... (H-742), XIX ს.

412. დავყავ ხანი მას წინაშე სიტყვანიცა ტკბილნი ვთქვენით. ვსჭამეთ ამო ხილი რამე ერთმანერთსა ვეუბენით. მერე ავდექ წამოსავლად ტირილით და ცრემლთა დენით. მისთა შუქთა შვენებანი ნათლად მადგა გულსა ფენით.

413. მეძნელებოდა სიშორე მისი ბროლ ბალახშ მინისა. მე გამიახლდა სინათლე მქონდა სიმრავლე ლხინისა. ჩემად ჰსჩნდა იგი სინათლე ეთერით მზედ ნაჩინისა. აწ მიკვირს მისი გაყრელი გული მიც კლდისა ტინისა.

414. დილასა შევჯე უბრძანე ჰკარით ბუკსა და ნობასა. სრულად სპათასა ვერ გითხრობ არ შესხდომილად მზობასა. ლომმან მივმართე ხატაეთს ვერვინ მიზრახავს მხრდლობასა. უგზოსა ვლიდეს ლაშქარნი არ გაივლიდენ გზობასა.

415. დავაგდე მზღვარი ინდოთა მევლო პაშტაი ხანია. რამაზის კაცი მემთხვია ვინ ხატაეთის ხანია. მან მითხრა მოციქულობა გულისა მოსაფხანია. ჩვენთა მგელთაცა დასჭამენ თქვენნი ინდოთა თხანია.

416. მე შემამძღუნეს რამაზისგან ძღვნად საჭურჭლე საშინელი. მითხრობს გკადრებს ნუ ამოგვწყვეტ არის შენგან არ საქნელი. ზენაარი გამოგვიღე მით გვაბია ყელსა წნელი. მოურბევლად მოგახსენნეთ თავნი შვილნი საქონელი.

417. რაცა შეგცოდეთ შეგვინდე თვით ჩვენცა შეგვინანია. თუ ღვთითა შეგვიწყალებდეთ აქა ნუ მოვლენ სპანია. ქვეყანა ჩვენი არ ასწყდეს რისხვით არ დაგუტყუეს ცანია. შენ მოგცეთ ციხე ქალაქი მოგყვენ ცოტანი ყმანია.

418. გვერცა დავისხენ ვეზირნი ვიუბნეთ გავეზრახენით. მითხრეს თუ ხარო ყმაწვილი ბერნი მით გკადრებთ გლახ ენით. არიან მეტად მუხთალნი ჩვენ ერთხელ კვლავცა ვნახენით. არამცა მოგკლან ღალატად არამცა ვივაგლახენით.

419. ჩვენ ამას ვარჩევთ წახვიდე კარგითა მართ მამაცითა. ლაშქარნი ახლოს გეკიდნენ ჰსცნობდენ ამბავსა კაცითა. გულ მართლად იყვნენ მიენდე აფიცე ღვთითა და ცითა. არ დაგმორჩილდენ შერისხდი რისხვითა კვლავ და კვლავ ცითა.

420. მეკეთა ესე თათბირი ვაზირთა ნავაზირები. შევსთვალე რამაზ მეფეო ვსცან შენი დანაპირები. სიკვდილსა გიჯობს სიცოცხლე დაგვიდგამს ვერ ქვიტკირები. ლაშქართა დავყრი ცოტათა წამოვალ შენ კერძ ვირები.

421. მათ ლაშქართაგან სამასნი კარგი მოყმენი ქველანი. თანა წამომყვეს წაცაველ დავყარენ სპანი ყველანი. დავედრე სადა მე მევლოს ვლენით იგივე ველანი. ახლოს მამდევდით მიშველდით გიხმობ თუ მინდა შველანი.

422. სამ დღე ვიარე მემთხვია სხვა კაცი მისვე ხანისა. კვლავ ეძღვნა უცხო მრავალი შესამოსელი ტანისა. ებრძანა მწადსო სიახლე შენ ლაღისა და ჯანისა. რა შეგეყარო მაშინ სცნა შენ ძღნობა ამისთანისა.

423. კვლაცა ეთქვა მართალია აზომ ჩემი მონახსენი. მე თვით წინა მოგეგები მესწრაფების ნახვა შენი. მოვახსენე დია ღმერთო ბრძანება ვქნა მეცა თქვენი. ტკბილად ვნახოთ ერთმანერთი ვიყვნეთ ვითა მამა ძენი.

424. მუნით წასული ჩამოვხე ტევრისა რასმე კიდესა. კვლავ მოციქულნი მოვიდეს სალამად არ დამრიდესა. წინა ტურფათა ტაიჭთა ძღვნად ჩემთვის მოზიდვიდესა. შენსა ნახვასა მეფენი ჰსთქვეს მართლად ინატრიდესა.

425. მითხრეს მეფე მოგახსენებს მეცა შენ კერძ ვიარები. სახლით ჩემით წამოსრული ხვალე ადრე შეგეყრები. მოციქულნი დავაყენენ ხარგა დავდგი არ მზირები. მეტად ამოდ უალერსე ერთგან დაწვეს ვით მაყრები.

426. კარგი საქმე კაცსა ზედა აზომ თურმე არ წახდების. ერთი კაცი უკმორესწთა მოდგა მალვით მეუბნების. დიდი მაძსო თქვენი ვალი ჩემგან ძნელად გარდიხდების. გაწირვა და დავიწყება ჩემგან თქვენი არ იქნების.

427. მე მამისა თქვენისაგან ვარ ცოტაი განაზარდი. თქვენი მესმა საღალატო საცნობელად გამოვარდი. მკვდარი მიმძიმ სანახავად ტანი მჭევრი პირი ვარდი. ყველასავე მოგახსენებ გამიგონე დამიწყნარდი.

428. რომე ცუდად არ მოღორდე ისი კაცნი გღალატობენ. ერთგან შენთვის დამალულნი სპანი ასჯერ ათასობენ. კვლავ სხვაგან გიდგს სამი ბევრი ასრე ფიცხლად მით გიხმობენ. აწვე თავსა არ ესწრობი ფათერაკსა შეგასწრობენ.

429. მეფე ცოტათ მოგეგებვის ვის მჭვრეტნი ვერ გელევიან. მალვით ჩაიცმენ აბჯარსა მიენდო მით გეთნევიან. კვამლსა შეიქმენ ლაშქარნი ყოველგნით მოგეხვევიან. რა ერთსა გცემენ ათასნი ეგრეცა მოგერევიან.

430. მას კაცსა ამოდ ვეუბენ და მადლსა გარდვიხდიდია. რომე არ მოვკვდე შემოგზღო შენ ამას ინატრიდია. აწ ამხანაგთა არ გიგრძნან წადი მათთანა ვლიდია. თუ დაგივიწყო უთუოდ მეცა ვარ განაკიდია.

431. არვის გავენდევ სულდგმულსა დავმალე ვითა ჭორია. რაცა იქმნების იქმნების ყოვლი თათბირი სწორია. მაგრა სპათაკენ გავგზავნე კაცი თუცა გზა შორია. შევთვალე ფიცხლად წამოდით მოგრაგნეთ მთა და გორია.