... (H-742), XIX ს.

336. ბაღჩა ვნახე უტურფესი ყოვლისავე სალხინოსა. მფრინველთაგან ხმა ისმოდა უამესი სირინოსა. მრავლად იყო სარაჯები ვარდის წყლისა აბანოსა. კარსა ზედა მოჰფარვიდა ფარდაგები ოქსინოსა.

337. ზღუდედ მოვიდა ზურმუხტი ხე ალვა დარიგებითა. მეფე გარდახდა მუნ სადა კოშკია ბაზარგებითა. შინა შევედით სრა დაგვხვდა მოცული ფარდაგებითა. მაშინ სასობთა ლახვართა სულო ვით დაუდგებითა.

338. მეფემან ახმა დურაჯთა მითხრა მიტანად ქალისა. გამოვუხვენ და წავედით ჩემად სადებლად ალისა. მაშინ დავიწყე გარდახდა მე საწუთროსა ვალისა. ალმასისა ჰხამს ლახვარი ლახვრად გულისა სალისა.

339. ვიცოდი სწადდა არვისგან ნახვა მის მზისა დარისა. მე გარე ვსდეგ და მეფემან შევლო ფარდაგი კარისა. ვერას ვხედევდი ოდენ ხმა მესმოდა საუბარისა. ასმათს უბრძანა გამოხმა დურაჯთა ამილბარისა.

340. ასმათ ფარდაგსა აზიდნა გარეთ ვსდეგ მოფარდაგულსა. ქალსა შევხედენ ლახვარი მეცა ცნობასა და გულსა. მოვიდა მივსცნე დურაჯნი მთხოვა ცეცხლითა დაგულსა. ვაიმე მას აქათ სახმილსა დავუწვავ ნიადაგულსა.

341. აწ წახდეს იგი ნათელნი მზისაცა მოწუნარენი. მისი ვერ გასძლო ხსენება დაბნდა და სულთქნა მწარენი. ყმა და ასმათი ჰსტიროდეს ხმას სცემდეს იგი არენი. ჭმუნვით ჰსთქვეს მკლავნი ცუდ ქმნილნი ვაი გმირთ მემუქარენი.

342. ასმათმან წყალი დაასხა ცნობად მოვიდა ტარია. დიდხანს ვერა ჰსთქვა სევდამან გული შეუკრა დარია. დაჯდა და მწარედ სულთ ითქვნა ცრემლი მიწათა გარია. ჰსთქვა ჩემგან მისი ხსენება ვაიმე რა დიდი ზარია.

343. მიმდომი საწუთროსანი მისთა ნივთთაგან რჩებიან. იშვებენ მაგრა უმუხთლოდ ბოლოდ ვერ მოურჩებიან. ვაქებ ჭკუასა ბრძენთასა რომელნი ეურჩებიან. ისმენდი ჩემთა ამბავთა თუ სულნი შეღამრჩებიან.

344. დურაჯნი მთხოვეს გავიღე სხვა ვერა გზაღა თავისა. დავეცი დავბნდი წამიხდა ძალი მხართა და მკლავისა. რა სულად მოვე შემესმა ხმა ტირილისა და ვისა. გარე მამრტყმოდეს ჯალაბნი ვითა ჩამსხდომნი ნავისა.

345. შიგან ვწევ დიდთა დარბაზთა ტურფითა საგებელითა. ზედ დამტიროდეს მეფენი ცრემლითა უშრობელითა. პირსა იხოკდეს ხელითა ღაწვისა გამპობელითა. მუყრნი მოასხეს სენითა მთქვეს გამაბელზებელითა.

346. მე რა მნახა თვალ ახმული მეფე ყელსა მამეხვია. ცრემლით მითხრა შვილო შვილო ცოცხალღა ხარ სიტყვა თქვია. მე პასუხი ვერა გავეც ვითა შმაგი შევკრთი დია. კვლავ დავეცი დაბნედილი გულსა სისხლი გარდმეთხია.

347. სრულნი მუყრნი და მულიმნი მე გარე შემომცვიდიან. მათ ხელთა ჰქონდა მუსაფი ყოველნი იკითხვიდიან. მტერ დაცემული ვეგონე არ ვიცი რას ჰსჩმახვიდია. სამ დღემდის ვიყავ უსულო ცეცხლნი უშრეტნი მწვიდიან.

348. აქიმნიცა იკვირვებდეს ესე სენი რაგვარია. სამკურნალო არა სჭირს რა სევდა რამე შემოჰყრია. ზოგჯერ შმაგად წამოვიჭრი სიტყვა მცდარი წამერია. დედოფალი ზღვასა შეიქმს მას რომ ცრემლი დაუღვრია.

349. სამსა დღესა დარბაზს ვიყავ არ ცოცხალი არცა მკვდარი. მერმე ცნობა მამივიდა მივხვდი რასმე მიუმხვდარი. ვსთქვი თუ ჰაი რაშიგან ვარ მე სიცოცხლე გარდამხდარი. თმობა ვსთხოვე შემოქმედსა ვკადრე სიტყვა სამუდარი.

350. ვსთქვი თუ ღ~თ ნუ გამწირავ აჯა ჩემი შეისმინე. მომეც ძალი დათმობისა ცოტად ვითა აღმადგინე. აქა ყოფა გამამჟღავნებს სახლსა ჩემსა მიმაწვინე. მანვე ჰქმნა და მორევსჯობდი გული წყლული გავიკურნე.

351. მე წამოველ მეფისაგან კაცი დია მოვიდოდა. ახარებდეს წამოჯდაო დედოფალი გამორბოდა. მეფე მორბის თავ შიშველი არ იცოდა რას იქმოდა. იგი ღმერთსა ადიდებდა სხვა ყველაი უჩუმობდა.

352. იქით და აქათ მამისხდეს მახვრიტეს სახვრეტელია. მე მოვახსენე პატრონო გული აწ უფრო მრთელია. ცხენსა შეჯდომა მომინდა ვნახნე წყალნი და ველია. ცხენი მამგვარეს შეცავჯე მეფე ჩემთანა მვლელია.

353. გამოვედით მოვიარეთ მაედანს და წყლისა პირსა. ჩემსა მიველ დავაბრუნვე მეფე მამყვა სახლთა ძირსა. შინა მივე უარ გავხე სხვა დამერთო ჭირი ჭირსა. ვსთქვი თუ მოვკვდე ბედი ჩემი ამის მეტსა არას ღირსა.

354. ზაფრანის ფერად შესცვალა ბროლი ცრემლისა დანამან. გული უფრორე დამიჭრა ათი ათასმან დანამან. საწოლის მეკრე შემოდგა მოლარე გაიყვანა მან. ვსთქვი თუ რა იცის ანბავი ნეტარ ან იმან ან ამან.

355. მონააო ასმათისი რა იცისო ვარქვი ვჰკითხე. შემოვიდა სააშიყო წიგნი მომცა წავიკითხე. გამიკვირდა სხვად ვითამცა ვქმენ გულისა მწველთა სითხე. მისგან ეჭვი არა მქონდა სევდად მაწვა გულსა მით ხე.