... (H-742), XIX ს.

452. მაშინღა შეველ ხატაეთს მოვლად და მოსათვალავად. კლიტენი საჭურჭლეთანი მომართვეს დაუმალავად. ქვეყანა ჩავსხი უბრძანე იყვენით თქვენ უკრძალავად. მზემან არ დაგწვეს იცოდით დაგყარე დაუგვალავად.

453. საჭურჭლენი გარდავნახენ თავის თავის კიდის კიდე. უცხო ფერთა საჭურჭლეთა დავშვრები თუ მოვსთვალვიდე. ერთგან ვნახე საკვირველი ბახჩა და ერთი რიდე. თუმცა ნახენ სახელისა ცნობასაცა ინატრიდე.

454. ვერა შევიგენ რა იყო ანუ ნაქმარი რაულად. ვისცა უჩვენი უკვირდის ღვთისაგან ჰსთქვის მან სასწაულად. არცა ლარულად ჰგებოდა მას ქსელი არ ორხოულად. სიმტკიცე გვანდის ნაჭედსა ვსთქვი ცეცხლთა შენართაულად.

455. იგი საძღვნოდ მისად დავხსენ ვისი შუქი მანათობდა. მეფისათვის დავარჩივე საარმაღნოდ რაცა ჰსჯობდა. ჯორ აქლემი ათჯერ ასი ყველაკაი წვივ მაგრობდა. დატვირთული გაუგზავნე ანბავსაცა კარგსა სცნობდა.

წიგნი ტარიელისა ინდოთ მეფის წინაშე ოდეს გაიმარჯვა ხატაველთა ზედა.

456. წიგნი დავსწერე მეფეო სვემცა არს თქვენი სვიანად. მე ხატაელთა მიმუხთლეს თუმცა მათ ეცა ზიანად. ჩემი ანბავი დასტური ამად გაცნობე გვიანად. მეფე შევიპყარ მოგივალ მე ალაფიან ტყვიანად.

457. რა ყველაი დავიურვე ხატავეთით გავემგზავრე. წამოვიხვენ საჭურჭლენი სახელმწიფო დავიავრე. ვერ მოვეყავ აქლემითა აზავრები ვააზავრე. მოვირჭვენ და მოვივლინე რაცა მწადდა აგრე ვყავრე.

458. ხატავეთისა ხელმწიფე მომყვანდა შეპყრობილია. ინდოეთს მოველ მეგება ჩემი გამზრდელი ტკბილია. რა ქება მითხრა არ ითქმის ჩემგან სათქმელად წბილია. ხელი გამიხსნა შემიკრა მან სახვეველი ლბილია.

459. დგანან ტურფანი კარავნი მოედანს ჩამოდგომილსა. საუბრისა და ჭვრეტისა ჩემისა მას მონდომილსა. მას დღესა ედვა ნადიმი მას შიგან გარდახდომილსა. მიალერსებდეს მიჭვრეტდა წინაშე ახლოს ჯდომილსა.

460. მას ღამით ვსხედით ნადიმად მუნ ამოდ გავიხარენით. დილასა ქალაქს შევედით მოედნით ავიყარენით. მეფემან ბრძანა ლაშქარნი უხმენით შემოსჯარენით. დღეს ხატაელნი მიჩვენეთ ტყვენიცა შემამგვარენით.

461. რამაზ მეფე მას წინაშე შეპყრობილი მოვიყვანე. ტკბილად ნახა ხელმწიფემან ვითა შვილი სააკვანე. ორგული და მოღალატე ნამსახურსა დავაგვანე. ესე არის მამაცისა მეტის მეტი სიმგულვანე.

462. მას მეფესა ხატაველსა უმასპინძლა უალერსა. ჟამიერად უბრძანებდის საუბარსა მათსა ფერსა. ცისკრად მიხმეს მიბრძანებდეს მე სიტყუასა ლმობიერსა. შეუნდობო ხატაველსა მას აქამდის შენამტერსა.

463. მე ვკადრე ღმერთი ვინადგან შეუნდობს შეცოდებულსა. უყავით თქუენცა წყალობა მას ღონე გაცუდებულსა. რამაზს უბრძანებს იცოდი გაგზავნი შეწყალებულსა. მაგრამ ნუ გნახავთ კვლამცაღა ჩვენს წინა გაწბილებულსა.

464. ხარაჯა დასდვეს შეჰკვეთეს დრაჰკანი ასჯერ ასია. კვლავ ხატაური ათასი სხვა სტავრა სხვა ატლასია. მერმე ყველაი დამოსა იგი და მისი ხასია. შეწყალებული გაგზავნა უყო რისხვისა ფასია.

465. ხატაველმან დაუმადლა მოდრკა მდაბლად ეთაყვანა. მოახსენა ორგულობა თქვენი ღმერთმან შემანანა. თუღა ოდეს შეღაგცოდო მაშინ მამკალ მემცა განა. წავიდა და ყველაკაი მისი თანა წაიტანა.

466. მოვიდა კაცი მეფისა ცისკრობს არ დანაღამია. ებრძანა შენგან გავჰყრილვარ მას აქეთ თვეო სამია. მინდორს მოკლული ისრითა ნადირი არ მიჭამია. არ დამაშვრალხარ წამოდი თუცა დაშრომის ჟამია.

467. შევეკაზმე დარბაზს მიველ დამხვდა ჯარი ავაზისა. შავარდნითა სავსე იყო სრულად არე დარბაზისა. მეფე ქვე ჰჯდა შეკაზმული შვენებითა მსგავსი მზისა. გაეხარნეს მოსვლა ჩემი ტურფისა და ლამაზისა.

468. იდუმალ ცოლსა ეუბნა მართ ჩემგან უცოდნელია. ომით მოსრული ტარიელ საჭვრეტად სასურველია. მან გაანათლოს მჭვრეტელთა გული რაზომცა ბნელია. რაცა დაგვედრო საქნელად ჰქმენ არა საზოზღნელია.

469. აწ მითქვამს საქმე უშენოდ შენცა ჰსცან ესე მცნებული. რადგან ქალია სამეფო ჩვენგანვე სახელ დებული. ვინცაღა ნახავს აწ ნახოს აჰა დღე ედემს ხლებული. გვერდსა დაისვი ორნივე სრას დამხვდით მოვალ შვებული.

470. მოვინადირეთ მინდორი ძირი მთისა და გორისა. იყო სიმრავლე ძაღლისა შავარდნისა და ქორისა. ადრე დავბრუნდით ვიარეთ არ ეჯი გზისა შორისა. აღარ იბურთეს დაშლა ქნეს თამაშობისა ორისა.