... (Q-1082), XVII ს.

307. რომე: ცუდად: არ: მოღორდე: ისი: კაცნი: გღალატობენ: ერდგან: შენთვის: დამალულნი: სპანიშენთვის: ასჯერ: ათასობენ: კულავსხვაგან: გდისსამი: ბევრი: ასრე: ფიცხლად: მით: გიჴმობენ: აწვე: თავსა: არ: ეწევი: ფათერაკსა: შეგასწრობენ:

308. მეფე: ცოტათ: მოგეგებვის: ვის: მჭვრეტნი: ვერ: გელევიან: მალვით: ჩაიცმენ: აბჯარსა: მიენდო: მით: გეთნევიან: კვამლსა: შეიქმენ: ლაშქარნი: ყოველგნით: მოგეხვევიან: რა: ერთსა: გცემდენ: ათასნი: ეგრეცა: მოგერევიან:

309. მას: კაცსა: ამოდ: ვეუბენ: და: მადლსა: გარდვიჴდიდია: რომე: არ: მოვჰკუდე: შემოგზღო: შენ: ამას: ინატრიდია: წაამხანაგთა: არ: გიგრძნან: წადი: მათთანა: მიდია: თუ: დაგივიწყო: უთუოდ: მემცა: ვარ: განაკიდია:

310. არვის: გავენდევ: სულდგმულსა: დავმალე: ვითა: ჭორია: რაცა: იქნების: იქნების: ყოვლი: თათბირი: სწორია: მაგრა: სპათაკენ: გავგზავნე: კაცი: თუ: გზაცა: შორია: შევსთვალე: ფიცხლად: წამოდით: მოგრაგნეთ: მთა: და: გორია:

311. მე: დილასა: მოციქულთა: სიტყვა: ტკბილი: შევუთვალე: რამაზს: ჰკადრეთ: მოგეგებვი: მოდი: მოვალ: მეცა: მალე: ნახევარ: დღე: სხვა: ვიარე: ჭირსა: თავი: არ: ვაკრძალე: განგებაა: დღესცა: მამკლავს: ქუემცა: სადა: დავიმალე:

312. ქედსა: რასმე: გარდავადეგ: მინდორს: მტვერი: დავინახე: ვთქუი: თუ: მოვა: რამაზ: მეფე: ჩემთვის: უდგამს: თუცა: მახე: ჩემიც: გაჰკვეთს: ჴორცსა: მათსა: ჴმალი: ბასრი: შუბი: ვახე: მაშინ: უთხარ: სპათა: ჩემთა: სახე: დიდი: დაუსახე:

313. ვჰთქუი: თუ: ძმანო: ისი: კაცნი: ჩუენ: ღალატსა: გვიდგებიან: მკლავთა: თქუენთა: სიმაგრენი: ამისთვისცა: რად: დალბიან: ვინცა: მოკუდეს: მეფეთათვის: სულნი: მათნი: ზეცას: რბიან: აწ: შევებნათხატაველთაჴმალნი: ცუდად: რას: გვაბიან:

314. უბრძანე: ჩაცმა: აბჯრისა: ლაღმან: სიტყუითა: ჴაფითა: დავეკაზმენით: საომრად: ჯაჭუჯავშანითა: ქაფითა: რაზმი: დავაწყევ: მივმართე: წაველ: დიდითა: სწრაფითა: მას: დღესა: ჩემნი: მებრძოლი: ჩემანვე: ჴმალმან: დაფითა:

315. მივიახლენით: შეგვატყვეს: მათ: ტანსა: აბჯარცმულობა: კაცი: მოვიდა: მამართვა: მეფისა: მოციქულობა: ეთქუა: თუ: ჟამად: გვაჩნია: ჩვენ: თქვენი: არ: ორგულობა: აბჯრითა: გნახეთშეგქვნია: აწ: ამად: გულნაკლულობა:

316. შევჰთვალე: თუ: მეცა: ვიცი: რაცა: ჩემთვის: გაგიგია: თქუენ: რასაცა: სთათბირობდით: არ: იქმნების: არ: იგია: ბრძანეთ: მოდით: შემებენით: ვითა: წესი: და: რიგია: მეცა: თქუენად: დასაჴოცლად: ჴელი: ჴმალსა: დამიგია:

317. რა: მივიდა: მოციქული: კულადცა: რადღა: გამოგზავნეს: კვამლი: შექნეს: ლაშქართათვის: დამალული: გაამჟღავნეს: სამალავით: გამოვიდეს: თავნი: ორგნით: აქარავნეს: შექმნეს: რაზმი: მრავალკეცი: თუცა: ღ~თო: ვერა: მავნეს:

318. შუბნი: ვჰთხოვე: ჴელი: ჩავჰყავ: მუზარადის: დასარქმელად: საომარად: ატეხილი: ვიყავ: მათად: გამტეხელად: ერთსა: წავსწვდი: უტევანსა: წავგრძელდი: და: წაველ: გრძელად: მათ: ურიცხუთა: რაზმი: ეწყო: წყნარად: დგეს: და: აუშლელად:

319. ახლოს: მიველ: შემომხედნეს: შმაგიაო: ესე: თქვესა: მუნ: მივმართე: მკლავმაგარმან: სად: უფროსი: ჯარი: დგესა: კაცსშუბი: ვჰკარ: ცხენი: დავეც: მართ: ორნივე: მიჴდეს: მზესა: შუბი: გატყდა: ჴელი: ჩავჰყავ: ვაქებ: ჴმალო: ვინცა: გლესა:

320. შიგან: ასრე: გავერივე: გნოლის: ჯოგსა: ვითა: ქორი: კაცი: კაცსა: შემოვსტყორცე: ცხენკაცისა: დავდგი: გორი: კაცი: ჩემგან: შენატყორცი: ბრუნავს: ვითა: ტანაჯორი: ერთობ: სრულად: ამოვსწყუიტე: წინა: კერძი: რაზმი: ორი:

321. ერთობილნი: მამეხვივნეს: მგრგვლივ: შეიქნა: ომი: დიდი: ვჰკრი: რასაცა: ვერ: დამიდგნის: სისხლსა: მჩქეფრად: დარდმოვღვრიდი: ცხენსა: კაცი: გაკუეთილი: მანდიკურად: გარდავჰკიდი: სითაც: ვიყუი: გამექციან: მათ: შექნიანჩემი: რიდი:

322. საღამო: ჟამ: დაიძახნა: ქედით: მათმან: დარაჯამან: ნუღარა: სდგათ: წავედითო: კვლავმოგუხედნა: რისხვით: ცამან: მოვა: მტუერი: საშინელი: შეგვაშინნა: ამად: ამან: ნუთუ: სრულად: ამოგვწყვიდნეს: უთვალავმან: ბევრმან: სპამან:

323. ჩემნი: ლაშქარნი: რომელნი: წამომეტანნეს: მე: არა: რა: ეცნა: წამოსულიყუნეს: ღამე: წამორთვით: ეარა: ვერ: დაიტევდა: მინდორი: და: არე: მთათა: იარა: გამოჩნდეს: სცემდეს: ტაბლაკსა: ბუკმან: ჴმა: გააზეარა:

324. იგი: ნახეს: გასაქცევლად: გაემართნეს: შევჰკივლენით: ველნი: ჩვენგან: ნაომარნი: ომითავე: გარდავლენით: რამაზ: მეფე: ჩამოვაგდე: ერთმანერთსა: გავეჴლმენით: მისნი: სპანი: ყუელაკანი: დავიპყრენით: არ: მოვჰკვლენით:

325. უკანანიცა: ლაშქარნი: მოესწრნეს: მათ: გაქცეულთა: დაუწყეს: პყრობა: ჩამოყრა: შეშინებულთა: ძლეულთა: ძილისა: მიხვდა: ნაცვალი: ძილმკრთალთა: ღამეთეულთა: [.....]თა: მრთელთაცა: არ: აკლდა: კუნესა: მართ: ვითა: სნეულთა:

326. მას: ადგილსა: ნაომარსა: გარდავჴედით: მოსვენებად: ჴელსა: ჴლმითა: დავეკოდე: წყლულად: მაჩნდა: არნაღებად: ჩემნი: სპანი: მოვიდიან: საჭურეტლად: და: ჩემად: ქებად: ვერ: იტყუიან: ვერ: მიმხუდარნი: ქებასაცა: მოხსენებად: