენი უფურჭკნელი და დაუმჭკნარი.

389. ამიგდო ქალმან ფარდაგი მძიმე თავისა ძალითა. სადა დგას კუბო შემკული ბალახშითა და ლალითა. შინაგან სჯდა იგი პირითა მზისაებრ ელვა მკრთალითა. მე შემომხედნის ლამაზად მის მელნის ტბისა თვალითა.

390. დიდხან ვდეგ და არა მითხრა სიტყვა მისსა მონასურსა. ოდენ ტკბილად შემომხედის ვითამც რამე შინაურსა. ასმათ უხმო მოიუბნეს ქალი მოჰსდგა მითხრა ყურსა. აწ წადიო ვერას გითხრობს მე კვლავ მიმცა ალმან მურსა.

391. ასმათ გამომყვა წამოველ ფარდაგი გამოვიარე. ვსთქვი საწუთროო ვის წეღან გული დარმანთა მიარე. მაშინ მოგეცა იმედი ლხინი რად გამიზიარე. გულმან გაყრისა სიძნელე კვლავ უფრო დაიტიარე.

392. ასმათ ლხინსა მიქადებდა ჩავიარე შიგან ბაღი. მითხრა აგრე წასვლისათვის ნუ გაჩნია გულსა დაღი. სიმძიმილთა ერდო დახშე სიხარულის კარი აღი. სირცხვილი აქვს საუბრისა მერმე თავსა კრძალავს ლაღი.