... (Q-1082), XVII ს.

380. დილასა: ადრე: სრას: მიჴმეს: დღე: რა: ქნა: მწუხრმან: ჟამითა: ავდეგ: ვსცან: მათი: ამბავი: წასლვა: ვქმენ: მითვე: წამითა: ვნახე: ორნივე: ერთგან: სხდეს: სახითა: ოდენ: სამითა: რა: მიველ: მითხრეს: დაჯდომა: წინაშე: დავჯე: სკამითა:

381. გუიბრძანეს: თუ: ღ~თნ: ასრე: დაგვაბერნა: დაცაგულია: ჟამი: გვახლავს: სიბერისა: სიყმაწვილე: გარდგუივლია: ყმა: არმოგვცა: ქალი: გუივის: ვისგან: შუქი: არ: გვაკლია: ყმისა: არა: სმა: არა: გაგუა: ამად: ზედა: წაგვიგია:

382. აწ: ქალისა: ჩუენისათუის: ქმარი: გვინდა: სად: მოვნახოთ: რომე: მივსცეთ: ტახტი: ჩუენი: სახედ: ჩვენად: გამოვსახოთ: სამეფოსა: ვაპატრონოთ: საჴელმწიფო: შევანახოთ: არ: ამოვსწყდეთ: მტერთა: ჩუენთა: ჴმალი: ჩვენთვის: არ: ვმახოთ:

383. ვთქუი: თქუენის: ძისა: არა: სმა: გულსა: ვით: მიეფარების: მაგრა: კმა: ჩუენად: იმედად: ვინ: მზესა: დაედარების: ვისაც: სთხოვთ: შვილსა: სასიძოდ: მას: დიდად: გაეხარების: სხვამცა: რა: გკადრეთ: თვით: იცით: მაგას: რა: მოეგუარების:

384. დავიწყეთ: რჩევა: საქმისა: გული: უც: თუცა: მელია: ვთქუი: ჩემგან: დაშლა: ამისი: არ: ითქმის: არ: საქნელია: მეფემან: ბრძანა: ხვარაზმშა: ჴელმწიფე: ხვარაზმელია: თუ: მოგცემს: შვილსა: საჩვენოდ: მისებრივ: არრომელია:

385. რომე: პირველვე: დაესკცვნა: მათ: ესე: შეეტყვებოდა: ერთმანერთსაცა: უჭურეტდეს: სიტყუაცა: აგრე: სწბებოდა: ჩემგან: დაშლისა: კადრება: მართ: ამბად: არ: ეგებოდა: ოდენ: დავმიწდი: დავნაცრდი: გული: მი: და: მოკრთებოდა:

386. დედოფალმან: თქუა: ხვარაზმშა: მეფეა: მორჭმით: მჯდომელი: მათსამცა: შვილსა: სასიძოდ: ჩუენთვის: სხვა: სჯობდა: რომელი: შეცილებამცა: ვით: ჰკადრა: რადგან: თვით: იყო: მდომელი: მოწმობა: დავრთე: დაესკვნა: დღე: ჩემი: სულთა: მჴდომელი:

387. გაგზავნეს: კაცი: ხვარაზმშას: წინა: შვილისა: მთხოველი: შესთვალეს: გაჴდა: უმკვიდროდ: სამეფო: ჩვენი: ყოველი: არს: ერთი: ქალი: საძეო: არ: კიდევ: გასათხოველი: თუ: მოგვცემ: შვილსა: სამისოდ: სხვასა: ნუღარას: მოელი:

388. კაცი: მოვიდა: აევსო: ჯუბაჩითა: და: რიდითა: გახარებოდა: ხვარაზმშას: სიხარულითა: დიდითა: ებრძანა: მოგვხვდა: ღ~თისაგან: ჩუენ: რომე: ვინატრიდითა: [.... ]მაგისებრსა: შვილსამცა: ჩუენ: ჴელსა: რასა: ვჴდიდითა:

389. კულავგაგზავნეს: სხვანი: კაცნი: სასიძოსა: მოყვანებად: დაავედრეს: თუ: ნუ: აყოვნებთ: მოდით: ჩვენად: ნაბრძანებად: მე: მაშურალი: ნაბურთალი: საწოლს: შეველ: მოსვენებად: გულსა: სევდა: შემეყარა: ვიწევჭირთა: მოპოვნებად:

390. მეტმან: სევდამან: მიმწურა: გულსა: დაცემად: დანისად: ასმათის: მონა: შემოდგა: შევჯე: ლაღი: და: ჯანი: სად: წიგნი: მამართვა: ეწერა: ვინ: სჩან: ალვისა: ტანისად: ადრე: მოდიო: გიბრძანებს: დაუყოვნებლად: ხანისად:

ნესტან დარეჯანისაგან კაცის გაგზავნა და ტარიელის დაპატჟება სწრაფით:

391. შევჯე: წაველ: ბაღჩას: მიველ: ვითა: სცნობდენ: ლხინთა: ზომით: ბაღჩა: შეველკოშკი: დამხუდა: ასმათ: ვნახე: ძირსა: დგომით: ვნახე: ვსჭვრეტდი: ნატირებად: ცრემლი: აჩნდა: ღაწუთა: წთომით: დამიმძიმდა: არა: ვჰკითხე: ჩემი: სჭირდა: მისლუა: ნდომით:

392. იგი: ვნახე: დაღრეჯილი: ესე: მეტად: დამიმძიმდა: ვითა: წინას: შემომცინის: აღარ: ეგრე: გამიღიმდა: ყოლასიტყუა: არ: მამიგო: ოდენ: ცრემლთა: გარდმოსწვიმდა: ამით: უფრო: დამაწყლულა: არა: წყლულთა: მიაქიმდა:

393. ჩემნი: ერთნი: გონებანი: მეტად: შორად: გამიკიდნა: შინა: კოშკად: შემიყუანა: ფარდაგსაცა: ამიზიდნა: შეველ: ვნახე: იგი: მთვარე: ჭირმან: ყუელამ: უკუმრიდნა: გულსა: შუქნი: შემომადგა: მაგრამგული: არ: დამიდნა:

394. იყო: არ: ნათლად: ნათელი: ფარდაგსა: შემომდგომელი: მითვე: მწვანითა: უებრო: მიწოლით: ტახტსა: მჯდომელი: ებურნესმოშლით: პიროქრო: მე: მივეც: რიდე: რომელი: ცრემლისა: ღვარსა: მოეცვა: პირი: ელვათა: მკრთომელი:

395. ქვე: წვა: ვით: კლდისა: ნაპრალსა: ვეფხი: პირგამეხებული: არცა: მზეგვანდა: არც: მთვარე: ხე: ალვა: ედემს: ხებული: ასმათმან: დამსვა: შორსგვარად: გულსა: მე: ლახვარ: ხებული: მერმეწამოჯდა: წარბშერჭმითგამწყრალი: გამეხებული:

396. მიბრძანა: მიკუირს: რად: მოხვე: მშლელი: პირისა: მტკიცისა: გამწირავი: და: მუხთალი: შენ: გამტეხელი: ფიცისა: მაგრა: ნაცვალსა: პატიჟსა: მიგცემსო: ზენაოცისა: ვჰკადრე: რა: გკადრო: პასუხი: მის: ჩემგან: მე: უიცისა:

397. ვთქუი: პასუხსა: ვერას: გკადრებ: თუ: არა: ვსცნობ: მე: მართალსა: [.......................................]ე: რა: მიქნია: უცნობოსა: ფერ: ნამკრთალსა: [.............................]ხრა: რას: გეუბნო: მტყუვანსა: და: შენ: მუხთალსა: [........................................]რად: მოვღორდი: მე: დაუწუავ: ამით: ალსა:

398. [..........................................]ხვარაზმშასი: საქმროდ: ჩემად: მოყუანება: [.............................................]ხარ: სავაზიროდ: შენი: რთულა: ამას: ნება: [......................................]გატეხე: ფიცი: ჩემი: სიმტკიცე: და: იგი: მცნება: [...................................]ქნას: და: დაგირჩინაცუდად: შენი: ჴელოვნება: